ბრწყინვალე პორტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაღალი პორტა 2006 წელს

ბრწყინვალე პორტა, ასევე, ოსმანთა პორტა და მაღალი პორტა — დიპლომატიის ისტორიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში მიღებული ტერმინი, რომელიც ოსმალეთის იმპერიის მთავრობას ანუ დიდი ვეზირისა და დივნის კანცელარიას აღნიშნავს.

ტერმინი დაკავშირებულია კარის ან ჭიშკრის ფრანგულ (porte), ასევე, იტალიურ (porta) სახელწოდებასთან. სტამბოლის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ჭიშკარს, ე. წ. მაღალ პორტას ამშვენებს სულთნის თუღრა. ჭიშკარი სულთნის სასახლე თოფქაფთან გამავალი ქუჩის გადაღმაა და მას დიდი ვეზირის რეზიდენციისაკენ მივყავართ.

დიპლომატიურმა ტერმინმა საერთაშორისო წრეებში ჯერ კიდევ XV საუკუნიდან მოიკიდა ფეხი. თურქი მოხელეების ენაზე „მაღალი პორტა“ სულთნის რეზიდენციასა და მთავრობის ადგილსამყოფელს, აგრეთვე, თავად თურქულ მონარქიასაც ნიშნავდა და შემდეგ ეს სახელწოდება ევროპელ დიპლომატებს შორისაც გავრცელდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ისტორიანი, №10(58), 10.2015 წ.
  • ჭაბაშვილი, მიხეილ; უცხო სიტყვათა ლექსიკონი; თბ. 1989 წ.