ბორის ჯიმშირაული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბორის ჯიმშირაული
Boris jimshirauli.jpg
დაიბადა 22 აგვისტო, 1929
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაიცვალა 25 აგვისტო, 2003
გარდაცვალების ადგილი თბილისი

ბორის ჯიმშირაული (დ. 22 აგვისტო, 1929, თბილისი — გ. 25 აგვისტო, 2003) — ქართველი მხატვარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1929 წლის 22 აგვისტოს, თბილისში. მხატვრის ოჯახში. ბაბუა – ბორის სმირნოვი რუსი მხატვარი იყო.

სამხატვრო განათლების მიღება ნ. ნიკოლაძის სახელობის ტექნიკუმში დაიწყო. 1951 წელს თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩაირიცხა. მისი პედაგოგები იყვნენ უ. ჯაფარიძე, ს. ქობულაძე, ა. ქუთათელაძე და სხვები.

1957 წელს დაამთავრა სამხატვრო აკადემია და იმავე წელს დაიწყო მუშაობა კინოსტუდიაში, მულტიპლიკაციის მხატვრად. იმუშავა მულტიპლიკაციურ ფილმებზე: „წუნა და წრუწუნა“, „მტრობა“, „ჩხიკვთა ქორწილი“ და სხვა. კინოსტუდიაში 1963 წლამდე იმუშავა. პერიოდულად მუშაობდა სამხატვრო ფონდში. ასევე, ფერწერის პედაგოგად ნ. ნიკოლაძის სახელობის ტექნიკუმსა და სამხატვრო აკადემიაში. 1970-1981 წლებში მუშაობდა ქუთაისში, სამხატვრო ფონდში. ძირითადად, სახელმწიფო შეკვეთებზე.

ჯიმშირაულის მხატვრობაში დიდი ადგილი უჭირავს ხატწერას.

1996-2002 წლებში მხატვარი თურქეთში მოღვაწეობდა. თურქეთიდან ჩამოსვლის შემდეგ მალევე, 2003 წლის 25 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა. დარჩა ბევრი დაუსრულებელი ტილო.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბორის ჯიმშრაულმა უამრავი ისტორიული პირისა და საზოგადო მოღვაწის პორტრეტი შექმნა, მათ შორის: ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, შოთა რუსთაველი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, გალაკტიონ ტაბიძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი და სხვა.

თურქეთში გამგზავრების შემდეგ მხატვრის შემოქმედებაში ახალი ეტაპი დაიწყო. იქ ის, უმეტესწილად, შეკვეთებზე მუშაობდა. ქმნიდა ორიენტალისტური სტილის ნამუშევრებს.

თურქეთში ყოფნის დროს შექმნა მსოფლიო პატრიარქის, ბართლომე I-ის პორტრეტი.

ჯიმშირაული ავტორია უამრავი ხატისა. რომ შექმნილი აქვს ხატების სერია ქრისტეზე. მისი ხატწერის ნიმუშებია: „წმ. ნიკოლოზი“, „წმ. ნინო“, „ღვთისმშობელი ყრმით“ და სხვ.

შესრულებული აქვს მრავალი ნატურმორტი.

1998 წელს, თურქეთში მოღვაწეობის დროს დაკვეთით შექმნა ტილო „რამაზანის ღამე“ (80X60 სმ. ტილო, ზეთი). სურათზე გამოსახულია თურქეთის ქუჩა, სადაც ორი მოქალაქე დოლზე დარტყმით ამცნობს მოსახლეობას დღესასწაულის მოახლოებას. ერთ-ერთი აივნიდან მოსჩანს მამაკაცის ჩალმით დახურული თავი, რომელსაც ხმაურზე გამოუხედავს. დაბლა კი ორნი დგანან და საუბრობენ.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბორის ჯიმშირაულის ზოგიერთი ნამუშევარი:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]