ბორის ძნელაძის მწვერვალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბორის ძნელაძის მწვერვალი
კოორდინატები: 42°39′52″ ჩ. გ. 44°45′22″ ა. გ. / 42.664528° ჩ. გ. 44.756194° ა. გ. / 42.664528; 44.756194
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 4000 
ქედი შავანის ქედი
ბორის ძნელაძის მწვერვალი — საქართველო
ბორის ძნელაძის მწვერვალი
ბორის ძნელაძის მწვერვალი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ბორის ძნელაძის მწვერვალი

ბორის ძნელაძის მწვერვალი — მწვერვალი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს შავანის ქედის სამხრეთ ნაწილში. სიმაღლე 4000 მეტრი. აგებულია იურული თიხაფიქლებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. მისასვლელი გზა აქვს მდინარე ხდის (თერგის შენაკადი) სათავიდან. ადრე სამხრეთ შავანა ეწოდებოდა, ხოლო 1938 წლიდან, როდესაც მწვერვალზე პირველი ასვლა მოეწყო (ხელმძღვანელი კონსტანტინე ჯავრიშვილი), საქართველოს კომკავშირის ერთ-ერთი დამაარსებლის — ბორის ძნელაძის სახელი ეწოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]