მაგდალენა (მდინარე)
მაგდალენა Río Magdalena | |
---|---|
მდინარე მაგრდალენას დელტა | |
ქალაქები | ნეივა, ლა-დორადა, ბარანკაბერმეხა, სანტა-კრუს-დე-მომპოსი, მაგანგე, ბარანკილია |
სათავე | 1°56′03″ ჩ. გ. 76°36′29″ დ. გ. / 1.93417° ჩ. გ. 76.60806° დ. გ. |
შესართავი |
კარიბის ზღვა 11°07′00″ ჩ. გ. 74°51′00″ დ. გ. / 11.11667° ჩ. გ. 74.85000° დ. გ. |
შესართავის მდებარეობა | ბარანკილია |
შესართავის სიმაღლე | 0 მ |
სიგრძე | 1,528[1] კმ |
აუზის ფართობი | 257,438 კმ² |
მდინარე მაგდალენას რუკა | |
— სათავე, — შესართავი | |
მაგდალენა ვიკისაწყობში |
მდინარე მაგდალენა (ესპ. Río Magdalena)[2] — კოლუმბიის მთავარი მდინარე, მისი სიგრძე შეადგენს 1528 კმ-ს[1] და გადის ქვეყნის დასავლეთ ნახევარს. მდინარეს სახელი ბიბლიური მარიამ მაგდალინელის პატივსაცემად ჰქვია. მისი ქვედაწელის უმეტესი ნაწილი გამოიყენება ნაოსნობისთვის, მდინარე მიედინება მდინარე მაგდალენას ხეობაში.
მდინარის აუზი მოიცავს 27.3 მილიონ ჰექტარს, რაც შეადგენს ქვეყნის ტერიტორიის 24%-ს და სადაც მოსახლეობის 66% ცხოვრობს, ასევე ამ ტერიტორიაზე იწარმოება კოლუმბიის მთლიანი შიდა პროდუქტის 86%.[3]
ბიოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მდინარე მაგდალენა კვეთს სხვადასხვა ტიპის ეკოსისტემებს, როგორებიცაა: პარამოსი მის სათავეებთან, მშრალი ტყეები მისი ხეობის ზედა ნაწილში, წვიმიანი ტყეები მისი დინების შუა ნაწილში და ჭაობნარს მის ქვედა წელში.[4] მის აუზში უხვად მინადრობს: კაიმანები, იგუანასებრნი, ვარხვისებრნი და ლოქოსებრნი, თუმცა გადაშენების პირას არიან: Prochilodus magdalenae, კროკოდილი და წითელ-ფეხება კუ.[5] ასევე დამატებით საფრთხეს ქმნის ბეჰემოთის ინვაზიური სახეობა, რომელიც თავიდან შემოიყვანა პაბლო ესკობარმა.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 Sistema de informacion Ambiental de Colombia - SIAC Spanish. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-25. ციტირების თარიღი: 2011-07-13.
- ↑ Polinizaciones: Las Abejas y las Garzas / The Bees and Storks. Polinizaciones.blogspot.com (jueves 7 de febrero de 2008). ციტირების თარიღი: 2008-11-06.
- ↑ NUESTRO RIO Spanish. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-27. ციტირების თარიღი: 2011-07-12.
- ↑ Magdalena Valley dry forests. ციტირების თარიღი: 2011-07-15.
- ↑ CUIDEMOS NUESTRO RÍO MAGDALENA Spanish (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-27. ციტირების თარიღი: 2011-07-15.