შინაარსზე გადასვლა

ბიკინის ატოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბიკინის ატოლი
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსი მსოფლიო მემკვიდრეობა
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები მარშალის კუნძულების დროშა მარშალის კუნძულები | ქვეყნის დროშა2 | name = მარშალის კუნძულების დროშა მარშალის კუნძულები | variant = | size =

}}
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები iv, vi
რეგიონი აზია და ოკეანეთი
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2010  (34-ე სესია)
ნომერი 1339
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1339
ინგლ. • რუს. • ფრ.

ბიკინის ატოლი (ინგლ. Bikini Atoll) — ატოლი წყნარ ოკეანეში, მიკრონეზიის კუნძულებში. შედის მარშალის კუნძულების რესპუბლიკის შემადგგენლობაში. 2010 წლიდან წარმოადგენს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტს.

ბიკინის ატოლის შემადგენლობაში, ყველაზე დიდი კუნულია ბიკინი, რომლის ჩრდილოეთით მდებარე პატარა, 4 კმ-ის სიგრძის კუნძულ აომენზე 1946—1958 წლებში ბირთვული იარაღის ოცზე მეტი ცდა ჩატარდა.

ატოლის სურათი კოსმოსიდან. ჩრდილო-დასავლეთ კონცხზე ჩანს კრატერი, რომელიც 1954 წლის 1 მარტს «კასტლ ბრავოს» ბირთვული ცდებისას ჩამოყალიბდა.

ატოლი მდებარეობს რალიკის ჯაჭვის ჩრდილოეთ ნაწილში, კუნძულ აილინგინაედან ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 75 კმ-ში. უახლოესი მატერიკი — ავსტრალია, მდებარეობს 3400 კმ-ში[1].

ატოლს აქვს არასწორი ფორმა, რომელიც გვაგონებს ოვალს. შედგება 23 მომცრო კუნძულისაგან, ანუ მოტუსაგან[2]. ბიკინის ხმელეთის ფართობი შეადგენს 6,01 კმ²-ს, ლაგუნის ფართობია — 594,14 კმ²[3]. ლაგუნის საშუალო სიღრმე შეადგენს 35—55 მეტრს[4].

ატოლი დაფარულია ატოლებისათვის დამახასიათებელი ხშირი მცენარეული საფარით, ძირითადად პიზონიით (ლათ. Pisonia).

ბიკინის ატოლზე კლიმატი ტროპიკულია. ხდება დამანგრეველი ციკლონები[1].

ოპერაცია „გზაჯვარედინი", 1946 წელი

მარშალელების მითოლოგიური წარმოდგენების თანახმად, ატოლი შექმნა ღმერთმა ლოვამ[5].

ბიკინი პირველად ევროპელებმა აღმოაჩინეს 1825 წელს. ეს გააკეთა რუსეთის იმპერიის კაპიტანმა ოტო კოცებუმ, რომელმაც მას რუსი მეცნიერის, იოჰან ეშოლცის პატივსაცემად «ეშოლცის ატოლი» უწოდა[6]. თუმცა ადგილობრივები ატოლს ყოველთბის ბიკინის ეძახდნენ. მარშალულ ენაზე „Pik“ ნიშნავს ტერიტორიას, ხოლო „Ni“ — ქოქოსის კაკალს. 1946 წელს ატოლს ოფიციალურად ეწოდა ბიკინი. შემდგომში ატოლის გვერდით ბევრმა სავაჭრო, ვეშაპდამჭერმა და მისიონერულმა გემმა გაცურა.

1860-იან წლებში მარშალის კუნძულებზე გამოჩნდნენ პირველი გერმანელი კოპრის ვაჭრები, ხოლო 1874 წელს ესპანეთმა ოფიციალურად გამოაცხადა თავისი პრეტენზიები არქიპელაგზე[7]. 1885 წლის 22 ოქტომბერს მარშალის კუნძულები ესპანეთმა მიყიდა გერმანიის იმპერიას, რომელიც არქიპელაგს მართავდა ჯალუითის კომპანიის მეშვეობით. ოფიციალურად გერმანიის პროტექტორატი კუნძულებზე დამყარდა 1886 წლის 13 სექტემბერს[7]. 1906 წლის 1 აპრილიდან არქიპელაგის ყველა კუნძული შევიდა გერმანიის ახალი გვინეის შემადგენლობაში, რომელსაც მართავდა კაროლინის კუნძულების საოლქო ოფიცერი. 1914 წელს მარშალის კუნძულები დაიპყრეს იაპონელებმა[7]. 1922 წელს კუნძულები გახდა ერთა ლიგის სამანდატო ტერიტორია იაპონიის მართვის ქვეშ. 1947 წლიდან არქიპელაგი გახდა წყნარი ოკეანის კუნძულების სამანდატო ტერიტორიის ნაწილი აშშ-ის მართვის ქვეშ[7]. 1979 წელს მარშალის კუნძულებმა მიიღო შეზღუდული ავტონომია, ხოლო 1986 წელს აშშ-სთან ხელი მოეწერა შეთანხმებას თავისუფალი ასოციაციის შესახებ, რომლის თანახმადაც აშშ-მა აღიარა მარშალის კუნძულების რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. იმ დღიდან ბიკინი — მარშალის კუნძულების რესპუბლიკის ნაწილია.

ბირთვული გამოცდები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთო ჯამში ატოლებზე ბიკინი და ენივეტოკი აშშ-მა 1946 წლიდან 1958 წლამდე პერიოდში მოახდინეს 67 ბირთვული გამოცდა[8].

1946 წლის მარტში აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებმა ბირთვული გამოცდების მომზადებასთან დაკავშირებით ევაკუაცია გაუკეთეს რონგერიკის ატოლის 167 მაცხოვრებელს. ორი წლის შემდეგ საკვების ნაკლებობის გამო ისინი ჯერ გადაასახლეს კვაჯალეინის ატოლზე, ხოლო შემდეგ კუნძულ კილიზე.[9]

1946 წლის ივლისში აშშ იყენებდა ატოლს ბირთვული იარაღის ორი გამოცდისათვის ოპერაცია „გზაჯვარედინი"ს ფარგლებში[8]. 1 ივლისს დიდი სიმძლავრის ბომბი ჩამოაგდეს ატოლის ლაგუნაში 73 მოძველებული ტიპის სამხედრო გემებზე; 25 ივლისს იქვე ჩატარდა ატომური მოწყობილობის წყალქვეშა აფეთქება[10].

1954 წლის 1 მარტს ატოლზე წყალბადის ბომბის («კასტლ ბრავო») გამოცდის დროს აფეთქებისაგან სერიოზულად დაშავდა შემთხვევით იქ მყოფი (170 კმ-ში) იაპონიის თევზსაჭერი გემის «ფუკურუ-მარუს» ეკიპაჟი.[8]

1968 წელს აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ატოლი უსაფრთხო იყო სიცოცხლისათვის და კუნძულელებს შეეძლოთ მასზე დაბრუნება. მათი ნაწილი დაბრუნდა 1970-იანი წლების განმავლობაში.[9]

ატოლის დაახლოებით 840 მოსახლე გარდაიცვალა კიბოს და სხვა დაავადებებისგან, რომელიც გამოწვეული იყო ამერიკული ბირთვული გამოცდებით[11]. ბიკინის დაახლოებით 7000 ყოფილმა მოსახლემ მოითხოვა, რომ ისინი მიეჩნიათ ამერიკული ბირთვული გამოცდების მსხვერპლად. მაგრამ ოფიციალურად ასეთებად მიიჩნიეს მხოლოდ 1865 ადამიანი, რომელთა დაახლოებით ნახევარი გარდაიცვალა[11]. დაზარალებულებს, რომელთაც აშშ უხდიდა კომპენსაციას საერთო თანხით 83 მილიონი დოლარი[12], გამოეკვეთათ 35 სხვადასხვა დაავადება.

2011 წელს ატოლის მოსახლეობის რაოდენობამ შეადგინა 9 ადამიანი[13] (1973 წელს — 75 ადამიანი, 1980 წელს — 0 ადამიანი, 1988 წელს — 10 ადამიანი, 1999 წელს — 13 ადამიანი)[14]. ბიკინი შეადგენს მარშალის კუნძულების 33 მუნიციპალიტეტიდან ერთ-ერთს[15]. ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატაში (მარშ. Nitijela) კუნძულს წარმოადგენს ერთი დეპუტატი[16].

საინტერესო ფაქტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ბიკინის ატოლზე ვითარდება მოვლენები იანუშ ვიშნევსკის რომანში ბიკინი.
  • ქალების საცურაო კოსტუმის სახელი ბიკინი წარმოიშვა ატოლ ბიკინის სახელიდან, უფრო ზუსტად — 1946 წელს იქ მიმდინარე ბირთვული გამოცდების შემდეგ.
  • ბიკინის ატოლზე ვითარდება მოვლენები ანიმაციური სერიალისა «ღრუბელი ბობი კვადრატული შარვალი»
  • 1946 წლის 22 დეკემბერს სამი ბირთვული გამოცდის შემდეგ გადაყირავდა და ჩაიძირა უკანასკნელი გერმანული მძიმე კრეისერი პრინცი ოიგენი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. მარშალის კუნძულები. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-19. ციტირების თარიღი: 2014-10-10.
  2. ↑ [ცხრილი 1.1. მარშალის კუნძულების გეოგრაფია. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-30. ციტირების თარიღი: 2014-10-10. ცხრილი 1.1. მარშალის კუნძულების გეოგრაფია. (ინგლისური)]
  3. ↑ ბიკინის ატოლი. (ინგლისური)
  4. ↑ oceandots.com. ბიკინის ატოლი. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-16. ციტირების თარიღი: 2014-10-10.
  5. ↑ Virginia Hamilton, Barry Moser. In the Beginning: Creation Stories from Around the World. — Harcourt Trade, 1988. — С. 105—106.
  6. ↑ უცხოური გემები მიკრონეზიაში. მარშალის კუნძულები. (ინგლისური)
  7. 1 2 3 4 World Statesmen.org. მარშალის კუნძულები. (ინგლისური)
  8. 1 2 3 U.S. Nuclear Testing Program in the Marshall Islands. (ინგლისური)
  9. 1 2 A Short History of the People of Bikini Atoll. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-25. ციტირების თარიღი: 2007-06-27.
  10. ↑ [Dive training. Bikini Atoll: A Nautical History Haven in the Marshall Islands. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-09. ციტირების თარიღი: 2014-10-10. Dive training. Bikini Atoll: A Nautical History Haven in the Marshall Islands. (ინგლისური)]
  11. 1 2 [Yokwe Online. NewsLinks Vigils and Protests World-wide Remember «BRAVO» Victims. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2014-10-10. Yokwe Online. NewsLinks Vigils and Protests World-wide Remember «BRAVO» Victims. (ინგლისური)]
  12. ↑ Nuclear Claim Tribunal of The Marshall Islands. (ინგლისური)
  13. ↑ City Population — Statistics & Maps of the Major Cities, Agglomerations & Administrative Divisions for all Countries of the World
  14. ↑ მარშალის კუნძულების სტატისტიკის ბიურო. მარშალის კუნძულების მოსახლეობა. (ინგლისური)
  15. ↑ Office of the President, Republic of the Marshall Islands.. The Nitijela (Parliament).. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 29 მაისი 2008.
  16. ↑ მარშალის კუნძულების კონსტიტუცია, თ. 4, § 2, პ. 1.