ბეჰემოთისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ბეჰემოთისებრნი
Early morning hippo (7281380756).jpg
ბეჰემოთი
Hippo in Tallinn Zoo - panoramio.jpg
ჯუჯა ბეჰემოთი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
ოჯახი:  ბეჰემოთისებრნი
ლათინური სახელი
Hippopotamidae (Gray, 1821)

ბეჰემოთისებრნი[1] (ლათ. Hippopotamidae) — მასიური, შიშველკანიანი და ნახევრად წყლის წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვრების ოჯახი. აქვთ სამგანყოფილებიანი კუჭი, ოთხი თითი თითოეულ ფეხზე. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფიზიოლოგიურად ღორებს ჰგვანან, მათი უახლოესი ცოცხალი ნათესავები ვეშაპისნაირები არიან.

არსებობს ბეჰემოთისებრთა ორი თანამედროვე გვარი ორ-ორი სახეობით; ჯუჯა ბეჰემოთი (Choeropsis liberiensis), რომელიც დასავლეთ აფრიკის ტყეებში ცხოვრობს, და ჩვეულებრივი ბეჰემოთი (Hippopotamus amphibius). ტერმინი ბეჰემოთი (ჰიპოპოტამი) შეიძლება გამოყენებულ იქნას ზოგადად ბეჰემოთისებრებზე, თუმცა ის ყველაზე ხშირად გამოიყენება ჩვეულებრივი ბეჰემოთისა და მისი შესაბამისი გვარის აღსანიშნავად.

მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეჰემოთები მსხვილი ძუძუმწოვრები არიან, აქვთ მოკლე და მსხვილი ფეხები, კასრის ფორმის სხეული, დიდი თავი, განიერი დინგი, მის ზედა მხარეს განლაგებული ნესტოები. ღორების მსგავსად, მათ აქვთ ოთხი თითი, მაგრამ ამ უკანასკნელთაგან განსხვავებით, ფეხის ყველა თითი გამოიყენება სიარულისთვის. ბეჰემოთები ჩლიქოსნებს მიეკუთვნებიან, თუმცა, სხვა მსგავსი ცხოველებისგან განსხვავებით, მათ არ აქვთ ჩლიქები. კუჭი სამგანყოფილებიანია, მაგრამ ისინი ნამდვილი მცოხნელები არ არიან.

თანამედროვე სახეობებს აქვთ გლუვი კანია, არ გააჩნიათ როგორც ცხიმოვანი, ისე საოფლე ჯირკვლები. გარე ეპიდერმისი შედარებით თხელია, ამიტომ მშრალ გარემოში სწრაფად უწყლოვანდებიან.[2]

ორივე, საჭრელი კბილები და ეშვები, მსხვილი და შუანის მსგავსია, თუმცა ეშვები ბევრად უფრო დიდია. შუანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იზრდება. ეშვებსუკანა კბილები დიდი და რთულია, შესაფერისია მათი კვების რაციონის შემადგენელი მცენარეების დასაღეჭად. საჭრელების რაოდენობა ერთიდაიგივე სახეობაშიც კი ცვალებადია.

ტაქსონომია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეჰემოთისებრთა მდებარეობა წყვილჩლიქოსანთა რიგში შეიძლება წარმოდგენილი იყოს შემდეგ კლადოგრამაში: [3][4][5][6][7]

წყვილჩლიქოსნები 

კორძფეხიანები (აქლემები და მათი ნათესავები)Cladogram of Cetacea within Artiodactyla (Camelus bactrianus).png

 Artiofabula 

  არამცოხნელები (ღორები და მათი ნათესავები)Recherches pour servir à l'histoire naturelle des mammifères (Pl. 80) (white background).jpg

 Cetruminantia 

 მცოხნელები Walia ibex illustration white background.png 

 Cetancodonta/Whippomorpha 

 ბეჰემოთისებრნი Voyage en Abyssinie Plate 2 (white background).jpg

 ვეშაპისნაირნიBowhead-Whale1 (16273933365).jpg

სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აქ მოცემული სისტემატიკა და ტაქსონომია ძირითადად მიჰყვება „Boisserie (2005)“-ს და ამერიკის მამოლოლოგთა საზოგადოების შრომებს.[8][9]

თანამედროვე და ახლო წარსულში ამომწყდარი სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გვარი Choeropsis – ჯუჯა ბეჰემოთები
    • Choeropsis liberiensis – ჯუჯა ბეჰემოთი (დასავლეთ აფრიკა)

ნამარხი სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გვარი Hippopotamus – ნამდვილი ბეჰემოთები
  • წინასწარ მოთავსებულები Hippopotamus-ის გვარში:
    • Hippopotamus aethiopicus – კენია და ეთიოპია; პლიოცენი – პლეისტოცენი
    • Hippopotamus afarensis – ადრე Trilobophorus-ის გვარში შედიოდა
    • Hippopotamus behemothისრაელი, ადრეული პლეისტოცენი
    • Hippopotamus kaisensis – ცენტრალური აფრიკა; პლიოცენი
    • Hippopotamus sirensisმაროკო და ალჟირი; პლეისტოცენი
  • გვარი Hexaprotodon – ჰექსაპროტოდონები ან აზიური ჰიპოპოტამები
    • Hexaprotodon brunetiეთიოპია; პლიოცენი
    • Hexaprotodon coryndoni – ეთიოპია; პლიოცენი
    • Hexaprotodon crusafontiესპანეთი; გვიანი მიოცენი (სინ. Hexaprotodon primaevus)
    • Hexaprotodon hipponensisალჟირი
    • Hexaprotodon imagunculusუგანდა და კონგო ; პლიოცენი
    • Hexaprotodon iravaticusმიანმარი; პლიოცენი – პლეისტოცენი
    • Hexaprotodon karumensis – კენია და ერითრეა; პლეისტოცენი
    • Hexaprotodon namadicusინდოეთი; (შესაძლოა იგივეა რაც Hex. palaeindicus)
    • Hexaprotodon palaeindicus – ინდოეთი;
    • Hexaprotodon pantanelliiიტალია; პლიოცენი
    • Hexaprotodon protamphibius – კენია და ჩადი; პლიოცენი
    • Hexaprotodon siculus
    • Hexaprotodon sivajavanicus – ინდონეზია
    • Hexaprotodon sivalensis – ინდოეთი
    • Hexaprotodon sp. (აღუწერელია) – მიანმარი
  • გვარი Archaeopotamus – ადრე შედიოდა Hexaprotodon-ში
  • ერთი ან ორი აღუწერელი სახეობა
  • გვარი Saotherium – ადრე შედიოდა Hexaprotodon-ში
    • Saotherium mingozჩადი; პლიოცენი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბეჰემოთისებრნი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 352.
  2. Laws, Richard (1984). რედ. Macdonald, D.: The Encyclopedia of Mammals. New York: Facts on File, გვ. 506–511. ISBN 0-87196-871-1. 
  3. Beck, N.R. (2006). „A higher-level MRP supertree of placental mammals“. BMC Evol Biol. 6: 93. doi:10.1186/1471-2148-6-93. PMC 1654192. PMID 17101039.
  4. O'Leary, M.A.; Bloch, J.I.; Flynn, J.J.; Gaudin, T.J.; Giallombardo, A.; Giannini, N.P.; Goldberg, S.L.; Kraatz, B.P.; Luo, Z.-X.; Meng, J.; Ni, X.; Novacek, M.J.; Perini, F.A.; Randall, Z.S.; Rougier, G.W.; Sargis, E.J.; Silcox, M.T.; Simmons, N.B.; Spaulding, M.; Velazco, P.M.; Weksler, M.; Wible, J.R.; Cirranello, A.L. (2013). „The Placental Mammal Ancestor and the Post-K-Pg Radiation of Placentals“. Science. 339 (6120): 662–667. Bibcode:2013Sci...339..662O. doi:10.1126/science.1229237. hdl:11336/7302. PMID 23393258. S2CID 206544776.
  5. Song, S.; Liu, L.; Edwards, S.V.; Wu, S. (2012). „Resolving conflict in eutherian mammal phylogeny using phylogenomics and the multispecies coalescent model“. Proceedings of the National Academy of Sciences. 109 (37): 14942–14947. Bibcode:2012PNAS..10914942S. doi:10.1073/pnas.1211733109. PMC 3443116. PMID 22930817.
  6. dos Reis, M.; Inoue, J.; Hasegawa, M.; Asher, R.J.; Donoghue, P.C.J.; Yang, Z. (2012). „Phylogenomic datasets provide both precision and accuracy in estimating the timescale of placental mammal phylogeny“. Proceedings of the Royal Society B: Biological Sciences. 279 (1742): 3491–3500. doi:10.1098/rspb.2012.0683. PMC 3396900. PMID 22628470.
  7. Upham, N.S.; Esselstyn, J.A.; Jetz, W. (2019). „Inferring the mammal tree: Species-level sets of phylogenies for questions in ecology, evolution, and conservation“. PLOS Biology. 17 (12): e3000494. doi:10.1371/journal.pbio.3000494. PMC 6892540. PMID 31800571.
  8. Boisserie identified the species Hippopotamus minor as Phanourios minutus, but this genus is not widely recognized.
  9. Mammal Diversity Database (2021-08-10), Mammal Diversity Database, , https://zenodo.org/record/5175993. წაკითხვის თარიღი: 2021-08-28