კონგოს ღრმული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კონგოს ღრმული — 300—500 მეტრი სიმაღლის მქონე მოსწორებული ღრმული (დიამეტრი დაახლოებით 1000 კმ) ცენტრალური აფრიკაში. გარშემორტყმულია საფეხურიანი პლატოებით და ზეგნებით; შეესაბამება აფრიკის ფილაქნის სინეკლიზას. მისი ნიადაგი დრენირებულია მდინარე კონგოს მიერ.

მცენარეულობა: ხშირი ნოტიო მარადმწვანე და მარადმწვანე-ფოთლოვანი ტროპიკული ტყეების მთლიანი საფარი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე კონგოს აუზი.

ფართობი შეადგენს დაახლოებით 1 მილიონ კმ²-ს; მისი სიგრძე ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე და დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე შეადგენს დაახლოებით 1000 კმ-ს. მთავარი მდინარეა — კონგო (ლუალაბა), რომელსაც აქვს მრავალრიცხოვანი შენაკადები — ლომამი, ჩუაპა, უბანგი, კასაი (კვა).[1] ღრმულის ტერიტორიაზე ასევე არსებობს ბევრი ტბა და ჭაობი.

გეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტრუქტურული თვალსაზრისით კონგოს ღრმული შეესაბამება აფრიკის ფილაქნის სინეკლიზას, რომელიც ჩამოყალიბდა პრეკამბრიულ პერიოდში. ფილაქნის ფარისებული ფუნდამენტის მიწისქვეშა (500—1000 მეტრზე მეტ სიღრმეზე) შვერილი ყოფს სინეკლიზას ორ ღრმულად — ჩრდილოეთის და სამხრეთის, რომლის ცენტრალურ ნაწილში ფუნდამენტი ღრმავდება 3000 მეტრზე მეტ სიღრმეზე. სინეკლიზა აგებულია პროტეროზოური, პალეოზოური და მეზოზოური პერიოდების დანალექი ქანების ძლიერი ფენებით, რომლის ზედაპირი დაფარულია შედარებით უფრო სუსტი ფხვიერი კაინოზოური პერიოდის დანალექი ქანებით.

რელიეფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონგოს ღრმული ხასიათდება სართულოვანი აგებულებით. ყველაზე უფრო დაბალი (300—400 მეტრი) და ახალგაზრდა (ჰოლოცენის) სართულს ქმნიან მრავალრიცხოვანი მდინარეების ფართე, ყველაზე უფრო დაჭაობებული ჭალისებური ხეობები, რომლებიც ჩაედინებიან ღრმულის ცენტრალურ ნაწილში ერთიან ბრტყელ, პერიოდულად წყლით დაფარულ ალუვიურ ვაკეში. უფრო მაღლა აღინიშნება ზეგნის კიდეებიდან ამოწეული ანთროპოგენური ტერასების და პლიოცენ-მეოთხეული სისტემის ტერასისებური პლატოს რამდენიმე დონე ჩრდილოეთით და დასავლეთით 500 მეტრზე მეტი და სამხრეთით და აღმოსავლეთით 1000 მეტრზე მეტი სიმაღლით.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თვის საშუალო ტემპერატურაა 23-25°-დან 26-21°С-მდე, ნალექების წლიური ჯამი 1500—2000 მმ და მეტი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Les plans d'eau de la RDCongo. Congoforum par Joseph M. Kyalangilwa - President du Great Lakes Forum International (Suisse) (15 აგვისტო 2009). წაკითხვის თარიღი: 21 აპრილი 2012.