ბაქოს პორტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ბაქოს პორტი

ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტი — აზერბაიჯანის საზღვაო სავაჭრო პორტი ბაქოში. კასპიის ზღვის უმსხვილესი პორტი. პორტი მდებარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნების კვეთაზე. საპორტო ტერმინალების გავლით სავაჭრო კავშირები გააჩნია კასპიის ზღვის ძირითად პორტებთან, ხოლო ვოლგა-დონისა და ვოლგა-ბალტიის არხებით, შავი ზღვის, ხმელთაშუაზღვის, ბალტიის ზღვის, ჩრდილოეთის ზღვისა და ატლანტის ოკეანის პორტებთან. 2015 წლის განმავლობაში, ბაქოს საერთაშორისო პორტმა 3.1 მილიონი ტონა ტვირთი გადაიტანა[1].

2015 წლის 18 მარტს პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განკარგულებით ბაქოს პორტი დახურულ სააქციო საზოგადოებად გადაკეთდა[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კასპიის ნაოსნობა ცნობილია შუასაუკუნეების ადრეული პერიოდიდან, მაგრამ სრულფასოვანმა სავაჭრო ნაოსნობამ დაიწყო განვითარება IX  საუკუნიდან, შირვანშაჰების სახელმწიფოს შექმნიდან. ამავე პერიოდს უკავშირდება შირვანშაჰების სავაჭრო ფლოტის მშენებლობა და ბაქოს საზღვაო პორტის მშენებლობა.

XVIII საუკუნეში, არდებილში მოგზაურობისას ინდური ქარავანი ბაქოს პორტში გადიოდა და ექსპორტირებას ახდენდნენ ისეთი პროდუქცის, როგორიცაა აბრეშუმი, ნავთობი, თევზი, ბეწვეული, სპილენძი, ცხენები, ბუნებრივი საღებავები, ხიზილალები და ტყავის ნაწარმი.

1854 წლის 17 სექტემბერს რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ I- მა გამოსცა ბრძანება ბაქოს პორტი გარდაექმნათ სამხედრო-საზღვაო პორტად[3].

ბაქოს პორტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო XIX საუკუნის 70-80-იან წლებში, როდესაც აზერბაიჯანის ნავთობის მოპოვების ზრდისა და განვითარების შედეგად, ნავთობტვირთებმა საზღვაო ტრანსპორტირება დაიწყო.

რუსეთის იმპერიის დროს თანამედროვე პორტის მშენებლობა დასრულდა და 1902 წელს პორტმა ფუნქციონირება დაიწყო.

1923-1924 წლებში საბჭოთა კავშირის სატვირთო გადაზიდვების საერთო მოცულობის 27,3% ბაქოს პორტის წილზე მოდიოდა.

მეორე მსოფლიო ომის წლებში პორტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ფრონტზე ტვირთების გაგზავნის მხრივ. მაგრამ ომის შემდეგ პორტის აღდგენა საჭიროებდა რეკონსტრუქციას, რასაც დიდი დრო მოუნდა. 1963 წელს ბაქოს პორტში ახალი საბორნე ტერმინალი ამოქმედდა. მოგვიანებით, დაიწყო მგზავრთა გადაყვანისთვის ახალი ნავმისადგომების მშენებლობა, რომელიც 1972 წელს დასრულდა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1998 წელს ბაქოში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „ისტორიული აბრეშუმის გზა“, რომლის მიზანი იყო ძველი სავაჭრო მარშრუტის განახლება[3].

პორტის ინფრასტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაქოს პორტი

ბაქოს პორტში შედის: მთავარი სატვირთო ტერმინალი, კონტეინერის ტერმინალი, ნავთობ ტერმინალი დუბანდი, საბორნე ტერმინალი, სამგზავრო ტერმინალი.

პორტს შეუძლია წელიწადში 10 მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვა და 9-10 მილიონი ტონა საერთო ტვირთის დამუშავება.

მთავარი სატვირთო ტერმინალი მდებარეობს ბაქოს ცენტრში, შედგება 6 ნავმისადგომისგან, რომელთა საერთო სიგრძე 866 მ.  სიღრმე 7 მ-ია. ნავმისადგომები აღჭურვილია ძლიერი პორტალური ამწეებით. საკონტეინერო ტერმინალს წელიწადში 15 ათასი კონტეინერის მიიღება შეუძლია, მათ შორის, 40 - ფუტიანებისაც[4].

საბორნე ტერმინალი ემსახურება  მიმართულებებს ბაქო - თურქმენბაშის - ბაქო, ბაქო-აქტაი-ბაქო, ბაქო - ირანი - ბაქოს პორტები. ბაქოს ახალი ალიატის პორტის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს 13 საბორნე ტერმინალი[5].

ბაქოს პორტის ვაჭრობის 35% დუბანდის ნავთობისა და გაზის ტერმინალით ხორციელდება. ტერმინალს 2 ნავმისადგომია აქვს და აფშერონის ნახევარკუნძულზე უდიდესად ითვლება[6].

სამგზავრო ტერმინალი შედგება 3 ნავმისადგომისგან, რომლის სიგრძეა 340 მეტრი და განკუთვნილია კასპიის ქვეყნების სამგზავრო გემების მიღებისთვის.

პორტის ფლოტი შედგება 20 გემისგან.

ალიათის ახალი პორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალიათის ახალი პორტი ბაქოდან 70 კმ-ის დაშორებით, ტრასეკას და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის გადაკვეთაზე მდებარეობს და დასავლეთით (თურქეთი და ევროკავშირი), სამხრეთითა (ირანი და ინდოეთი) და ჩრდილოეთით (რუსეთი) დამაკავშირებელი სატრანსპორტო კვანძის ნაწილია[7].

სამი საერთაშორისო სარკინიგზო ხაზი, ხორციელდება ალიათის პორტის გავლით:

  • ჩრდილო-დასავლეთის ხაზი ბაქოს გავლით რუსეთში;
  • დასავლეთის ხაზი - საქართველოს გავლით შავი ზღვის სანაპიროებზე და თურქეთში;
  • სამხრეთ ხაზი - სამხრეთით და ირანის საზღვრებთან.

2007 წელს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას საზღვაო კომერციული პორტის ახალი კომპლექსის მშენებლობისთვის. 2010 წლის 3 ნოემბერს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ახალ პორტს საფუძველი ჩაუყარა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მონაწილეობით 2014 წლის 22 სექტემბერს სოფელ ალიათში ახალი პორტის კომპლექსი გაიხსნა[3].

ახალი პორტი, რომელიც დედაქალაქიდან 65 კმ-ის მანძილზე მდებარეობს, 400 ჰექტარის ფართობს იკავებდა და ამჟამად შეუძლია მიიღოს 10 მილიონი ტონა ტვირთი და 40 ათასი კონტეინერი, შემდეგ ეტაპზე პორტი შეძლებს 17 მილიონ ტონა ტვირთისა და 150 ათას კონტეინერის მიღებას, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ შეძლებს 25 მილიონი ტონა ტვირთისა და 1 მილიონი კონტეინერების მიღებას წელიწადში[8]. ეს აყალიბებს მას მნიშვნელოვან რგოლად რეგიონში და შეცვლის სატრანსპორტო სქემას.

ბაქოს ცენტრში მდებარე ძველი პორტის ადგილმდებარეობის გამო და დედაქალაქში გზების დატვირთულობის გამო, პორტიდან ტვირთის გადაზიდვა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ხდებოდა. სოფელ ალიათში ახალი საერთაშორისო ნავსადგურის მშენებლობის შემდეგ, ეს საკითხი მოგვარდება, რადგან ის იქნება განლაგებული საქართველოსკენ მიმავალ გზაზე[9]. ალიათის პორტი მდებარეობს ორი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფნის გზაჯვარედინზე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, ყაზახეთიდან ევროპამდე და ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე რუსეთიდან ირანში[10].

2016 წლის 17 მარტს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნის თაობაზე, რომელიც იქნებოდა თავისუფალი ვაჭრობის ზონის  ტიპის, ალიათის სოფელ გარადაღის რაიონში, მათ შორის ახალი ბაქოს საერთაშორისო საზღვაო პორტის ტერიტორიაზე[11].

2018 წლის 9 იანვარს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის კომპლექსში RO-RO ტერმინალი გაიხსნა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო გახსნაში და გაეცნო კომპლექსში შესრულებულ სამუშაოებს[12].

2018 წლის 14 მაისს გაიხსნა ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის ახალი კომპლექსი, სადაც პრეზიდენტმა მიიღო მონაწილეობა და გაეცნო პირობებს. აქ აშენებულია პორტის საოპერაციო შენობა, სატვირთო საწყობები და ნაკვეთები, საზღვრის გადაკვეთისა და საბაჟო პუნქტი და სხვა შენობები. პორტი იღებს ელექტროენერგიას ორი წყაროდან - ალიათის ელექტრო ქვესადგურიდან და სანგაჩალის მოდულური ელექტროსადგურიდან. ახალი პორტის კომპლექსის გენერალური გეგმა და დიზაინი ჰოლანდიურ კომპანიას Royal Haskoning- ს ეკუთვნის; სამშენებლო სამუშაოები განახორციელა ადგილობრივმა კომპანიამ Evrascon-მა[13].

მწვანე პორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაქოს ახალი პორტი ალიატში მწვანე ნავსადგურის სტატუსის მოპოვებას ცდილობს და, შესაბამისად, ამტკიცებს პროგრამებს ნარჩენების შემცირების მიზნით, მასალების ხელმეორედ გამოყენების მიზნით, ეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის მინიმუმამდე შემცირების მიზნით.

პორტის ჩრდილო-დასავლეთით, სანაპიროზე იგეგმება სპეციალური მწვანე ზონების შექმნა, რომელიც მიზნად ისახავს ნიადაგის გამდიდრებასა და ადგილობრივი მიკროკლიმატის მოდერაციას.

პროგრამა მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს: გარემოსდაცვითი დაგეგმვა და სტრატეგია, დაბალი ნახშირბადის საქმიანობის ხელშეწყობა, ეროვნული ეკოლოგიის პოლიტიკა და რეპლიკაცია[14].

თავისუფალი ვაჭრობის ზონა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის 17 მარტს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნის თაობაზე, რომელიც იქნებოდა თავისუფალი ვაჭრობის ზონის  ტიპის, ალიათის სოფელ გარადაღის რაიონში, მათ შორის ახალი ბაქოს საერთაშორისო საზღვაო პორტის ტერიტორიაზე[4]. 2016 წლის 7 სექტემბერს ბაქოს პორტმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას DP World- თან, რათა უზრუნველყოს საკონსულტაციო მომსახურება თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნისთვის[15].

თავისუფალი სავაჭრო ზონა მდებარეობს 100 ჰექტარზე. მისი მიზანია ბაქოს პორტის ცენტრალური ევრაზიის მთავარ ლოჯისტიკურ ცენტრად გადაქცევა. თავისუფალი სავაჭრო სივრცე მოიცავს რამდენიმე კომპონენტს, როგორიცაა სატვირთო მანქანების პარკინგი, საერთაშორისო და ადგილობრივი ლოგისტიკური ცენტრები და სხვა[16].

საერთაშორისო თანამშრომლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის ივლისში გაფორმდა მემორანდუმი ანტვერპენის პორტთან, რომელიც ოქტომბერში შეისვო შეთანხმებებით[17].

24-25 მაისი 2016 წელს დახურული სააქციო საზოგადოების (დსს) ფარგლებში ევროკავშირის TAIEX- ის პროგრამის სემინარი გაიმართა, რომლის მიზანი იყო, რომ შეისწავლოს გამოცდილება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საპორტო ოპერაციების მართვის სფეროში. სემინარის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები შემდეგ თემებზე: „ზღვის პორტები და მათი ფუნქცია 21-ე საუკუნეში“, „საზღვაო პორტების როლი  საერთაშორისო ვაჭრობასა და ტრანსპორტში“, „პორტების ფორმირება კონკურენტუნარიან საწარმოდ“, „ლიდერობა და ინოვაცია საშუალო და პატარა პორტებში“, „პორტისა და მენეჯმენტის სტრუქტურის ალტერნატიული ხელმძღვანელობა“. ტრენინგები ჩატარდა იტალიიდან, ნიდერლანდებიდან, რუმინეთიდან, ბელგიიდან მოწვეული სპეციალისტების მიერ[18].

2016 წლის 8 დეკემბერს, დსს-მ ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, კერძო სექტორის განვითარების ისლამურ კორპორაციასთან[19].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Port of Baku - ოფიციალური ვებ-გვერდი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. PortofBaku
  2. Как развивается сотрудничество морских портов Баку и Актау
  3. 3.0 3.1 3.2 PortofBaku - History
  4. 4.0 4.1 PortofBaku - Main Cargo Terminal
  5. PortofBaku- Ferry Terminal
  6. PortofBaku - Oil Terminal
  7. PortofBaku - The New Port in Alat
  8. Бакинский порт в Аляте: место, где пересекаются пути
  9. Новый портовый комплекс Аляты (Азербайджан) планируется построить к концу 2014 – началу 2015 года
  10. Forbes посвятил сюжет современному азербайджанскому порту Аляты (ВИДЕО) - trend.az
  11. Новый Бакинский Порт посетили члены парламентского комитета по экономической политике, промышленности и предпринимательству - Port of Baku
  12. Президент принял участие в открытии Ро-Ро терминала в Бакинском международном морском торговом порту დაარქივებული 2018-06-30 საიტზე Wayback Machine. - apa.az
  13. Ильхам Алиев принял участие в открытии комплекса Бакинского международного морского торгового порта - აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი
  14. PortofBaku - Green Port
  15. Распоряжение Президента Азербайджанской Республики о награждении Б.А.Сафарова орденом «Шохрат» - აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი
  16. PortofBaku - Зона Свободной Торговли (ЗСТ)
  17. Новый этап в сотрудничестве между ЗАО «Бакинский международный морской торговый порт» Портом Антверпена.
  18. Бакинский Порт расширяет сотрудничество с Европейским Союзом
  19. Бакинский Порт подписал Меморандум о Взаимопонимании с Исламской Корпорацией по развитию частного сектора.