შინაარსზე გადასვლა

ბანგლადეშის პოლიტიკური სისტემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პარლამენტის შენობა ბანგლადეშში
უზენაესი სასამართლო

ბანგლადეშის პოლიტიკური სისტემაბანგლადეში წარმოადგენს უნიტარულ სახელმწიფოს. იგი საპარლამენტო რესპუბლიკაა. 18 წელს მიღწეულ ბანგლადეშის ყველა მოქალაქეს აქვს პარლამენტის პირდაპირ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ბანგლადეშის პარლამენტი ერთპალატიანია. მას ბენგალურ ენაზე ჰქვია „ჯატია სანგსადი“. პარლამენტის შენობა ცნობილია სახელწოდებით - „ჯატია სანგსად ბჰაბანი“. მისი პროექტის ავტორია ამერიკელი არქიტექტორი ლუის ისიდორ კანი. პარლამენტის არჩვენები იმართება 5 წელიწადში ერთხელ. პარლამენტი 345-ადგილიანია. აქედან, 45 ადგილი სპეციალურად არის დაჯავშნული ქალი-დეპუტატებისათვის, რომელთა არჩევნები ტარდება ერთმანდატიანი ოლქების მიხედვით.

მთავრობის მეთაურია პრემიერ-მინისტრი. ის აყალიბებს სამთავრობო კაბინეტს და ახორციელებს სახელმწიფოს მართვას. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად არის დანიშნული პრეზიდენტის მიერ, ის აუცილებლად უნდა წარმოადგენდეს პარლამენტის უმრავლესობას.

პრეზიდენტის პოსტს. უფრო ცერემონიული ხასიათი აქვს. მას ირჩევს ქვეყნის პარლამენტი. პრეზიდენტის უფლებები მნიშვნელოვნად იზრდება გარდამავალი მთავრობის ფორმირების მომენტისათვის. ამ პერიოდში პრეზიდენტი პასუხისმგებელია არჩევნების ჩატარებასა და ხელისუფლების გადაბარებაზე. გარდამავალი მტავრობის ოფიცრები აუცილებლად უპარტიო უნდა იყოს და შესაბამის თანამდებობაზე ინიშნებიან მხოლოდ მოვალეობის შესასრულებლად სამი თვის ვადით. ხელისუფლების გადაცემის ასეთი მეთოდი მსოფლიოში პირველად მიიღეს ბანგლადეშში 1991 წ. არჩევნების მსვლელობისას და გამყარებულია 1996 წლის 13 შესწორებით.

ბანგლადეშის კონსტიტუცია პირვანდელი სახით მიღებული იქნა 1972 წელს და ამ მომენტისათვის მასში შეტანილია 14 შესწორება. ქვეყანის უმაღლესი სასამართლო ორგანოა უზენაესი სასამართლო, რომლის მოსამართლეები ინიშნებიან პრეზიდენტის მიერ. სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოების სუსტია. სასამართლოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების გაყოფა დასრულდა 2007 წლის 1 ოქტომბერს. მოსალოდნელი იყო, რომ გაყოფის შედეგად სასამართლო ხელისუფლება შეიძლება გახდეს ძლიერი და მიუკერძოებელი. სამართლებრივი სისტემა ძირითადად ეფუძნება ინგლისურ პრეცედენტული სამართალს, გარდა იმ კანონებისა, რომლებიც ეხება ოჯახს, ქორწინებას და მემკვიდრეობას. ეს უკანასკნელი შეესაბამება მოსახელობის სხვადასხვა ჯგუფების რელიგიური ტრადიციებს.

ბანგლადეშის ძირითადი პარტიებია ”ლიგა ავამი” და ბანგლადეშის ნაციონალური პარტია. ნაციონალური პარტიის ლიდერია ხალედა ზია და მისი მთავარი პოლიტიკური პარტნიორებია სხვადასხვა ტიპის ისლამური პარტიები - „ჯამაათ - ისლამია ბანგლადეში“ და „ისლამი ოიკია ჯოტი“.

პოლიტიკური პარტია „ლიგა ავამის“ ლიდერია შეიხ ჰასინა. მისი პოლიტიკური მოკავშირეებია მემარცხენე და ანტიკლერიკალური პარტიები.

შეიხ ჰასინა და ხალედა ზია ერთმანეთის დაუძინებელი მტრებია და უკვე 10-წლეულებია დომინირებენ პოლიტიკურ არენაზე. ამ ორი პარტიის დაპირისპირება იმდენად ძლიერია, რომ მათი აქტივობა გამოიხატა მძლავრ პროტესტში, ძალადობასა და მკვლელობაში. მნიშვნელოვნად მაღალია ახალგაზრდების პოლიტიკური აქტიურობა, რომელიც სათავეს იღებს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პერიოდიდან. პრაქტიკულად ყველა პარტიას გააჩნია თავისი ახალგაზრდული მოძრაობის ფრტა, რომელთა ლიდერებს პარლამენტში დეპუტატად კი ირჩევენ.

პოლიტიკურ ველზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა პარტია „ჯატია“, რომლის ლიდერია ყოფილი სამხედრო დიქტატორი ჰუსეინ მოჰამად ერშადი

არსებობს ორი რადიკალურ-ტერორისტული ორგანიზაცია: „ჯაგრატა მუსლიმ ჯანატა ბანგლადეში“ და „ჯამაათულ-მუჯაჰედინ ბანგლადეში“. ეს ორგანიზაციები ქვეყნის ტერიტორიაზე აკრძალულია 2005 წლის თებერვლიდან. 1999 წლიდან ქვეყანაში ადგილი ჰქონდა ტერორისტულ აქტებს. შედეგად, დაკავებულ ინა ორგანიზაციების ეჭვმიტანილი ლიდერები და წევრები 2006 წელს. ხელმძღვანელებს გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი და მოიყვანეს აღსრულებაში. ბანგლადეშის ხელისუფლების ანტიტერორისტულმა ოპერაციებმა დადებითი გამოძახილი ჰპოვა სხვა სახელმწიფოთა ხელმძღვანელებში.

2007 წლის 11 იანვარს საგანგებო განკარგულებით მომზადდა ახალი საარჩევნო სია, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის. ქვეყნის გარდამავალ მთავრობას, რომელსაც მეთაურობდა ფაჰრუდინ აჰმადი, მხარს უჭერდა სამხედრო წრეები. განკარგულებამ 20078 წლის 22 იანვარს შეაჩერა არჩევნები. კორუფციის ინდექსის მიხედვით, ბანგლადეში იყო 147-ე ადგილზე. მომზადდა ახალი სიები, საერთაშორისო გამჭვირვალობით ჩატარდა არჩევნები და დიდმა ალიანსმა „ლიგა ავამის“ მეთაურობით დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 2008 წლის 29 დეკემბრის არჩევნებში და პარლამენტის 300 ადგილიდან 230 ხვდა წილად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]