ბაიყუში
იერსახე
ბაიყუში | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Asio flammeus | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22689531 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
ბაიყუში, ჭაობის ბუ (ლათ. Asio flammeus) — ფრინველთა ბუსნაირთა (Strigiformes) რიგისა. მისი სხეულის სიგრძეა 35-42 სმ. გვხვდება ევრაზიაში, ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ აფრიკაში, მადაგასკარზე, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული, მაგრამ მცირერიცხოვანია. ადგილობრივ პოპულაციას მიმოფრენის პერიოდში (გაზაფხული, შემოდგომა) უერთდებიან უფრო ჩრდილოეთით მობუდარი ინდივიდები. ბინადრობს ჭაობებში, ჭალებში, მდინარეთა ნაპირებზე და სხვა. ბუდეს იკეთებს მიწაზე. დედალი აპრილში დებს 3-5 (10-მდე) კვერცხს, რომელთა ინკუბაცია გრძელდება 1 თვემდე. იკვებება მღრღნელებითა და სხვა წვრილი ხერხემლიანებით, მწერებით. სასარგებლო ფრინველია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟორდანია რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 337.