ბაიაზიდი (აჰმედ I-ის ვაჟი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შეჰზადე ბაიაზიდი
მშობ. სახელი Şehzade Bayezid
დაბ. თარიღი 1612
სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი 27 ივლისი, 1635
სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. მიზეზი სიკვდილით დასჯა
დაკრძალულია სულთან აჰმედის მეჩეთი
რელიგია ისლამი
მშობლები მამა: აჰმედ I
დედა: მაჰფირუზ ჰატიჯე სულთანი

შეჰზადე ბაიაზიდი (თურქ. Şehzade Bayezid; დ. 1 დეკემბერი, 1612, სტამბოლი — გ. 27 ივლისი, 1635,იქვე) — აჰმედ I-ისა და მაჰფირუზ ჰატიჯე სულთნის შვილი. ოსმალეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრე 1623-1635 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაიაზიდი დაიბადა 1612 წელს, თოფქაფის სასახლეში,სტამბოლში, სულთან აჰმედისა და მაჰფირუზ ჰატიჯე სულთნის ოჯახში. 1617 წელს მამა გარდაეცვალა და სულთნის ტახტზე მისი უნარშეზღუდული ბიძა, მუსტაფა I ავიდა. ბაიაზიდი თავის ძმებთან ერთად გამოკეტილი იყო თოფქაფის სასახლის ჰარამხანაში. მუსტაფა 3 თვეში ჩამოაგდეს და 1618 წელს ტახტზე ბაიაზიდის უფროსი ძმა, ოსმან II ავიდა, თუმცა ოსმანიც მალევე გადააყენეს და მოკლეს, 1622 წლის მაისში. სულთნის ტახტი კი ისევ შეშლილ მუსტაფას ერგო. მისი მეორე მმართველობა წელიწადსა და 4 თვემდე გაგრძელდა. 1623 წელს ქიოსემ სულთნის მომხრე იანიჩრებმა მეორედ ჩამოაგდეს მუსტაფა და მის მაგივრად მისი ძმისშვილი და ბაიაზიდის უფროსი ძმა, მურად IV აიყვანეს. ბაიაზიდი, როგორც უფროსი უფლისწული ტახტის მემკვიდრედ დასახელდა. მას მურადთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ის სარგებლობდა ძმის ნდობით და ხშირად იღებდა მისგან სასახლიდან გასვლის უფლებას. 1633 მონაწილეობა მიიღო ირან-ოსმალეთის ომში.1634 წელს, სულთნის ლაშქრობაში ყოფნის დროს, ტახტის მცველადაც კი იყო დანიშნული სტამბოლში. თუმცა მურად IV-მ თავისი ეჭვებისა და ტახტის დაკარგვის შიშის გამო მისი ძმების თავიდან მოშორება გადაწყვიტა. 1635 წელს ერევნის დასალაშქრად მიმავალმა სულთანმა ბაიაზიდისა და მისი ძმის, შეჰზადე სულეიმანის სიკვდილით დასჯა განიზრახა. 27 ივლისს ბრძანება აღსრულდა. შეჰზადე ბაიაზიდი თავის ძმასთან ერთად დაკრძალეს მამამისის სახელობის ცისფერი მეჩეთის მავზოლეუმში.

პოპულარულ კულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წელს დაწყებულ თურქულ ისტორიულ სერიალში დიდებული საუკუნე: ქიოსემი შეჰზადე ბაიაზიდის როლს ასრულებს ბერქ ფამირი (როგორც პატარა ბაიაზიდი) და იღით უჩანი (როგორც ზრდასრული ბაიაზიდი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Peirce, Leslie P. (1993). The Imperial Harem: Women and Sovereignty in the Ottoman Empire. Oxford University Press. ISBN 0195086775, 9780195086775.