ბაბასე
მშობ. სახელი: ინგლ. Babase Island | |
---|---|
კუნძული ბაბასე (ჩრდილო-აღმოსავლეთით) | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 4°02′00″ ს. გ. 153°43′00″ ა. გ. / 4.03333° ს. გ. 153.71667° ა. გ. |
ფართობი | 23 კმ² |
რეგიონი | აილენდსი |
პროვინცია | ახალი ირლანდია |
ბაბასე (ინგლ. Babase Island) — ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე კუნძული ფენის კუნძულებში, წყნარ ოკეანეში. მდებარეობს ბისმარკის არქიპელაგში მდებარე კუნძულ ახალი ირლანდიის ჩრდილოეთით და ფენის კუნძულების შემადგენლობაში მყოფი კუნძულ ამბაიტლიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით. ფართობი შეადგენს — 23 კმ²-ს. შედის პაპუა-ახალი გვინეის შემადგენლობაში. ადმინისტრაციულად ეკუთვნის რეგიონ აილენდსის პროვინცია ახალ ირლანდიას.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბაბასეს კუნძული წარმოადგენს დიდ კუნძულს ფართობით 23 კმ², სამხრეთ-დასავლეთით მდებარე უახლოეს კუნძულ ამბაიტლიდან გამოყოფილია ვიწრო სრუტით, რომლის სიგანე შეადგენს დაახლოებით 100 მეტრს. კუნძულის ზედაპირი შედარებით ბრტყელია, დაფარულია ხშირი მცენარეულობით.[1]
გეოლოგიური თვალსაზრისით, ბაბასე წარმოადგენს ამოწეულ მარჯნულ ატოლს.[2]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფენის კუნძულებში შემავალი კუნძულები ბაბასე და მისი მეზობელი ამბაიტლი 1616 წელს აღმოაჩინეს ნიდერლანდელმა მოგზაურებმა იაკობ ლემერმა და ვილემ სხაუტენმა.[3] 1855 წელს ბაბასე გახდა ოკეანეთში გერმანიის იმპერიის კოლონიების ნაწილი, ხოლო 1899 წლიდან ის ადმინისტრაციულად დაექვემდებარა გერმანიის ახალ გვინეას. 1914 წელს ფენის კუნძულები დაიკავა ავსტრალიის ჯარმა. ხოლო პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ კუნძულები გადავიდა ავსტრალიის მმართველობის ქვეშ. 1975 წლიდან ბაბასე დამოუკიდებელი სახელმწიფო პაპუა-ახალი გვინეის ნაწილია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Feni Islands. oceandots.com. ციტირების თარიღი: 2010-04-02.
- ↑ New Ireland Province. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-21. ციტირების თარიღი: 2010-04-02.
- ↑ John Cawte Beaglehole, The exploration of the Pacific, Stanford University Press, 1966, ISBN 0804703108.