ახალციხის ბრძოლა – ბრძოლა საქართველოსა და ყარა-ყოიუნლუს (შავბატკნიანთა) ჯარებს შორის. ჯეჰან-შაჰი თავისი პოლიტიკური სიძლიერის განსამტკიცებლად და სამფლობელოს საზღვრების გასაფართოვებლად „წამოემართა და უგრძნეულოდ მოვიდა სამცხეს და ბრძოდა ძლიერად წელსა 1444“. ამის გაგებაზე ვახტანგ IV-მ ჯარი შეკრიბა და მტერს ბრძოლა გაუმართა. იმ დღეს გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ქართველები მეორე დილითაც აპირებდნენ ბრძოლის გაგრძელებას, მაგრამ ჯეჰან-შაჰმა ღამით ჩუმად დატოვა ბრძოლის ველი და სპარსეთში გაიპარა. ვახტანგმა გადაწყვიტა ჯეჰან-შაჰს დადევნებოდა, მაგრამ დიდებულებმა ამის საშუალება არ მისცეს.