ახალსოფლის სამების ეკლესია
იერსახე
ახალსოფლის სამების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტში, ახალსოფელში, ყვარელ-ლაგოდეხის სამანქანო გზის პირას, 15 მეტრში. ეკლესია დარბაზულია, აღმოსავლეთით აქვს შვერილი, სწორკუთხა საკურთხეველი, რომელიც დარბაზისგან განიერი მხრებითაა გამოყოფილი. ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვით კირის ხსნარზე. დანგრეულია - კედლები, შემორჩენილია 0,5-1 მეტრ სიმაღლეზე. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან ჰქონია. საკურთხეველი დარბაზის იატაკის მიმართ ერთი საფეხურით მაღალია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კუპრეიშვილი ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 359.