ახაზი
ახაზი (ივრ. אחז) (ძვ. წ. 751 — ძვ. წ. 715) — იუდეის მეფე ძვ. წ. 735 - ძვ. წ. 715 წლებში. იოათამის ვაჟი.
იოსებ ფლავიუსის თანახმად ახაზი ღმერთისგან განდგომილი იყო. იგი თაყვანს სცემდა ჯერ სირიულ ღმერთებს, შემდეგ ასირიულს და ადამიანებსაც სწირავდა მსხვერპლად. მან ბრძანა იერუსალიმის ტაძრის დაკეტვა და შეწირულობები მიითვისა.
არცერთ გარე ომში ახაზს არ ჰქონდა წარმატება. იგი დაამარცხეს დამასკოს მეფემ რეცინმა, შემდეგ კი ისრაელის მეფემ პეკახმა. მტრებლა აიღეს ბევრი იუდეური ციხესიმაგრე და ჩახოცეს გარნიზონები, მაგრამ იერუსალიმის აღება ვერ შეძლეს. ახაზი შეურიგდა სირიელებს და განაგრძო ისრაელთან ომი, რომელშიც მხედართმთავარმა ზაქარიამ დაამარცხა. როდესაც პალესტინაში ასურეთის მეფის, ტუკულტიაპალ-ეშარ III-ს ჯარი შემოვიდა, ახაზმა სცნო მათი ბატონობა და დიდი ხარკი გადაუხადა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Рыжов, K. (2001). Энциклопедия - Все монархи мира - Древний Восток. Вече, Москва. ISBN 5-7838-0829-6
|