ბააშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბააშა

ბააშა (ებრ. בַּעְשָׁא „ვაალს ესმის“) — ისრაელის მეფე ძვ. წ. 900-ძვ. წ. 877 წლებში.

ბააშა ტახტს ნადაბის და მთელი მისი ოჯახის ვერაგული მკვლელობის შედეგად დაეუფლა. დედაქალაქდ მან ქალაქი ფარსი აქცია. მმართველობის უკანასკნელ წელს იგი იუდეის მეფეს ასას დაესხა თავს და იერუსალიმის მახლობლად ქალაქი არამაფი აიღო. მაგრამ ასას მოკავშირე სირიელები შეიჭრნენ ისრაელში და აიძულეს ბააში უკან დაეხია. მალე იგი გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Рыжов, K. (2001). Энциклопедия - Все монархи мира - Древний Восток. Вече, Москва. ISBN 5-7838-0829-6