ამაცია
იერსახე
ამაცია (ივრ. אמציה) — იუდეის მეფე ძვ. წ. 800 - ძვ. წ. 783 წლებში. იოაშის ვაჟი.
ამაციამ მმართველობა თავისი მამის მკვლელების დაჭერისა და სიკვდილით დასჯის ბრძანებით დაიწყო. გაილაშქრა ამალეკიელების, იდუმენების და გავალიელების წინააღმდეგ და დაამარცხა ისინი, რის შემდეგაც გადაწყვიტა ისრაელის სამეფოს დაპყრობა. თავს დაესხა ისრაელის მეფეს იეგოაშს და სასტიკად დამარცხდა. ბრძოლამდე იუდევლები გაიქცნენ და ამაცია ტყვედ ჩავარდა. გამარჯვებული ისრაელელები იერუსალიმში შევიდნენ და გაძარცვეს იგი. მათი წასვლის შემდეგ, ამაცია ვერ მორიგდა თავის დიდებულებთან. იგი გაიქცა ქალაქ ლახისში, მაგრამ შეთქმულებმა იქაც მიუგზავნეს მკვლელები და მეფე მოკლეს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Рыжов, K. (2001). Энциклопедия - Все монархи мира - Древний Восток. Вече, Москва. ISBN 5-7838-0829-6
|