შინაარსზე გადასვლა

აღასი ხანჯიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღასი ხანჯიანი
სომხ. Աղասի Ղևոնդի Խանջյան
დაბადების თარიღი 30 იანვარი, 1901(1901-01-30)[1] ან 30 ნოემბერი, 1901(1901-11-30)
დაბადების ადგილი ვანი, ოსმალეთის იმპერია[1] [2]
გარდაცვალების თარიღი 9 ივლისი, 1936(1936-07-09)[1] [2]
გარდაცვალების ადგილი თბილისი[1] [2]
მოქალაქეობა  ოსმალეთის იმპერია
რუსეთის იმპერია
 სსრკ
განათლება გევორქიანის თეოლოგიური სემინარია და Iakov Sverdlov Communist University[1]
ჯილდოები ლენინის ორდენი

აღასი ხანჯიანი (სომხ. Աղասի Ղևոնդի Խանջյան; რუს. Агаси Гевондович Ханджян) (დ. 30 იანვარი, 1901 – გ. 9 ივლისი, 1936) — სომხეთის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი 1930 წლის მაისიდან 1936 წლის ივლისამდე. [3]

სომეხი პოლიტიკოსი, აღასი ხანჯიანი დაიბადა 1901 წლის 30 იანვარს, ვანის პროვინციაში, ოსმალეთის იმპერიაში (დღევანდელი თურქეთი). სომხების გენოციდის გამო, მისმა ოჯახის წევრებმა დატოვეს ქალაქი და იმიგრირდნენ რუსეთის სომხეთში. 1917 და 1919 წლებში, იყო სომხეთის მარქსისტი სტუდენტების გაერთიანების, სპარტაკის ორგანიზატორი. შემდეგ იგი იყო სომხეთის ბოლშევიკური კომიტეტის მდივანი.

1919 წლის სექტემბერში ხანჯიანი აირჩიეს კომსომოლის ტრანსკავკასიური კომიტეტის მდივნად. 1921 წელს სწავლა დაიწყო სვერდლოვის უნივერსიტეტში. სწავლის დამთავრების შემდეგ, მუშობდა ლენინგრადში, სადაც გრიგორი ზინოვიევის წინააღმდეგ, მხარს უჭერდა იოსებ სტალინს. სომხეთში დაბრუნდა 1928 წლის აპრილში, სადაც 1928 წლიდან 1929 წლამდე მუშობდა სომხეთის კომუნისტური პარტიის სომხეთის ქალაქის კომიტეტის მდივნად. 1930 წლის მაისში, გახდა სომხეთის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი.

ხანჯიანი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა ტფილისში (თბილისი) 1936 წლის 9 ივლისს. მისი გარდაცვალება ოფიციალურად გამოცხადდა თვითმკვლელობად, მაგრამ მრავალი გადმოცემით, იგი მოკლეს ლავრენტი ბერიასთან პოლიტიკური ბრძოლის შედეგად. [4] ხანჯიანი ღიად ეწინააღმდეგებოდა სტალინის გადაწყვეტილებას, დაეწინაურებინა ბერია ამიერკავკასიის სსრკ-ს მეთაურობაში 1931 წელს. [5] რონალდ გრიგორ სუნი აღწერს მისი გარდაცვალების გარემოებებს შემდეგნაირად:

მაგრამ 1930-იანი წლების შუა ხანებისთვის ხანჯიანმა კონფლიქტი დაიწყო ამიერკავკასიის ყველაზე ძლიერ პარტიულ ლიდერთან, ლავრენტი ბერიასთან, სტალინთან დაახლოებულ ქართველთან. 1936 წლის ივლისის დასაწყისში ხანჯიანი დაიბარეს ტფილისში. და მოულოდნელად გამოცხადდა, რომ სომეხთა პარტიის ხელმძღვანელმა თავი მოიკლა. [6] მიუხედავად იმისა, რომ მისი გარდაცვალების გარემოებები ბუნდოვანია, ითვლება, რომ ბერიამ ბრძანა ხანჯიანის სიკვდილი, რათა საფრთხე აღარ დამუქრებოდა მის მონოპოლიურ პოლიტიკას. [7]

ხანჯიანის პოლიტიკური დაგმობა მოხდა მისი გარდაცვალებისთანავე. 1936 წლის 20 ივლისს ბერიამ გამოაქვეყნა სტატია გაზეთ ზარია ვოსტოკაში, სადაც მან ხანჯიანი ნაციონალისტი სომეხი ინტელიგენციის მფარველობასა და სტეფანიანის ტერორისტული ჯგუფის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

1936 წლის დეკემბერში სსრკ-ს ყველაზე გამოჩენილმა სომეხმა პოლიტიკოსმა, ანასტას მიქოიანმა ცენტრალურ კომიტეტს განუცხადა, რომ ხანჯიანმა თავი მოიკლა, რადგან მას არ სურდა საკუთარი სირცხვილის მოწმე ყოფილიყო. სტალინმა მხარი დაუჭირა მას, [8] მაგრამ ბევრად უფრო დამაჯერებელი ამბავი, რუსი ისტორიკოსის როი მედვედევის აზრით, არის ის, რაც ალექსანდრე შელეპინმა , კგბ-ს თავმჯდომარემ, კომუნისტური პარტიის 22-ე ყრილობაზე 1961 წელს თქვა: რომ ბერიამ ესროლა ხანჯიანს და ჯიბეში ჩაუდო ორი ყალბი თვითმკვლელობის წერილი. [9] ისტორიკოსი ბორის ვ. სოკოლოვი ამტკიცებს, რომ სავარაუდოა, რომ ხანჯიანმა თავი მოიკლა სასოწარკვეთილების გამო, რადგან მისი დაპატიმრება და სიკვდილით დასჯა გარდაუვალი იყო. [10]

ხანჯიანის გარდაცვალებიდან მალევე, მისმა პირადმა მეგობარმა ეგიშე ჩარენსმა დაწერა შვიდი სონეტის სერია, რომელიც მას ეძღვნებოდა სახელწოდებით „ნაირი დოფინი: შვიდი სონეტი აღასი ხანჯიანისადმი“. ჩარენცი დააპატიმრეს და გარდაიცვალა ციხეში, 1937 წლის ნოემბერში.

აღასი ხანჯიანის სამახსოვრო დაფა, ერევანში
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. ԽուդավերդյանՀայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
  2. 2.0 2.1 2.2 Հայկական համառոտ հանրագիտարանՀայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1990. — ტ. 2.
  3. Zev Katz, Rosemarie Rogers, Frederic Harned. Handbook of Major Soviet Nationalities. New York: Free Press, 1975, pp. 146-47.
  4. Barseghyan, Artak R.. (July 9, 2021) Кто убил Агаси Ханджяна? ru. Public Radio of Armenia. ციტირების თარიღი: July 13, 2021
  5. Gyulmisaryan, Ruben. (July 9, 2021) Մի սպանության պատմություն. Աղասի Խանջյան, 9 հուլիսի, 1936թ, Թիֆլիս hy. ციტირების თარიღი: July 12, 2021
  6. Suny 1993.
  7. Ronald Grigor Suny, "Soviet Armenia", The Armenian People From Ancient to Modern Times, Volume II: Foreign Dominion to Statehood: The Fifteenth Century to the Twentieth Century, ed. Richard G. Hovannisian. New York: St Martin's Press, 1997, p. 362.
  8. J.Arch Getty, and Oleg V.Naumov (1999). Stalin and the Self-Destruction of the Bolsheviks, 1932-1939. Yale U.P.. 
  9. Medvedev, Roy (1976). Let History Judge, The Origins and Consequences of Stalinism. Spokesman. 
  10. Sokolov, Boris. (July 9, 2015) Убивал ли Берия? Дело Ханджяна ru. ANI Armenian Research Center. ციტირების თარიღი: July 13, 2021