აღაიანის სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აღაიანის სამაროვანიარქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის აღმოსავლეთით, ღვინის ქარხნიდან 0,5 კილომეტრზე, თბილის-გორის გზის მარცხენა მხარეს. ფართობი 3 ჰექტარი. თარიღდება ძვ. წ. Xl საუკუნით, გვიანდელი ბრინჯაოდან რკინის ხანაზე გარდამავალი პერიოდით. მოპოვებული მასალის ნაწილი (ბრინჯაოს ბრტყელი ცული, შუბისპირი, ირმის ქანდაკება, მილები, საკინძები) დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, ნაწილი (ბრინჯაოს მახვილი, რგოლი, ბალთა და კერამიკა) კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]