აქსაის სამხედრო-ისტორიული მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აქსაის სამხედრო-ისტორიული მუზეუმი
Таможенная застава 1.JPG
საბაჟო საგუშაგოს შესასვლელი
კოორდინატები:
47°14′51″ ჩ. გ. 39°52′33″ ა. გ. / 47.24750° ჩ. გ. 39.87583° ა. გ. / 47.24750; 39.87583
დაარსდა 1948
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მისამართი აქსაი
დამაარსებლები ალექსანდრ სკრიპოვი
მდებარეობა როსტოვის ოლქი და აქსაი
დირექტორი ოლგა გრიგორენკო
ოფიციალური საიტი http://aksay-museum.ru

აქსაის სამხედრო-ისტორიული მუზეუმი (რუს. Аксайский военно-исторический музей) — ქალაქ აქსაის ისტორიის მუზეუმი. მოიცავს ოთხ სამუზეუმო კომპლექსს, რომელიც ეძღვნება ქალაქის ისტორიის სხვადასხვა პერიოდს: სუვოროვის სახლი - კაზაკ რუდუხის კუთვნილება, რომელშიც გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა ალექსანდრე სუვოროვი, XVIII საუკუნის აქსაის საბაჟო საგუშაგო, აქსაის XIX საუკუნის საფოსტო სადგური და XX საუკუნის ნიკოლაი გულაევის სახელობის სამხედრო-ისტორიული კომპლექსი.

მუზეუმის მთლიანი კოლექცია მოიცავს 69 497 ექსპონატს[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აქსაის სამხედრო-ისტორიული მუზეუმი დაარსდა 1948 წლის 28 ოქტომბერს, როგორც აქსაის № 1 საშუალო სკოლის მუზეუმი. მისი დამაარსებელია ამავე სკოლის ისტორიის მასწავლებელი სსრკ-ის მწერალთა კავშირის წევრი ალექსანდრე სკრიპოვი.პირველი ექსპონატები გახდა არქეოლოგიური ნივთები, რომელიც აღმოაჩინეს მოსწავლეებმა და მათ მასწავლებელმა კობიაკოვოს ნაქალაქარზე. კაზაკური სტანიცის მოსახლეობას მუზეუმში მიჰქონდათ საყოფაცხოვრებო ნივთები, ძველი მონეტები და ბანკნოტები, იარაღი, დოკუმენტები ძველი ფოტოებით, კერამიკის, მინის, ხის ნივთები, ხატები, ჯილდოები[2]. ყველაფერი ეს გახდა ფონდის ძირითადი ნაწილი.

1984 წელს სკოლის მუზეუმს მხარეთმცოდნე-ისტორიკოსის ვლადიმირ დიმიტრის ძე გლადჩენკოს ხელმძღვანელობით მიენიჭა „სახალხო მუზეუმის“ სტატუსი. 1987 წლის 30 მარტს იგი გახდა სტაროჩერკასკის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ფილიალი. 1992 წელს კი ეწოდა „ქალაქ აქსაის ისტორიის მუზეუმი“[3].

შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუვოროვის სახლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„სუვოროვის სახლი“

კაზაკ რუდუხინის სახლი. აგებულია XVIII საუკუნის დასაწყისში და წარმოადგენს აქსაიში ყველაზე ძველ ნაგებობას დღემდე შემონახულ ნაგებობებს შორის. ამ სახლში 1783-1784 წლების ზამთარი გაატარა რუსმა მხედართმთავარმა ალექსანდრე სუვოროვმა. ორსართულიანი სახლი აგებულია კაზაკურ სტილში: ქვედა სართული ქვისაა, ხოლო ზედა - ხისჩრდილოეთის ფასადი გაფორმებულია სვეტებით[4].

საბაჟო საგუშაგო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბაჟო საგუშაგოს ტერიტორიაზე მოქმედებს ორი მუდმივი გამოფენა: ექსპოზიცია „საბაჟო სამსახური დონში XVIII საუკუნეში“ მდებარეობს მიწისქვეშა სათავსოებში. მეორე გამოფენას ეწოდება „ბუნების მუზეუმი“, რომელიც განთავსებულია ღია ცის ქვეშ, სადაც დაცულია ხელშეუხებელი სტეპის მცენარეულობა, რომელთაგან მრავალი სახეობა შეტანილია რუსეთის წითელ წიგნში. აქვე წარმოდგენილია XX საუკუნეში დამზადებული სასოფლო-სამეურნეო იარაღების გამოფენაც[5].

ძირითადი ექსპოზიცია მდებარეობს მიწისქვეშა გამოქვაბულებში, რომელთა საერთო ფართობიცაა 350 მ². მუზეუმში წარმოდგენილია ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი, მებაჟეების ცხოვრების ამსახველი ნივთები და საბაჟო სამსახურის საგნები, ხელნაწერი დოკუმენტები[6].

კომპლექსის ექსპოზიცია მოგვითხრობს საბაჟო სამსახურის ისტორიაზე, ასევე ამ ადგილების ბუნებაზე და ეკოლოგიაზე[3]..

საფოსტო სადგური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფოსტო სადგური - ეს არის არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც შედგება, როგორც საცხოვრებელი, ისე სამეურნეო ნაგებობებისაგან. მდებარეობს ქალაქ აქსაის ცენტრში მდინარე დონის ახლოს. მუზეუმი მუშაობს 1992 წლიდან და გააჩნია რამდენიმე მუდმივი გამოფენა. მუზეუმის შიდა ხედი მოგვაგონებს XIX საუკუნის ტიპიურ საფოსტო სადგურს.

მანძილის მიმანიშნებელი ბოძი

სადგური არის რუსეთის ფედერაციის კულტურული მემკვდრეობის ძეგლი[7]. აქსაის საფოსტო სადგურში სხვადასხვა დროს იმყოფებოდნენ ალექსანდრე პუშკინი, მიხეილ ლერმონტოვი, ალექსანდრე გრიბოედოვი, ლევ ტოლსტოი, პეტრე ჩაიკოვსკი, ნიკოლოზ რაევსკი და ძლიერი დეკაბრისტები[8].

მუზეუმის ცენტრალური გამოფენა „აქსაის ფოსტა“ ექსკურსანტებს აცნობს ქალაქის ფოსტის ისტორიას. ფოსტა აქ მუშაობდა XVIII საუკუნიდან და თანამედროვე ავტოსადგურის პროტოტიპი იყო. აქ მუდმივად შეეძლოთ ეტლების მიღება.

მუზეუმის ტერიტორიაზე მუშაობს მუდმივი გამოფენები:

  • გამოფენა „აქსაის უძველესი წყაროები“, რომელშიც წარმოდგენილია მცენარეებისა და ცხოველების უძველესი ნაშთები, ასევე ქვის, ბრინჯაოსა და რკინის ხანებისა შუა საუკუნეების არქეოლოგიური ნივთები, რომლებიც აღმოჩენილია მდინარე აქსაის ხეობაში.
  • ეტლების სარდაფის შენობაში წარმოდგენილია XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის ტრანსპორტის სახეები - ეტლები, ფაეტონები და მარხილები[4].

ყოველი წლის ივნისი პირველ შაბათს საფოსტო სადგურში იმართება „პუშკინის დღესასწაული“ 1820 და 1829 წლებში აქსაის საფოსტო სადგურში ალექსანდრე პუშკინის სტუმრობის აღსანიშნავად[1].

სამხედრო-ისტორიული კომპლექსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხედრო-ისტორიული კომპლექსი ატარებს ავიაციის გენერალ-პოლკოვნიკის, ორგზის საბჭოთა კავშირის გმირის, საბჭოთა კავშირში თვითმფრინავების ჩამოგდების რაოდენობით მესამე ადამიანის, ნიკოლაი გულაევის სახელს. მისი სახელი შემთხვევით არ დარქმევია მუზეუმს. თავად გულაევი სწორედ სტანიცა აქსაისკის მაცხოვრებელი იყო.

კომპლექსში დაცულია იარაღების დიდი რაოდენობა. მათ შორის დაწყებული საარტილერიო იარაღიდან და დამთავრებული თვითმფრინავებით და რაკეტებით[9].

მუზეუმი შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან. პირველი — „ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის სამეთაურო პუნქტი“. იგი მდებარეობს მიწის სიღრმეში და მასში განლაგებულია მრავალი საკომუნიკაციო დერეფანი ლაბირინთების მსგავსად. იგი ააგეს 1960-იან წლებში იმ შემთხვევისათვის თუ დაიწყებოდა მესამე მსოფლიო ომი[9].

მეორე ნაწილი წარმოადგენს ღია მოედანს სადაც გამოფენილია XX საუკუნის საბჭოთა და რუსული ჯარების სამხედრო იარაღი. ექსპონატებს შორისაა: ჯავშანტექნიკა (Т-72, БМП-2), საარტილერიო და საზენიტო იარაღი, რაკეტების მაკეტი, თვითმფრინავები (АН-2, МиГ-23) და სხვა[10].

ღია ცის ქვეშ მდებარე გამოფენა ყოველწლიურად ივსება. ძალიან მალე იგეგმება სამხრეთ რუსეთში ყველაზე მსხვილი სამხედრო კოლექციის შექმნა XX საუკუნის ტქნიკისა და იარაღის გამოყენებით[11].

კომპლექსი მდებარეობს ბუნებისდაცვითი აღკვეთილის მუხინის ცენტრალურ ნაწილში, რომელიც ადგილობრივი მაცხოვრებლების საყვარელი დასვენების ადგილია[11].

სამხედრო-ისტორიული კომპლექსი მუშაობს ყოველდღიურად 9:00-დან 17:00 სთ-მდე, დასვენების დღეების გარეშე[12].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Аксайский военно-исторический музей. Министерство культуры Ростовской области. ციტირების თარიღი: 2016-12-24.
  2. Коллеция. Аксайский военно-исторический музей. ციტირების თარიღი: 2016-12-24.
  3. 3.0 3.1 История аксайского военно-исторического музея. Аксайский военно-исторический музей. ციტირების თარიღი: 2016-12-24.
  4. 4.0 4.1 Эвелина Пархоменко (ведущая). Свой маршрут. Аксай. Южный регион медиа. https://www.youtube.com/watch?v=BheyYO0PEXM.
  5. «Таможенная застава». Аксайский военно-исторический музей. ციტირების თარიღი: 2016-12-24.
  6. Аксайский военно-исторический музей (Аксай). Vetert.ru. ციტირების თარიღი: 2016-12-25.
  7. Почтовая станция. Исторический центр города, ФГУП ГИВЦ Минкультуры России. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-25. ციტირების თარიღი: 2017-06-29.
  8. Достопримечательности Аксайского района, Администрация Аксайского района
  9. 9.0 9.1 Аксайский военно-исторический музей (Аксай). vetert.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-02.
  10. kerrangjke, rostov_don. (2013-02-15) Запасной пункт Северо-Кавказского округа. Ростовское городское сообщество. ციტირების თარიღი: 2017-02-02.
  11. 11.0 11.1 bolivarsm. Аскай. Ростовская область. Военно-исторический комплекс.. Обсуждение на LiveInternet - Российский Сервис Онлайн-Дневников. www.liveinternet.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-02.
  12. Достопримечательности Аксайского района. www.aksayland.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-02.