აქსაი
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
აქსაი Аксай | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
ოლქი | როსტოვის ოლქი | ||||
კოორდინატები | 47°15′00″ ჩ. გ. 39°52′00″ ა. გ. / 47.25000° ჩ. გ. 39.86667° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1570 | ||||
ფართობი | 15 კვადრატული კილომეტრი, 67.5 კვადრატული კილომეტრი | ||||
ცენტრის სიმაღლე | 80 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 41 969 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 4306 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | 86350 | ||||
საფოსტო ინდექსი | 346720, 346721, 346723, 346724, 346739 | ||||
ოფიციალური საიტი | gorod-aksay.ru | ||||
აქსაი (რუს. Аксай) — ქალაქი რუსეთში, როსტოვის ოლქში. წარმოადგენს როსტოვის ოლქის აქსაის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს. მდებარეობს მდინარე დონის მარჯვენა სანაპიროზე, ქალაქ დონის როსტოვიდან 18 კილომეტრის დაშორებით. მოსახლეობის რაოდენობაა 41 969 კაცი (2010 წლის აღწერის მიხედვით), 38 012 კაცი (2002 წლის აღწერის მიხედვით), 33 389 კაცი (1989 წლის აღწერის მიხედვით).
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება ჯერ კიდევ 1569 წელს, როგორც კაზაკების დასახლება[1], 1791 წლიდან ცნობილია როგორც სტანიცა აქსაიასკაია. 1941 წლის 21-29 ნოემბერს აქსაიასკაია დაიპყრეს გერმანელმა ფაშისტებმა. 1957 წელს მიენიჭა ქალაქის სტატუსი და ეწოდა აქსაი.
ადმინისტრაციული სტატუსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსეთის ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით ქალაქი აქსაი არის აქსაის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. როგორც ადმინისტრაციული განყოფილება, ის შედის აქსაის რაიონის ფარგლებში, როგორც აქსაის ურბანული დასახლება. როგორც მუნიციპალური განყოფილება, ამ ადმინისტრაციულ ერთეულს ასევე გააჩნია ურბანული დასახლების სტატუსი და წარმოადგენს აქსაის მუნიციპალიტეტის ოლქის ნაწილს.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აქსაი წარმოადგენს დონის როსტოვის სამრეწველო სატელიტს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Неофициальный сайт г. Аксая Аксай-город.ру
- История Аксая
- Аксай в энциклопедии «Мой город»
- История герба Аксая
- Библиотека города
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ (2003) Энциклопедия Города России. Moscow: Большая Российская Энциклопедия, გვ. 15. ISBN 5-7107-7399-9.