აფაგ მასუდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აფაგ მასუდი
დაბადების თარიღი 3 ივნისი, 1957(1957-06-03) (66 წლის)
დაბადების ადგილი ბაქო
საქმიანობა მწერალი
ენა აზერბაიჯანული ენა
მოქალაქეობა  სსრკ
 აზერბაიჯანი
ალმა-მატერი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები აზერბაიჯანის სსრ-ის ხელევონების დამსახურებული მოღვაწე, დიდების ორდენი, People's Writer of Azerbaijan, Q110915321?, Azerbaijan Democratic Republic 100th anniversary medal და პრემია „ჰუმაი“
საიტი afaqmesud.az

აფაგ მასუდი (აზერ. Afaq Məsud; დ. 3 ივნისი, 1957, ბაქო) — აზერბაიჯანელი მწერალი და დრამატურგი.[1] აზერბაიჯანის თარგმანის ცენტრის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, „დიდების“ ორდენის კავალერი (2017), აზერბაიჯანის სახალხო მწერალი (2019), აზერბაიჯანის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (2005), პეტროვსკის მეცნიერების და ხელოვნების აკადემიის წევრი, ჟურნალ „ხაზარი“-ს მთავარი რედაქტორი.[2]

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფაგ მასუდი ცნობილია როგორც რომანებისა და მოთხრობების ავტორი. ავტორია პიესების: „ზღურბლზე“, „გზაზე“, „როლი გამომშვიდობებისას“, „ქერბელა“, „მანსურ ხალაჯი“. პიესების „ზღურბლზე“ და „მე მას ვუყვარვარ“ მიხედვით, აზერბაიჯანის სახელმწიფო თეატრ „იუხ“-ის სცენაზე დადგმულია სპეტქტაკლები, ხოლო პიესა „როლი გამომშვიდობებისას“ მიხედვით, დაიდგა სპექტაკლი აზერბაიჯანის სახელმწიფო ეროვნულ დრამატულ თეატრში.

აფაგ მასუდის წიგნები თარგმნილი და გამოცემულია მსოფლიოს სხვადსხვა ენაზე.

არის „პატრიარქის შემოდგომა“ (გაბრიელ გარსია მარკესი), „დედამიწის აბლაბუდა“ (თომას ვულფი), მ. ნასაფის უძველესი სუფისტური ხელნაწერის „ჭეშმარიტება ყოფიერების შესახებ“, იბნ-ალ არაბის „მექური გამოცხადების“, ჯალალედინ რუმის და სხვა სუფი მოაზროვნეების ნაწარმოებების თარგმანების ავტორი.

2000 წელს ვენის უნივერსიტეტში აფაგ მასუდის შემოქმედების შესახებ დაცულ იქნა სადოქტორო დისერტაცია (ს. დოგანი „ქალთა სახეები ევროპულ აღმოსავლეთმცოდნეობაში“).

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეატრალურ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის არერთხელ იქნა დაჯილდოებული შესაბამისი მედლით.

2015 წელს გახდა თურქეთის კულტურის სამინისტროსა და ევრაზიის მწერალთა კავშირის მიერ დაწესებული „სასცენო ნაწარმოებების საერთაშორისო კონკურსის“ გამარჯვებული.

2017 წელს აზერბაიჯანში მთარგმნელობითი საქმიანობის განვითარებისათვის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ დაჯილდოებულ იქნა „დიდების“ ორდენით.

2019 წელს პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განკარგულებით აზერბაიჯანული კულტურის განვითარებაში შეტანილი დამსახურებისათვის „სახალხო მწერლის“ საპატიო წოდება მიენიჭა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Azərbaycan Respublikasının mədəniyyət xadimlərinə fəxri adların verilməsi haqqında Azərbaycan Respublikası Prezidentinin Sərəncamı. president.az (25 may 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 oktyabr 2020. ციტირების თარიღი: 13 oktyabr 2020.
  2. Haqqında. afaqmesud.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 oktyabr 2020. ციტირების თარიღი: 13 oktyabr 2020.