თომას ვულფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
თომას ვულფი
Thomas Wolfe 1937 1 (cropped).jpg
თომას ვულფი 1937 წელს
სრული სახელი თომას კლეიტონ ვულფი
დაბადების თარიღი 3 ოქტომბერი, 1900
დაბადების ადგილი ეშვილი, ჩრდილოეთი კაროლინა, აშშ
გარდაცვალების თარიღი 15 სექტემბერი, 1938 (37 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბალტიმორი, მერილენდი, აშშ
დასაფლავებულია Riverside Cemetery[1]
საქმიანობა მწერალი
ენა ინგლისური ენა[2]
მოქალაქეობა აშშ
ალმა-მატერი ჰარვარდის უნივერსიტეტი[3] და ჩაპელ-ჰილის ჩრდილოეთ კაროლინის უნივერისტეტი[3]
ჟანრი პროზა, დრამა
Magnum opus მოხედე შენს სახლს, ანგელოზო
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია[3]
ხელმოწერა Thomas Wolfe signature.svg

თომას კლეიტონ ვულფი (დ. 3 ოქტომბერი, 1900 — გ. 15 სექტემბერი, 1938) — ადრეული XX საუკუნის ამერიკელი რომანისტი.[4]

მის კალამს ოთხი რომანი, არაერთი მოთხრობა, პიესა და ნოველა ეკუთვნის. მწერლის შემოქმედებისთვის დამახიასიათებელია ორიგინალური, პოეტური, რაფსოდული და იმპრესიონისტული პროზისა და ავტობიოგრაფიის სინთეზი. მის წიგნებში ამერიკული კულტურა მგრძნობიარე, სოფისტიკური და ჰიპერანალიტიკური პერსპექტივიდანაა ასახული.

გარდაცვალების შემდეგ ვულფს უილიამ ფოლკერმა თაობის უდიდესი ტალანტი უწოდა.[5] თავისი შემოქმედებით ვულფმა გავლენა მოახდინა ისეთ მწერლებზე, როგორებიც არიან ჯეკ კერუაკი, რეი ბრედბერი და ფილიპ როთი. ვულფი, როგორც ავტობიოგრაფიული პროზის ერთ-ერთი პირველი ავტორი, თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის მნიშვნელოვან წარმომადგენლად ითვლება. აგრეთვე იგი ყველაზე სახელგანთქმულ ჩრდილოეთ კაროლინელ მწერლად მიიჩნევა.

ქართულ ენაზე ნათარგმნია ვულფის რომანები: „მოხედე შენს სახლს, ანგელოზო“ და „შინ ვეღარასოდეს დაბრუნდები.“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Find a Grave — 1995.
  2. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 3.2 https://www.gf.org/fellows/all-fellows/thomas-clayton-wolfe/
  4. Reeves, Paschal (1974). Thomas Wolfe, The Critical Reception. Ayer Publishing, გვ. xvii. ISBN 0-89102-050-0. 
  5. Thomas Wolfe’s Final Journey.