ატლანტისპირა დაბლობი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ატლანტისპირა დაბლობი
ატლანტისპირა დაბლობი მწვანეთ.
ატლანტისპირა დაბლობი მწვანეთ.
კოორდინატები: 35°00′01″ ჩ. გ. 79°00′00″ დ. გ. / 35.00028° ჩ. გ. 79.00000° დ. გ. / 35.00028; -79.00000
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
სიმაღლე 100 
სიგრძე 3500 კმ
სიგანე 350 კმ
კლიმატი სუბტროპიკული
ატლანტისპირა დაბლობი — აშშ
ატლანტისპირა დაბლობი

ატლანტისპირა დაბლობი (ინგლ. Atlantic Plain) — დაბლობი ჩრდილოეთ ამერიკაში, აშშ-ში. გადაჭიმულია ატლანტის ოკეანის სანაპიროს გასწვრივ, ნიუ-იორკის ღია ყურიდან ფლორიდის ნახევარკუნძულის კიდემდე 3500 კმ-ზე.[1] სიგანე 30-იდან 350 კმ-მდე. აგებულია ძირითადად ანთროპოგენური ზღვიური ნალექებით — კირქვებით, ქვიშაქევბით, ქვიშებითა და თიხებით, რომელთა საერთო სიმძლავრეა 1000 მ.[2]

ზედაპირი ბრტყელია. სიმაღლე 100 მ-მდე. ჩრდილოეთით მდებარე სანაპირო დანაწევრებულია ღრმად შეჭრილი დელავერისა და ჩესაპიკის ყურეებით, სამხრეთით — ლაგუნური და მარშული ტიპის ნაპირებია. მკვეთრადაა გამოხატული ზღვიური ტერასები, რომლებიც გადაკვეთილია მდინარეთა ფართო დაჭაობებული ჭალებით.[2]

სანაპიროს დიდი ნაწილის გასწვრივ გადის გოლფსტრიმის თბილი დინება. კლიმატი სუბტროპიკულია, მუსონური ტიპის, ფლორიდის სამხრეთით ტროპიკული. ზამთარი თბილია, წვიმიანი. ფლორიდის სამხრეთით მშრალი; იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0-იდან 20 °C-მდე, მაგრამ თითქმის საყოველთაოდ იცის წაყინვები. ზაფხული ცხელია, ნოტიო; ივლისის საშუალო ტემპერატურაა 22–28 °C. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა 1000–1400 მმ.[2]

ატლანტისპირა დაბლობის ბუნებრივი მცენარეულობა წარმოდგენილია ფიჭვითა და ფიჭვნარ-მუხნარით; დაჭაობებულ მონაკვეთებზეა ურთხელისა და ჭაობის კვიპაროსისგან შემდგარი ტყე. ფლორიდის სამხრეთით პალმის, ფიკუსისა და სხვა ტროპიკული ხეებისაგან შემდგარი ტყეა. ნაპირებთან მანგროვიანებია. გაუტყეურებულ ადგილებზე ბამბისა და თამბაქოს ნათესებია; განვითარებულია მებოსტნეობა და მეხილეობა. ატლანტისპირა დაბლობი მჭიდროდაა დასახლებული. დიდი ქალაქებია ნიუ-იორკი, ფილადელფია, ბალტიმორი, ვაშინგტონი და სხვა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]