შავი მოცხარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შავი მოცხარი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Ribes nigrum

შავი მოცხარი[1] (ლათ. Ribes nigrum) — მონოტიპური ფოთოლმცვივანი მცენარე ხუნწისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. ინტროდუცირებულია ჩრდილოეთ ამერიკაში. 1-2 მ-მდე სიმაღლის ბუჩქია. უპირატესობას ანიჭებს ნათელ ადგილებს, თუმცა ეგუება აგრეთვე მკრთალ-ჩრდილ ტერიტორიებსაც. იზრდება მეტწილად თიხნარ ნიადაგზე. ნორჩი ყლორტი ბუსუსიანია, მკრთალი. აქვს 3-5 ნაკვთიანი სურნელოვანი ფოთლები, რომელიც ზემოდან მუქი მწვანეა, ქვემოდან კი უფრო მკრთალი.[2] ყვავილები მოწითალო რუხია, ფართო ზარისებრი.[2] ყვავის მაის-ივნისში. ნაყოფი იჭმება; დიამეტრი საშუალოდ 1 სმ. მისგან ხარშავენ მურაბას, ხილფაფას, კომპოტსა და სხვ.[2] ფართოდ კულტივირებული ბუჩქია. ნაყოფები შეიცავს 10-13 % შაქრებს, 2,6-3,7 % თავისუფალ მჟავებს 1 %-მდე პექტინურ ნივთიერებებს, მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს, P, B1 და A ვიტამინებს, განსაკუთრებით მდიდარია C ვიტამინით. განთქმულია შავი მოცხარის ღვინოები.[2] დეკორატიული მცენარეა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]