შინაარსზე გადასვლა

სამიუელ შამპლენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამიუელ შამპლენი

სამიუელ შამპლენი
დაბადების თარიღი 3 ივლისი 1567
იერ-ბრუაჟი
გარდაცვალების თარიღი 25 დეკემბერი 1635
კვებეკი
მოქალაქეობა  საფრანგეთის სამეფო
საქმიანობა მკვლევარი, გეოგრაფი, სამხედრო პირი, პოლიტიკოსი[1] , დიპლომატი, ჯარისკაცი, კარტოგრაფი[2] და discoverer[1]
ხელმოწერა

სამიუელ შამპლენი (ფრანგ. Samuel de Champlain; დ. 3 ივლისი, 1567 — გ. 25 დეკემბერი, 1635) — ფრანგი კარტოგრაფი, კანადისა და აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთის მკვლევარი. 1603 წელს იმოგზაურა წმინდა ლავრენტის მდინარეზე და საგენეიზე. 1604-1606 წლებში კვლევას ხელმძღვანელობდა ჩრდილოეთ ამერიკის ატლანტიკური სანაპიროს გასწვრივ. გამოიკვლია ახალი შოტლანდიისა და კეიპ-კოდის ნახევარკუნძულები, ფანდისა და მასაჩუსეტსის ყურეები. აღმოაჩინა კუნძული ნანტაკეტი. 1608 წელს მიაღწია წმინდა ლავრენტის მდინარის შესართავს და დააარსა ქალაქი კვებეკი. 1609 წელს გამოიკვლია მდინარე რიშელიე — წმინდა ლავრენტის მდინარის მარჯვენა შენაკადი, აღმოაჩინა ტბა, რომელსაც მოგვიანებით მისი სახელი ეწოდა, ადირონდაკისა და გრინ-მაუნტინზის მთები. 1609-1615 წლებში იმოგზაურა წყნარი ოკეანისკენ მიმავალი საწყლოსნო გზების აღმოსაჩენად. 1633 წელს გახდა ახალი საფრანგეთის გუბერნატორი. თავისი მოგზაურობა აღწერა თხზულებებში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 Deutsche Nationalbibliothek Record #118973851 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  2. Geographicus Rare Antique Maps biographical dictionary of cartographers