შინაარსზე გადასვლა

არიფიონი (ჟურნალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არიფიონი (მრავალმნიშვნელოვანი).

„არიფიონი“ქართველ მწერალთა ლიტერატურული გაერთიანების „არიფიონის“ მხატვრულ-ლიტერატურული ჟურნალი. გამოვიდა ერთი ნომერი (1928, თბილისი). რედაქტორები — გ. ქიქოძე და ვ. გიორგაძე. ჟურნალში დაბეჭდილია „არიფიონის“ ლიტერატურული დეკლარაცია, ს. შანშიაშვილის, შ. დადიანის, მ. ჯავახიშვილის, ვ. გიორგაძის, დ. სულიაშვილის, ი. მოსაშვილის, მ. მრევლიშვილის, ბ. მელიქიშვილის, ლ. ქიაჩელის, ი. ტატიშვილის, გ. ქიქოძის ნაწარმოებები, კ. ჭიჭინაძისა და კ. კაპანელის სტატიები, პლატონის დიალოგი „კრიტონი“ (თარგმანი პ. თარგამაძისა).

როგორც ლიტერატურულმა გაერთიანებამ, ისე-ჟურნალმა ხელისუფლების უკმაყოფილება გამოიწვია. „არიფიონის“ მეორე ნომრის გამოცემა აიკრძალა, რის შემდეგაც გაერთიანებამ და მისმა ორგანომ ერთდროულად შეწყვიტეს არსებობა.[1]