არიფიონი (გაერთიანება)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg ტერმინს „არაფიონი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ არიფიონი (მრავალმნიშვნელოვანი).

არიფიონი — ქართველ საბჭოთა მწერალთა ლიტერატურული გაერთიანება (1927–1928).

გაერთიანებამ გამოსცა ჟურნალი „არიფიონი“ (1928). ჯგუფის მონაწილენი „არიფიონის“ სახელწოდებას განმარტავდნენ როგორც ამხანაგობას, რომელიც ემყარებოდა არა მარტო საზოგადოებრივ იდეალებისა და ლიტერატურის მრწამსის ერთიანობას, არამედ პირად მეგობრულ ურთიერთობასაც. მიუხედავად კეთილშობილური მიზნისა — შეექმნათ ახალი ეპოქის შესატყვისი ახალი ადამიანის სახე — ჟურნალში გამოქვეყნებულ მხატვრულ ნაწარმოებთა უმრავლესობა მცდარად წარმოსახავდა სოციალისტური საზოგადოების განვითარების ძირათად პროცესებს.

ქართულმა საბჭოთა ლიტერატურულმა კრიტიკამ აღნიშნა წინააღმდეგობანი „არიფიონის“ დეკლარაციასა და ჟურნალის შინაარსს შორის. დაჯგუფება მალე თვითლიკვიდაციის გზას დაადგა, მით უფრო, რომ 20-იანი წლების დამლევისათვის საბჭოთა ლიტერატურაში უკვე ნიადაგი ეცლებოდა განცალკევებული სამწერლო ჯგუფების არსებობას და იქმნებოდა პირობები საქართველოს მწერლობის ძალების გაერთიანებისათვის.

წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„არიფიონის“ წევრები იყვნენ ვ. გორგაძე, შ. დადიანი, კ. კაპანელი, ბ. მელიქიშვილი, ლ. მეტრეველი, ი. მოსაშვილი, მ. მრევლიშვილი, დ. სულიაშვილი, ი. ტატიშვილი, პ. ქავთარაძე, ლ. ქიაჩელი, გ. ქიქოძე, სანდრო შანშიაშვილი, კ. ჭიჭინაძე, მიხეილ ჯავახიშვილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]