შინაარსზე გადასვლა

არაშენდის სამლოცველო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არაშენდის სამლოცველო — გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის ტერიტორიაზე. აღმოჩნდა 1969 წელს და შეისწავლა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ კიაზო ფიცხელაურის ხელმძღვანელობით, რომელმაც ძეგლი წარმართულ სამლოცველოდ მიიჩნია.

ძეგლი წარმოადგენს ორ წრედ განლაგებულ რიყის დამწვარი ქვების ყრილს, რომელშიც დიდი რაოდენობით აღმოჩნდა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები და ბრინჯაოს საგნები. ის მნიშვნელოვნად დაზიანებულია ადგილობრივი მოსახლების მიერ სამშენებლო ქვის ძიების დროს. მახლობლად ექსპედიციის დაზვერვითი სამუშაოების შედეგად მრავლად დადასტურდა ნამოსახლარებისა და სამაროვნების არსებობა. ძეგლი როგორც გარეგნულად, ისე აქ მოპოვებული ინვენტარით ემსგავსება მელი-ღელე II და მელაანის სამლოცველოებს. ძეგლზე აღმოჩენილი ბრინჯაოს მახვილის მიხედვით სამლოცველო ძვ.წ. VIII-VI საუკუნეებით განისაზღვრება.

  • კიაზო ფიცხელაური. აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები, თბილისი. 1973 წ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]