არამატერიალური აქტივები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბუღალტრული აღრიცხვა
P Economy.png
ბუღ. აღრიცხვის საერთ. სტანდარტები
ბასსი და ფასსი
სააღრიცხვო პოლიტიკა
მარაგების აღრიცხვის მეთოდები
ანგარიშთა გეგმა
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

არამატერიალური აქტივი არის იდენტიფიცირებადი არაფულადი აქტივი, ფიზიკური ფორმის გარეშე. არამატერიალური აქტივი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სამ პირობას: უნდა იყოს კონტროლირებადი, იძლეოდეს ეკონომიკურ სარგებელს და იყოს იდენტიფიცირებადი.

ბასს 32[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბასს 32 განსაზღვრავს არამატერიალური აქტივების არსს.

არამატერიალური აქტივები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არამატერიალური აქტივები არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია
2510 - ლიცენზიები 2610 - ლიცენზიების ამორტიზაცია
2520 - კონცენსიები 2620 - კონცენსიების ამორტიზაცია
2530 - პატენტები 2630 - პატენტების ამორტიზაცია
2540 - გუდვილი 2640 - გუდვილის ამორტიზაცია
2590 - სხვა არამატერიალური აქტივები 2690 - სხვა არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია
  • ლიცენზია არის სახელმწიფო ორგანოსაგან მიღებული ნებართვა გარკვეული სახის საქმიანობაზე.
  • კონცენსია წარმოადგენს სახელმწიფოსგან მიღებულ უფლებას წიაღისეულისა და მიწის ნაკვეთების განსაზღვრული პირობებით ექსპლუატაციაში გადაცემაზე.
  • პატენტი დოკუმენტია, რომელიც ადასტურებს გამოგონების სახელმწიფოებრივ აღიარებას და ანიჭებს მის ავტორს ამ გამოგონებაზე საავტორო უფლებას.
  • გუდვილი არის საწარმოთა გაერთიანების ღირებულების ნამეტი თანხა, მყიდველი საწარმოს წილზე იდენტიფიცირებადი აქტივების, ვალდებულებებისა და პირობითი ვალდებულებების წმინდა რეალურ ღირებულებაში.
  • საავტორო უფლება წარმოადგენს ლიტერატურაში, ხელოვნებასა და მეცნიერებაში შესრულებული ნაშრომების ავტორტა უფლებებს ამ ნაშრომების მონოპოლიაზე.
  • ნოუ-ჰაუ მიეკუთვნება სამეცნიერო, მმართველობითი, კომერციული, ფინანსური და სხვა სახის გამოცდილება ან ცოდნა, რომელიც არ არის დაცული დასაცავი დოკუმენტებით, მაგრამ მის გამოყენებას აპირებენ სამეცნიერო გამოკვლევებში, წარმოებაში ან სხვა მიზნით.
  • ფრანშიზი წარმოადგენს უფლების გადაცემას ძირითადი საშუალებების, სავაჭრო მარკების, მატერიალური და არამატერიალური აქტივების გამოყენებაზე.
  • სავაჭრო მარკები, ნიშნები, ემბლემები და საფირმო სახელები წარმოადგენს კომპანიების, მათი პროდუქციის და გაწეული მომსახურების სპეციალურ დასახელებებს, ნიშნებს და ემბლემებს, რომლებიც დაცულია კანონით და სხვა კომპანიებს მათი გამოყენების უფლება აქვთ მხოლოდ უფლების შეძენის შემთხვევაში.
  • კომპიუტერული პროგრამა არის არამატერიალური აქტივი, თუ ის არ წარმოადგენს აპარატული საშუალების შემადგენელ ნაწილს.

არამატერიალური აქტივების მიღების აღრიცხვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არამატერიალური აქტივების შეძენა:

დ. 2500 - არამატერიალური აქტივები
დ. 3340 - გადახდილი დღგ
კ. 3110 - მოწ.და მომსახ.წარმოქმნილი ვალდებულებები

არამატერიალური აქტივების მიღება გრანტით:

დ. 2500 - არამატერიალური აქტივები
დ. 4410 - გადავადებული შემოსავალი

არამატერიალური აქტივის გაცვლა:

დ. 2500 - არამატერიალური აქტივები
დ. 2600' - არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია
დ. 2500' - არამატერიალური აქტივები

არამატერიალური აქტივების შეძენა საწარმოთა გაერთიანებით:

დ. 2100 - ძირითადი საშუალებები
დ. 2540 - გუდვილი
კ. 3110 - მოწ.და მომსახ.წარმოქმნილი ვალდებულებები
დ. 3300 - საგადასახადო ვალდებულებები

არამატერიალური აქტივების წარმოება:

დ. 2500 - არამატერიალური აქტივები
კ. 1620 - მარაგები
კ. 3130 - ხელფასი

თვითღირებულებისა და გადაფასების მეთოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფინანსურ აღრიცხვაში არამატერიალური აქტივების ჯგუფების აღიცხვა შეიძლება, როგორც თვითღირებულების, ისე გადაფასების მეთოდის პარალელური გამოყენებით.

  • თვითღირებულების მეთოდის მიხედვით, აქტივად აღიარების შემდეგ, ძირითადი საშუალება უნდა აღირიცხებოდეს მისი თვითღირებულებიდან დაგროვილი ცვეთისა და დაგროვილი გაუფასურების ზარალის გამოკლების შედეგად მიღებული თანხით. გაუფასურების ზარალი კი ეს ის თანხაა, რომლითაც აქტივის საბალანსო ღირებულება აღემატება მის ანაზღაურებად ღირებულებას.
  • გადაფასების მეთოდის მიხედვით, აქტივად აღიარების შემდეგ, ძირითადი საშუალება უნდა აფასდეს თუ შესაძლებელია აქტივის რეალური ღირებულის საიმედო შეფასება. გადაფასება სიდიდით უდრის, საბალანსო ღირებულებასა და რეალურ ღირებულებას შორის სხვაობას. თუ რეალური ღირებულება მეტია აქტივის საბალანსო ღირებულებაზე, მაშინ საქმე გვაქვს აფასებასთან, ხოლო თუ ნაკლები მაშინ ჩამოფასებასთან.

როდესაც ხდება რომელიმე ობიექტის გადაფასება, უნდა მოხდეს მთლიანად იმ ჯგუფის აქტივის გადაფასება, რომელშიც შედის მოცემული ობიექტი. აქტივების გადაფასების შესაბამისად გადაფასდება ხდება ორი მეთოდით:

ა) პროპორციული მეთოდით ცვეთა გადაიანგარიშება აქტივის მთლიანი საბალანსო ღირებულების ცვლილების პროპორციულად ისე, რომ გადაფასების შედეგად აქტივის საბალანსო ღირებულება უდრიდეს მის გადაფასებულ ღირებულებას.

თუ გადაფასება პირველად ხდება და სახეზე გვაქვს - აფასება მაშინ:

დ. 2500 - არამატერიალური აქტივები
კ. 5440 - არამატერიალური აქტივების გადაფასების რეზერვი
კ. 2600 - არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია

შემდგომი აფასებისას ადგილი აქვს გატარების გამეორებას, ხოლო თუ მოხდება ჩამოფასება და ჩამოფასება გადაფარავს გადაფასების რეზერვს, მაშინ:

დ. 2600 - არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია
დ. 5440 - არამატერიალური აქტივების გადაფასების რეზერვი
დ. 8280 - ზარალი არამატერიალური აქტივების ჩამოფასებიდან
კ. 2500 - არამატერიალური აქტივები

თუ გადაფასება პირველად ხდება და სახეზე გვაქვს - ჩამოფასება მაშინ:

დ. 2600 - არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია
დ. 8280 - ზარალი არამატერიალური აქტივების ჩამოფასებიდან
კ. 2500 - არამატერიალური აქტივები

შემდგომი ჩამოფასებისას ადგილი აქვს გატარების გამეორებას, ხოლო თუ მოხდება აფასება და აფასება გადაფარავს გადაფასების ზარალს, მაშინ:

დ. 2500 - არამატერიალური აქტივები
კ. 5440 - არამატერიალური აქტივების გადაფასების რეზერვი
კ. 8180 - მოგება არამატერიალური აქტივების აფასებიდან
კ. 2600 - არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია

ბ) ელიმინირების მეთოდით (elimination - ამოგდება, ლიკვიდაცია) ცვეთა აკლდება აქტივის მთლიან საბალანსო ღირებულებას, ხოლო სხვაობის თანხა გადაიანგარიშება აქტივის გადაფასებულ ღირებულებამდე. ეს მეთოდი გამოიყენება იმ შენობებისათვის, რომელთა გადაფასება ხდება მათი საბაზრო ღირებულების მიხედვით.

ცვეთის ელიმინირეაბა:

დ. 2500 - არამატერიალური აქტივები
კ. 2600 - არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია

აქტივის ღირებულების ზრდა:

დ. 2500 - არამატერიალური აქტივები
კ. 5440 - არამატერიალური აქტივების გადაფასების რეზერვი

ან

აქტივის ღირებულების შემცირება:

დ. 8280 - ზარალი არამატერიალური აქტივების ჩამოფასებიდან
კ. 2500 - არამატერიალური აქტივები

მომდევნო გადაფასების დროს, ინდექსაციის მეთოდის ანალოგიურად, გათვალისწინებული უნდა იქნეს წინა გადაფასების შედეგები. გადაფასების ორივე მეთოდის დროს მიიღება ერთნაირი შედეგი.

აფასებისას ძირითადი საშუალების გადაფასების რეზერვზე ნამეტი ტარდება შემდეგი გატარებით:

დ. 5440 - არამატერიალური აქტივების გადაფასების რეზერვი
კ. 5310 - გაუნაწილებელი მოგება

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "მთავარი ბუღალტერი". №1, 2007 წ.
  • "ბუღალტრული აღიცხვა" ა. ხორავა, ნ. კვატაშიძე, ნ. სრესელი, ზ. გოგრიჭიანი. 2008 წ.
  • "ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება" რ. ძაძამია. თბილისი. 2008