სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულების განსაზღვრის მეთოდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბუღალტრული აღრიცხვა
P Economy.png
ბუღ. აღრიცხვის საერთ. სტანდარტები
ბასსი და ფასსი
სააღრიცხვო პოლიტიკა
მარაგების აღრიცხვის მეთოდები
ანგარიშთა გეგმა
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულების განსაზღვრის მეთოდები (მატერიალური მარაგების შეფასების მეთოდები) — პრინციპები, რომლებითაც შესაძლებელია მარაგებიდან გასული და ნაშთად დარჩენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების ფინანსური ღირებულების დადგენა.

მმართველობითი აღრიცხვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მმართველობითი აღრიცხვა დახარჯული მასალების შეფასებისათვის იყენებს ექვს მეთოდს:

  • ინდივიდუალური თვითღირებულების მეთოდი - გამოიყენება ისეთი სახის მასალისა და დეტალებისათვის, რომელთაც მაღალი თვითღირებულება გააჩნიათ და შეიძლება საკუთარი თვითღირებულებით შევიდეს მზა პროდუქციის თვითღირებულებაში.
  • საშუალო შეწონილის მეთოდი - ემყარება პერიოდის განმავლობაში შეძენილი ან წარმოებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საშუალო შეწონილ თვითღირებულებას.
  • ფიფო მეთოდი (FIFO) - მიიჩნევა რომ მარაგებში პიველი შემოსული, პირველი გადის.
  • ლიფო მეთოდი (LIFO) - მიიჩნევა რომ მარაგებში ბოლო შემოსული, პირველი გადის.
  • ნიფო მეთოდი (NIFO) - მოითხოვს რომ მარაგებიდან გაცემული მასალები შეფასდეს მომავალში შესაძენი მასალების მოსალოდნელი ფასით.
  • ნორმატიული მეთოდი - საწარმოში დადგენილია მასალების ნორმატიული ფასი. მარაგებიდან გასული და ნაშთად დარჩენილი მასალების შეფასება ხდება ნორმატიული ფასით, რომელიც ფაქტიურისაგან განსხვავდება.

ფინანსური აღრიცხვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფინანსური აღრიცხვა ეყრდნობა ბასს-ისა და ფასს-ის სტანდარტებს. ბასს 2 ადგენს თვითღირებულების განსაზღვრის სამ მეთოდს:

  • სპეციფიკური იდენტიფიკაციის მეთოდი - ცალკეული სახის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, რომლებიც არ არიან ურთიერთშემცვლელი, აგრეთვე სპეციფიკური პროექტისათვის წარმოებული საქონლისა და მომსახურეობის თვითღირებულება უნდა განისაზღვროს მათი ინდივიდუალური დანახარჯების სპეციფიკური იდენტიფიკაციით.
  • ფაიფოს მეთოდი (FIFO) - ამ მეთოდის დროს მიიჩნევა რომ გაყიდვის შემთხვევაში მარაგებიდან გადის პირველად შესყიდული მატერიალური ფასეულობა და შესაბამისად საბოლოო ნაშთიც ითვლება ამ მეთოდიდან გამომდინარე.
  • საშუალო შეწონილის მეთოდი - ემყარება პერიოდის განმავლობაში შეძენილი ან წარმოებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საშუალო შეწონილ თვითღირებულებას.

საგადასახადო აღრიცხვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საგადასახადო აღირცხვა - საქონლის რეალიზაციისას გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღსარიცხავად გამოიყენოს სამიდან ერთ-ერთი მეთოდი:

  • ინდივიდუალური აღრიცხვის მეთოდი - თითოეული მარაგი ფასდება ინდივიდუალურად.
  • საშუალო შეწონილის მეთოდი - ემყარება პერიოდის განმავლობაში შეძენილი ან წარმოებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საშუალო შეწონილ თვითღირებულებას.
  • ფაიფოს მეთოდი (FIFO) - მიიჩნევა რომ მარაგებში პიველი შემოსული, პირველი გადის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ა. ხორავა "ბუღალტრული აღრიცხვა". თბილისი. 2008 წ.
  • ი. ჭილაძე "მმართველობითი აღრიცხვა". თბილისი 2012 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]