საწარმოს სააღრიცხვო პოლიტიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბუღალტრული აღრიცხვა
P Economy.png
ბუღ. აღრიცხვის საერთ. სტანდარტები
ბასსი და ფასსი
სააღრიცხვო პოლიტიკა
მარაგების აღრიცხვის მეთოდები
ანგარიშთა გეგმა
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

საწარმოს სააღრიცხვო პოლიტიკაფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) მიერ მოთხოვნილი პრინციპები, რომელიც მოითხოვს რომ, საწარმომ უნდა შეიმუშაოს სააღრიცხვო პოლიტიკა და ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ფინანსური ანგარიშგების შედგენის დროს იხელმძღვანელოს სააღრიცხვო პოლიტიკაში აღწერილი დებულებებით.

ვიკიციტატა
„როცა სტანდარტი ან ინტერპრეტაცია კონკრეტულად ეხება რომელიმე ოპერაციას, სხვა მოვლენას ან გარემოებას, სააღრიცხვო პოლიტიკა, რომელიც ამ შემთხვევაში გამოიყენება, უნდა განისაზღვროს ამ სტანდარტის ან ინტერპრეტაციის გამოყენებით, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (ბასს) მიერ მოცემული სტანდარტის ან ინტერპრეტაციისათვის გამოცემული შესაბამისი დანერგვის მითითებების გათვალისწინებით.[1]

საწარმოს სააღრიცხვო პოლიტიკის შერჩევა ხდება საწარმოს საფინანსო-ეკონომიკური და იურიდიული სამსახურების მონაწილეობით ან მომსახურე საკონსულტაციო ფირმის მიერ. ამავე დროს პასუხისმგებლობა სააღრიცხვო პოლიტიკაზე ეკისრება საწარმოს ხელმძღვანელს.

ფასს-ის ძირითადი დაშვებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სააღრიცხვო პოლიტიკის საფუძველია ფასს-ის შემდეგი ძირითადი დაშვებები:

  • დარიცხვის მეთოდი - სამეურნეო ოპერაციების შედეგებისა და სხვა მოვლენების აღიარება ხდება მათი მოხდენისთანავე.
ვიკიციტატა
„საწარმოს ფინანსური ანგარიშგება უნდა მომზადდეს დარიცხვის მეთოდის გამოყენებით.[2]
  • ფუნქციონირებადი საწარმო - ფინანსური ანგარიშგებისათვის აუცილებელი მოთხოვნა, რომ აღრიცხვა გაგრძელდეს მინიმუმ ერთი წელი მაინც.
ვიკიციტატა
„საწარმოს ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესსში, მისმა ხელმძღვანელობამ უნდა შეაფასოს, აქვს თუ არა საწარმოს საწარმოს საქმიანობის გაგრძელების უნარი, როგორც ფუნქციონირებად საწარმოს. ფინანსური ანგარიშგება უნდა მომზადდეს საწარმოს ფუნქციონირებადობის პრინციპის გათვალისწინებით, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც საწარმოს ხელმძღვანელს განზრახული აქვს საწარმოს ლიკვიდაცია ან საქმიანობის შეწყვეტა, ანუ მას არ აქვს რეალური არჩევანი, ასე რომ არ მოიქცეს.[2]

ფინანსური ანგარიშგების ხარისხობრივი მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სააღრიცხვო პოლიტიკის შესამუშავებლად აუცილებელია რომ საწარმოს ანგარიშგებები ეყრდნობოდეს შემდეგ ობიექტურ მახასიათებლებს:

  • აღქმადობა - ინფორმაციის ისეთი ფორმით მიწოდებას, რომელიც ადვილად გასაგები და გამოსაყენებელი იქნება მომხმარებლისათვის.
  • შესაბამისობა - ინფორმაცია უნდა იყოს: სასარგებლო მომხმარებელთა ყველა დონისათვის გადაწყვეტილების მისაღებად.
  • საიმედოობა - ინფორმაცია უნდა იყოს ნეიტრალური, სრული, სამართლიანად წარდგენილი და შინაარსის ფორმაზე აღმატებული.
  • შესადარისობა - ანგარიშგებები უნდა იყოს ფორმით მსგავსი, რომ ინფორმაციის მიმღებს შეეძლოს, სხვადასხვა პერიოდის მონაცემების ერთმანეთთან შედარება.

ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუღალტრული აღრიცხვა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

  • ორმხრივობა - საწარმოს აქტივები უნდა იყოს ვალდებულებებისა და კაპიტალის ჯამის ტოლი.
  • ფულადი შეფასება - ბუღალტრულ აღრიცხვა ეფუძნება მხოლოდ ფულად საზომში წარმოდგენილ მონაცემებს.
  • საწარმოს ავტონომიურობა - საწარმოს ანგარიშები გამიჯნული უნდა იყოს მისი დამფუძნებლების ანგარიშებისაგან.
  • უწყვეტობა - საწარმო იფუნქციონირებს განუსაზღვრელი დროის განმავლობაში.
  • თვითღირებულება - საშუელებები შეძენისას აღირიცხება თვითღირებულებით.
  • კონსერვატივიზმი - ბუღალტრული აღრიცხვა არ უნდა იძლეოდეს ფინანსური მდგომარეობის გაუმართლებელ ოპტიმისტურ შეფასებებს.
  • მატერიალურობა (არაარსებითობა) - ბუღალტრულ აღრიცხვაში მხედველობაში არ მიიღება არაარსებითი ფაქტი.
  • რეალიზაცია - საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლები აღირიცხება აქტივის მყიდველზე გადაცემის ან მომსახურების გაწევის დროს.
  • შესაბამისობა - საანგარიშო პერიოდში ის გასავლები მიიჩნევა ხარჯებად, რომელიც მონაწილეობს ამ პერიოდის შემოსავლების მიღებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ა. ხორავა "ბუღალტრული აღრიცხვა" თბილისი. 2008.
  • რ. ძაძამია "ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება" თბილისი. 2008

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბასს 8, VII პუნქტი
  2. 2.0 2.1 ბასს 1