ანწლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანწლი

ყვავილობის დროს
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  გოქშოსნაირნი
ოჯახი:  ადოქსასებრნი
გვარი:  ანწლი
სახეობა:  ანწლი
ლათინური სახელი
Sambucus ebulus (L., 1753)
სინონიმები
  • Ebulum humile (Mill.) Garcke
  • Sambucus herbacea Gilib.
  • Sambucus humilis Mill.

ანწლი[1] (ლათ. Sambucus ebulus) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ადოქსასებრთა ოჯახისა. გამოირჩევა უსიამოვნო სუნით. აქვს სწორი ღერო, რომელიც სიმაღლეში 80-150 სმ-ია, იგი დაღარულია, მარტივი ან სუსტად დატოტვილი, ძირითადად – შიშველი. ფოთოლი კენტფრთისებურია, 5–11 მოგრძოლანცეტა ფოთოლაკით, კიდეებზე ხერხკბილა. ყვავილედი კენწრული ფარისებური საგველაა. გვირგვინი თეთრი ფერისაა, ზოგჯერ მოვარდისფრო ან მომწვანოც გვხვდება. ნაყოფი ფერად შავია. ყვავილობს ივნის-აგვისტოში, ნაყოფს იძლევა აგვისტო-ოქრომბერში. გავრცელებულია კავკასიაში (მ.შ. მთელ საქართველოში), ევროპაში, შუა და მცირე აზიაში, ირანსა და ერაყში. იზრდება დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე მდინარეთა ნაპირებზე, ტყისპირებზე, ქვიან ადგილებში.[2]

გურულად და იმერულად ეწოდება ანწლიკა; ჭანურად — ანწკლი, ინჭირა, ინჭირი; მეგრულად — ინჭირია, ინჭილია, ინჭირი; სვანურად — განჭვ, განჭვ.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მაყაშვილი ა., ანწლი // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.
  2. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 12.