ადოქსასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ადოქსასებრნი
Kwiat 001pl.jpg
მუშკოსანი ადოქსა (Adoxa moschatellina)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Adoxaceae (E. Mey. 1839)

ადოქსასებრნი (ლათ. Adoxaceae) — ყვავილოვან მცენარეთა ოჯახი გოქშოსნაირთა რიგისა. მრავალწლოვანი ბალახები ან ბუჩქებია, იშვიათად არამაღალი ხეები. ყვავილობენ გაზაფხულით. დამტვერვა მწერების საშუალებით ხორციელდება, შესაძლოა განვითარდეს თვითდამტვერვა. ნაყოფი კურკიანაა. რამდენიმე სახეობა გამოიყენება მედიცინაში, რამდენიმე დეკორატიული მცენარეა. აქვთ მოპირისპირედ განლაგებული ფოთლები. ყველაზე ცნობილი გვარებია ანწლი (ლათ. Sambucus) და ძახველი (ლათ. Viburnum). საერთოდ მოიცავს 5 გვარს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Бородина А. Е. Семейство адоксовые (Adoxaceae) // Жизнь растений : в 6 т. / гл. ред. А. Л. Тахтаджян. — М. : Просвещение, 1981. — Т. 5. Ч. 2 : Цветковые растения / под ред. А. Л. Тахтаджяна. — С. 378. — 512 с. — 300 000 экз.
  • Гладкова В. Н. Семейство жимолостные (Caprifoliaceae) // Жизнь растений : в 6 т. / гл. ред. А. Л. Тахтаджян. — М. : Просвещение, 1981. — Т. 5. Ч. 2 : Цветковые растения / под ред. А. Л. Тахтаджяна. — С. 375—378. — 512 с. — 300 000 экз.
  • Адоксовые / С. Р. Майоров // А — Анкетирование. — М. : Большая российская энциклопедия, 2005. — С. 240. — (Большая российская энциклопедия : [в 35 т.] / гл. ред. Ю. С. Осипов ; 2004—2017, т. 1). — ISBN 5-85270-329-X.