ანუშ ბაბაჯანიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანუშ ბაბაჯანიანი
დაიბადა 23 ოქტომბერი, 1983(1983-10-23)[1] (40 წლის)
დაბადების ადგილი ერევანი[2]
საიტი http://anushbabajanyan.org/

ანუშ ბაბაჯანიანი (სომხ. Անուշ Բաբաջանյան; დ. 23 ოქტომბერი,1983, ერევანი) — სომეხი ფოტოჟურნალისტი და ქალთა ფოტოკოლექტივის 4Plus-ის დამფუძნებელი. ის ყველაზე მეტად ცნობილია კავკასიის კონფლიქტურ ზონებში ცხოვრების ამსახველი ფოტოდოკუმენტებით.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანუშ ბაბაჯანიანი სწავლობდა კავკასიის მასობრივი ინფორმაციის ინსტიტუტში.[3] 2005 წელს ბაბაჯანიანმა დაამთავრა World Press Photo ფოტოგრაფიის კურსი, რომელიც ორგანიზებული იყო რუბენ მანგასარიანის მიერ.[4] 2006 წელს დაამთავრა ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტი მასობრივი კომუნიკაციების სპეციალობის განხრით.[5]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკოლის დამთავრების შემდეგ ბაბაჯანიანი მუშაობდა სომხეთში BBC-ის მონიტორინგის სამსახურში კონტრაქტორად, რის შემდეგაც იგი გახდა თავისუფალი ფოტოჟურნალისტი.[5]

2008 წლიდან ბაბაჯანიანმა ერევნის ქუჩებში დაიწყო ქალების გადაღება, რომლებიც გამოირჩეოდნენ ნათელი და თავისუფალი სამოსით. აქედან გამომდინარე შეიმუშავა პროექტი, რომელსაც მან უწოდა Inlandish (ინტრავაგანტური), გამოიყენა რა ნეოლოგიზმი სიტყვის outlandish-ის(ექსტრავაგანტური) საპირისპიროდ, რომელშიც მან გამოიკვლია, თუ როგორ ვლინდება ქალების შინაგანი ცხოვრება მათ გარეგნობაში.[3]

2009 წელს ბაბაჯანიანმა დაიწყო პროექტი გიუმრის მიწისძვრის შედეგად გადარჩენილთა დოკუმენტირებისთვის.ოცი წლის შემდეგაც კი, თითქმის 4000 ოჯახი ცხოვრობდა იმპროვიზირებულ ლითონის ქოხებში და სახლებში. მათ არ ჰქონდათ ელექტროენერგია, წყალი და იმდენად სავალალო მდგომარეობა იყვნენ, რომ კიდევ ერთ მიწისძვრას შეიძლება მთლიანად გაენადგურებინა. მისი ნამუშევრები 2009 წლის დეკემბერში ერევანში გამოიფინა(6)

2013 წელს ბაბაჯანიანმა დააარსა ქალთა ფოტოკოლექტივი 4Plus.[4] ათი ფოტოგრაფის ერთობლივი გამოფენა „დედა სომხეთი“ 4Plus-ის ერთ-ერთი პირველი პროექტი იყო. ერევნის გამარჯვების პარკში მდებარე „დედა სომხეთის“ ქანდაკებით შთაგონებული და კონტრასტი, რომელიც ქალთა პატივისცემის სიმბოლოა, ათი ფოტოპროექტიდან თითოეული აშუქებს სხვადასხვა საკითხს, რომელიც დგას ქვეყნის ქალების წინაშე. ბაბაჯანიანმა ასევე დაიწყო გრძელვადიანი პროექტი, რომელიც ადასტურებს ფოტოდოკუმენტებით სომეხი ქალების სამუშაოდ მიგრაციას თურქეთში.[6]

2016 წელს ბაბაჯანიანმა დაიწყო პროექტი სირიელი სომხების გამოცდილების ფოტოდოკუმენტაციისთვის, რომლებიც სირიის სამოქალაქო ომიდან გაიქცნენ ერევანში. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის მთავრობამ სწრაფი ზომები მიიღო ლტოლვილებისთვის მოქალაქეობის მინიჭების მიზნით, მათი ეკონომიკური მდგომარეობა კვლავ სახიფათო იყო: არ იყო სამუშაო, ასევე არ იყო საკმარისი ოფიციალური საცხოვრებელი სახლები. ბაბაჯანიანის ფოტოები ასახავს ლტოლვილთა საშინაო ცხოვრებას. კერძოდ, მან აჩვენა მნიშვნელოვანი არტეფაქტები, რომლებიც მათ თან მოიტანეს წარსული ცხოვრების გასახსენებლად.[7] ჯონ სტანმეიერთან და სერა აკჩანთან ერთად მან წამოიწყო Bridging Stories, ფოტოგრაფიის სასწავლო პროგრამა თურქებისა და სომხებისთვის, რათა გადაეღო მათი ყოველდღიური ცხოვრება,გაეზიარებინა ისინი ინსტაგრამზე და ამით ხელი შეეწყოთ ხალხებს შორის ურთიერთპატივისცემისთვის.[8]

2017 წელს ბაბაჯანიანი მოგზაურობს კოტ დ'ივუარში,სადაც დოკუმენტალურად ასახა ხალხის რწმენა ტყუპების მისტიკური ძალების შესახებ. ერთნაირად ჩაცმული დები და ძმები დახეტიალობდნენ მეჩეთებში და გამვლელები მათ ფულს აძლევდნენ კურთხევის სანაცვლოდ. ფოტოების სერია გამოიფინა აბიჯანიში.[9] იგი ასევე გამოჩნდა ლევისონ ვუდის სატელევიზიო გადაცემაში „რუსეთიდან ირანში“, სადაც წამყვანი ამოგზაურა მთიან ყარაბაღში.[10]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.jeux.francophonie.org/laureats/pages-personnelles/anush-babajanyan
  2. https://www.calvertjournal.com/features/show/12632/creative-cities-yerevan-people
  3. 3.0 3.1 Claire Voon. (19 September 2016) The Street Style of Armenian Women. Hyperallergic. ციტირების თარიღი: 9 December 2017
  4. 4.0 4.1 Karine Vann. (26 July 2016) Empowering Women Through Photography. Picsart. ციტირების თარიღი: 9 December 2017
  5. 5.0 5.1 Alessia Glaviano (6 June 2017). „Anush Babajanyan • Portfolio“. Vogue. ციტირების თარიღი: 10 December 2017.
  6. Liana Aghajanian (20 December 2009). „Culture Vulture: Photojournalist Anush Babajanyan“. Ianyan Mag. ციტირების თარიღი: 10 December 2017.
  7. Jordan G. Teicher (27 June 2017). „After a Century, Syrian Refugees Return to Armenia“. The New York Times. ციტირების თარიღი: 9 December 2017.
  8. James Estrin (24 January 2017). „Building Bridges Between Turkey and Armenia“. The New York Times. ციტირების თარიღი: 10 December 2017.
  9. Maanvi Singh. (25 November 2017) PHOTOS: People Think The Twins Of Abidjan Can Make A Wish Come True. NPR. ციტირების თარიღი: 9 December 2017
  10. From Russia to Iran: Crossing the Wild Frontier. Bradfordzone (4 September 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ნოემბერი 2017. ციტირების თარიღი: 10 December 2017