ანდრია მაუროვიჩი
ანდრია მაუროვიჩი | |
---|---|
დაიბადა | 29 მარტი, 1901[1] [2] [3] [4] [5] |
დაბადების ადგილი | კოტორი |
გარდაიცვალა | 2 სექტემბერი, 1981[1] [2] [3] [5] (80 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ზაგრები |
ანდრია მაუროვიჩი (ხორ. Andrija Maurović, დ. 29 მარტი, 1901 — გ. 2 სექტემბერი, 1981) — ცნობილი კომიქსების ავტორი, რომელსაც ხორვატიული და იუგოსლავური კომიქსების მამას უწოდებდნენ.[6] ცნობილია კომიქსების სერიით „მოხუცი მიკი, მუხუცი კატა“, რომელიც 1930-იან წლებში გამოიცა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაუროვიჩი დაიბადა სოფელ მუოში (კოტორის ნაწილი) კოტორის ყურეში, თანამედროვე ჩერნოგორიის ტერიტორიაზე (იმ დროს ავსტრია-უნგრეთი). მისი მშობლები იყვნენ: მამა სლოვენიელი [7][8] და დედა ხორვატი ბოკა კოტორსკიდან (ამჟამად მონტენეგრო).[9][10][11] პოლონეთში, კრაკოვში ხანმოკლე ყოფნის შემდეგ, ის ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ახლომდებარე ქალაქ დუბროვნიკში გადავიდა, სადაც დაწყებით და საშუალო სკოლაში სწავლობდა.
მწერალ ივო ვოინოვიჩის რეკომენდაციით ჩაირიცხა ზაგრების სამხატვრო აკადემიაში. მას მალე შეექმნა კონფლიქტი წესებსა და რეგულაციასთან დაკავშირებით, რადგან აკადემია სტუდენტებს სწავლის დროს უკრძალავდა მუშაობას. პარალელურად მან დაიწყო წიგნების, ყოველკვირეული და ყოველდღიური გაზეთების ილუსტრირება, ასევე მუშაობდა გრაფიკულ დაწესებულებებში. ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი, განსაკუთრებით ხატვის მიმართულებით, მაგრამ მან სწავლა პირველ სასწავლო წელსვე მიატოვა. უკიდურესად დაკავებული საქმით, რომელიც ძალიან მოსწონდა, სერიოზულად არ უყურებდა თავის აკადემიურ პრობლემებს. მუშაობდა ილუსტრაციებზე, ანიმაციებზე, პლაკატებზე და გრაფიკულ დიზაინზე. სიცოცხლის ბოლოს მაუროვიჩმა „მიატოვა უნივერსალურ კომიქსებზე მუშაობა და დაუბრუნდა ასკეტური ცხოვრების წესს, რომელიც გამორიცხავდა წყლისა და ელექტროენერგიის ფუფუნებას, ხატავდა უზარმაზარ ზეთის ტილოებს აპოკალიფსური მოტივებით“.[12]
შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1935 წელს მან შექმნა თავისი პირველი კომიქსები „Verenika Maca“, რომელიც გამოქვეყნდა ზაგრების გაზეთ „Novosti“-ში. იმავე წელს მაუროვიჩმა შექმნა ერთობლივი გამოცემა Oko — პირველი იუგოსლავიური კომიქსების ჟურნალი. მაუროვიჩი თანამშრომლობდა ბევრ გამოჩენილ ხორვატ მწერალთან და სცენარისტთან, როგორიცაა ფრანკო ფუისი. მან ასევე შექმნა ილუსტრაციები მსოფლიო კლასიკოსების ისეთი მწერლების ლიტერატურულ ნაწარმოებებზე, როგორებიცაა ალექსეი ტოლსტოი, ზეინ გრეი, ავგუსტ შენოა, ჯეკ ლონდონი, ბ. ტრევენი, მაქს ბრენდი და გერბერტ უელსი.[13]
მაუროვიჩი აღიარებული იყო, როგორც წარმატებული პლაკატის დიზაინერი, სოციალისტური რეალიზმის წარმოების ფარგლებში, როდესაც პოსტერების პროპაგანდა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ახლა.[14] ის იყო ზღვის პეიზაჟების და აპოკალიფსური სცენების მხატვარი, კარიკატურისტი, ილუსტრატორი, მქადაგებელი და კომიქსების ავტორი. მაუროვიჩმა გამოაქვეყნა ნახატების სერია, რომელიც მიანიშნებდა ქორწინების გარეშე და ცოლ-ქმრულ ურთიერთობებზე.[15] მან თავისი ცხოვრება გაატარა მრავალი შთამბეჭდავი კომიქსების გმირის შექმნაში. ანდრია მაუროვიჩი შეტანილია,როგორც კომიქსების ავტორი მსოფლიოს ყველა ენციკლოპედიასა და პუბლიკაციაში, მან წამყვანი ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიო კომიქსების ხელოვნებაში. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და პრემია, ხოლო რეპუტაცია, რომელსაც მან მიაღწია, შედარებულია მსოფლიოს უდიდესი სახელებისა და მულტფილმების შემქმნელების მიღწევებსა და დიდებასთან.
მაუროვიჩმა თავისი ყველაზე ცნობილი კომიქსების სერიის პერსონაჟის მოხუცი კატა-ტომის შექმნა 1937 წელს დაიწყო.[16][17][18] სერიალი, თავის გმირებთან ერთად, შეიქმნა ჟურნალისტ ფრანჟო ფუისოს თანამშრომლობით, რომელსაც სძულდა ფილმების ადაპტაცია და მის ნაცვლად ორიგინალური სერია აირჩია. პერსონაჟი „ძველი მაჩაკი“ პირველად „გოსპოდარი ზლატნი ბრეგოვიში“ გამოჩნდა (ოქროს ბორცვების მეპატრონე, იანვარი 1937), როგორც მოხუცი მოგზაური, რომელმაც ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მეხსიერება დაკარგა. ნამუშევარი პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „ნოვოსტი“-ში, მალე კი კომიქსების ჟურნალში — „Mickey“ სახელწოდებით Crni Jahač (ბნელი მხედარი, 1938). ის არ არის ტიპიური დასავლური გმირი, რადგან მაუროვიჩი შთაგონებას ყოველდღიურ ნაცნობებში ეძებდა.
კომიქსები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კომიქსების მკვლევარებმა ზდრავკო ზუპანმა და სლავკო დრაგინჩიჩმა შეაქეს მაუროვიჩი ვიზუალური დინამიკის განვითარების ოსტატური უნარისთვის, განსაკუთრებული აქცენტით შავ-თეთრ კონტრასტზე. მაუროვიჩმა უგულებელყო გლობალური კომიქსების 1930-იან წლების ტენდენციები, შექმნა საკუთარი ექსპრესიული სტილი და გამოიყენა უამრავი თემა თავისი ნაშრომებისთვის. ეს მოიცავდა როგორც მონოქრომატული სფუმატოს გამოყენებას, ასევე თამაშებს პერსპექტივებითა და სცენებით.[19] სწორედ ამ მიზეზების გამო მას ხშირად მიიჩნევენ კომიქსებისა და ილუსტრაციების მამად ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიებზე და მათ ყველაზე პოპულარულ ავტორად.[20][21] გორან სუჯუკმა შეაქო ის, როგორც „ნამდვილად უნიკალური ფიგურა მთელ კომიქსურ სფეროში, და არა მხოლოდ ხორვატიაში“. მის სახელს ატარებს კომიქსების კლუბი კოტორში.
1935 წელს დაწყებული, შედარებით მოკლე დროში (1935-1940), თავისი პირველი კომიქსით „ხმლის პატარძალი“ დაწყებული, მან დახატა დიდი რაოდენობით კომიქსები, მათ შორის: „ნიდერლანდების იმპერატრიცა“, „ბედია მარსიდან“ (ალექსეი ტოლსტოის მიხედვით), „სამი ადამიანი სიბნელეში“ (მაქს ბრენდის მიხედვით), „მეშვიდე მსხვერპლი“ (მაქს ბრენდის მიხედვით), „შავი მხედარი“ და სხვა.ის ასევე აგრძელებდა კომიქსების შექმნას მეორე მსოფლიო ომის დროს და ომის შემდეგაც.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2.0 2.1 Discogs — 2000.
- ↑ 3.0 3.1 Hrvatski biografski leksikon — 1983.
- ↑ Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. Savoy — B: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088 — doi:10.1515/AKL
- ↑ 5.0 5.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ Marina Biluš (3 April 2007). „Istine i laži o majstoru stripa i erotike“ [Truths and lies about a master of comics and erotica]. Nacional (Croatian) (594). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-09. ციტირების თარიღი: 2021-02-15.
- ↑ Đuro Vidmarović, Hrvatska predsjednica među Hrvatima u Boki kotorskoj დაარქივებული 2021-04-26 საიტზე Wayback Machine. , Hrvatsko kulturno vijeće, 7 July 2015.
- ↑ Miljenko Jergović, Andrija Maurović: Rođen u Muo დაარქივებული 2021-04-26 საიტზე Wayback Machine. , jergovic.com, 14 September 2013.
- ↑ Mladen Hanzlovsky, Andrija Maurović — Portret kroz zaboravljeni razgovor, 1976, Zagreb
- ↑ Povratak starog mačka (komad), HR-HDA-1387 — Zbirka hrvatskih kratkometražnih filmova (zbirka), arhiv.hr, Retrieved 4 February 2018.
- ↑ Marina Tenžera, Osim političkog tjednika 7Dnevno sve su novine sramotno izbacile strip!, 7Dnevno 11 September 2015., dnevno.hr, 12 September 2015., Retrieved 4 February 2018.
- ↑ My Five Most Influential Croatian Comic Book Artists | CBR. ციტირების თარიღი: 2021-12-22
- ↑ The Culture of the Europeans: From 1800 to the Present დაარქივებული 2021-04-26 საიტზე Wayback Machine. , Donald Sassoon, HarperPress, 2006, pp. 1077
- ↑ Dulibić, Frano (2018). Andrija Maurović: Between Political Ideologies and Pornography (case study exhibition). Zagreb: Muzej suvremene umjetnosti, Zagreb, გვ. 54. ISBN 978-953-8146-50-3.
- ↑ Dulibić, Frano (2018). Andrija Maurović: Between Political Ideologies and Pornography (case study exhibition). Zagreb: Muzej suvremene umjetnosti, Zagreb, გვ. 55. ISBN 978-953-8146-50-3.
- ↑ Stari mačak europskog stripa | Arhiv tekstova | Hrvatska Riječ. ციტირების თარიღი: 2021-12-22
- ↑ The World encyclopedia of comics, Volume 1 დაარქივებული 2021-04-26 საიტზე Wayback Machine. , Maurice Horn, Chelsea House Publishers, Jul 1, 1976, pp. 42
- ↑ Comics: an illustrated history დაარქივებული 2021-04-26 საიტზე Wayback Machine. , Alan Clark, Laurel Clark, Green Wood, 1991, pp. 138
- ↑ Архивированная копия. ციტირების თარიღი: 2021-12-22
- ↑ Histoire mondiale de la bande dessinée დაარქივებული 2021-04-26 საიტზე Wayback Machine. , Claude Moliterni, P. Horay, 1989
- ↑ Coca-Cola Socialism: Americanization of Yugoslav Culture in the Sixties დაარქივებული 2021-04-26 საიტზე Wayback Machine. , Radina Vucetic, pp. 222