სფუმატო
სფუმატო (იტალ. Sfumato, სიტყვასიტყვით — კვამლივით გამქრალი) — ფერწერულ ნაწარმოებში გამოსახულების მკაფიო კონტურების ერთგვარი შერბილება, გაბუნდოვნება, რითაც სურათზე ნათლად გადმოიცემა განათებისა და სივრცის ეფექტი. ეს მხატვრული ხერხი ლეონარდო და ვინჩის მიერ არის დამუშავებული სიღრმის ეფექტის გადმოსაცემად.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „სფუმატო“ ვიკისაწყობში.