ამრუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კუნძულის მდებარეობა

ამრუმი (გერმ. Amrum) — გერმანიის კუთვნილი კუნძული ჩრდილოეთის ზღვაში, ჩრდილოეთ ფრიზის კუნძულების შემადგენლობაში. მიეკუთვნება შლეზვიგ-ჰოლშტაინის მხარეს. ფართობი 20,46 კმ²-ს შეადგენს.

ამრუმზე გავრცელებულია ფლორისა და ფაუნის მრავალი საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობა. ნიადაგი სოფლის მეურნეობისათვის არახელსაყრელია.

კუნძული გერმანიაში საკმაოდ პოპულარულ კურორტს წარმოადგენს და მისი 2,300 მოსახლე თითქმის მთლიანად დამოკიდებულია ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე.

ამრუმის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა ამავე სახელწოდების შუქურა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: