ალმათის წიგნების მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალმათის წიგნების მუზეუმი

ყაზახეთის გამომცემლობებში დაბეჭდილი აუეზოვის თხზულებების ტომები (50 ტ.) და სხვა წიგნები
43°14′52″ ჩ. გ. 76°57′03″ ა. გ. / 43.24778° ჩ. გ. 76.95083° ა. გ. / 43.24778; 76.95083
დაარსდა 1977
ქვეყანა ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
დაიხურა 2016
მდებარეობა ალმათი
Map

ალმათის წიგნების მუზეუმი (ყაზახ. Республикалық кітап мұражайы) — ყაზახეთის ლიტერატურისა და წიგნის გამომცემლობის ისტორიის ყოფილი მუზეუმი ალმათში, რომელიც მდებარეობდა ყაზახეთის სსრ-ის პურისა და კომბინირებული კვების პროდუქტების წარმოების სამინისტროს ყოფილ შენობაში.

მუზეუმის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნების მუზეუმი დაფუძნდა 1977 წელს რესპუბლიკის ბეჭდვითი საქმის სამინისტროს სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის, შერიაზდან ელეუკენოვის დავალებით.

მუზეუმის საცავი 20 ათასზე მეტ ექსპონატს მოიცავს. მათ შორის 500-ზე მეტი იშვიათი წიგნისა და ХVІІІ-ХІХ საუკუნეებიდან ХХ საუკუნის 40-იან წლემაბდე ხელნაწერების კოლექციას. აქ ასევე ინახება ძველებური ყაზახური და უცხოური ხელნაწერები, არაბული, ლათინური და კირილიცის შრიფტით ხელნაწერი და ძველებური ნაბეჭდი წიგნები, რომლებიც ისტორიულ-კულტურული და სამეცნიერო მნიშვნელობისაა.

მუზეუმის ექსპოზიციები, ფოტო და ვიდეომასალების გამოყენებით, განთავსებულია ოთხ ძირითად განყოფილებაში: ყაზახეთის სტეპების ძველი ხელნაწერები, ხელნაწერები — საუკუნეების მემკვიდრეობა, ადრეული სამამულო გამოცემები და ყაზახეთის ბეჭდურ-ხელნაწერი ძეგლები. შიგა კედლების მშვენება — თემატური პანო ისტორიას ასახავს.

2012 წელს მუზეუმში გაიმართა გამოფენა, რომელიც ყაზახი მწერლისა და დრამატურგის მუხთარ აუეზოვის დაბადებიდან 115 წლისთავს ეძღვნებოდა, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო წიგნები აუეზოვის პირადი ხელმოწერეით, რომან „აბაი“-ს პირველი გამოცემა, რომელიც ალმა-ათაში 1942 წელს გამოიცა. ასევე სხვადასხვა წიგნების ფასეული ექსპონატები ლათინურ ენაზე: „Енлик-Кебек“, „Қилы заман“, „Қараш-қараш“, „Қорғансыздың күні“, „Тас түлек“ და სხვა.

2016 წლიდან შენობაში „კულთურათა დაახლოების ცენტრია“ განთავსებული. მუზეუმის ექსპოზიციის ნაწილი გადატანილია იშვიათი წიგნების მუზეუმში, რომელიც სამუზეუმო კომპლექსის „Ғылым ордасы“-ის ტერიტორიაზე მდებარეობს.

მუზეუმის შენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1935 წელს არქიტექტორ ვლადიმერ ტვერდოხლებოვის პროექტით აშენდა შენობა სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროსთვის (შემდგომში ყაზახეთის სსრ-ის პურისა და კომბინირებული კვების პროდუქტების წარმოების სამინისტრო). პროექტის სკულპტორი იყო წარმოშობით ჩეხი, საბჭოთა სკულპტორი ივან ვახეკი, რომელიც ყაზახეთში იყო გადასახლებული.

ორსართულიანი შენობა აგურით იყო ნაშენები. სხვადასხვა პერიოდში შენობაში განთავსებული იყო სხვადასხვა დაწესებულებები. მათ შორის: ტრესპი „ყაზლუდი“, მასთან არსებული „გამაგრილებელი სასმელებისა და ნაყინის სანიმუშო მაღაზია და საზაფხულო პავილიონი“, სამმართველო „ყაზპური“, ასევე მასთან არსებული პურის მაღაზია და სხვა ორგანიზაციები.

ძეგლის სტატუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის 10 ნოემბერს დამტკიცდა ქალაქ ალმათის ადგილობრივი მნიშვნელობის ისტორიისა და კულტურის ძეგლთა ახალი სახელმწიფო ნუსხა. მისი გამოქვეყნებისთანავე ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა ძველი გადაწვეტილება ძალადაკარგულად ჩაითვალა.[1]. ამ დადგენილებაში შენარჩუნებულია პურისა და კომბინირებული კვების პროდუქტების წარმოების სამინისტროს ყოფილი შენობის სტატუსი, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლის. დაცული ზონების საზღვრები 2014 წელს დამტკიცდა.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]