ალიფ ჰაჯიევი
ალიფ ჰაჯიევი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Alif Hacıyev |
დაბადების თარიღი |
24 ივნისი 1953 ხოჯალი, აზერბაიჯანი |
გარდაცვალების თარიღი |
26 თებერვალი, 1992 (38 წლის) ხოჯალი, მთიანი ყარაბაღი, აზერბაიჯანი |
გარდაცვალების მიზეზი | მოკლული |
დაკრძალულია |
გმირთა ხეივანი, ბაქო, აზერბაიჯანი 40°21′41″N 49°49′16″E / 40.361320° ჩ. გ. 49.821174° ა. გ. |
ეროვნება | აზერბაიჯანელი |
მოქალაქეობა | აზერბაიჯანი |
ქვეშევრდომობა |
სსრკ→ აზერბაიჯანი |
წოდება | მაიორი |
შვილ(ებ)ი |
ზარინა ჰაჯიევა ირადა ჰაჯიევა |
მშობლები | მამა: ლათიფ ჰაჯიევი |
ჯილდოები | |
ბრძოლები |
ხოჯალის ხოცვა-ჟლეტა ყარაბაღის ომი |
ალიფ ლათიფის ძე ჰაჯიევი (აზერ. Əlif Lətif oğlu Hacıyev; დ. 24 ივნისი 1953, ხოჯალი, აზერბაიჯანი – გ. 26 თებერვალი 1992, ხოჯალი, მთიანი ყარაბაღი, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, ქალაქ ხოჯალის აეროპორტის სამხედრო კომენდანტი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნილი გმირი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალიფ ჰაჯიევი დაიბადა 1953 წლის 24 ივნისს, ქალაქ ხოჯალიში.[1] 1970 წელს, დაამთავრა ადგილობრივი საშუალო სკოლა. 1971-1973 წლებში, გადიოდა სამხედრო სამსახურს ქალაქ მინსკში. 1974-1984 წლებში, მუშაობდა ბელარუსისა და მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის მილიციის სხვადასხვა ბლოკ-პოსტებში.
მილიციაში მუშაობის პერიოდში, ცდილობდა დაეკავა ნაციონალისტები, რომლებიც ტერორისტულ საქმიანობაში იყვნენ ჩართულები. თუმცა, 1983 წელს, სომეხი ნაციონალისტების კონტრ-ბრალდებით იგი დააკავეს და 10 წელი მიუსაჯეს.[2] 1987 წელს, ჰაჯიევის საქმეს თავიდან გადაიხედა და სასჯელი 6 წლამდე შემცირდა, ხოლო 1989 წლის 20 თებერვალს გაათავისუფლეს. 1990 წელს ხელახლა მიიღეს მილიციაში, ხოლო 21 დეკემბერს, ჰაჯიევი დაინიშნა ხოჯალის აეროპორტის სამხედრო კომენდანტად, ხოლო ერთი წლის შემდეგ, 1991 წელს მიენიჭა მაიორის წოდება.
ხოჯალის ხოცვა-ჟლეტა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალიფ ჰაჯიევმა, სომხების მიერ მთლიანად გარშემორტყმულ ქალაქს, დაეხმარა რამდენიმე თვის მანძილზე გაეძლო გაზისა და ელექტროენერგიის გარეშე, შეზღუდული საკვების რაოდენობით.[3] როდესაც სომხეთის ოკუპანტმა ძალებმა, 25 თებერვალს დაიწყეს ქალაქზე სამივე მხრიდან შეტევა, ალიფმა ქალაქის ევაკუაციის ბრძანება გასცა. ჰაჯიევთან ერთად, ქალაქის რამდენიმე დამცველი, ღამით სამოქალაქო პირები გაჰყავდათ ქალაქიდან, მდინარე „გორგორის“ გასწვრივ, სოფელ ნახიჩევანლისთან, აზერბაიჯანის პოზიციებიდან ექვსი კილომეტრის დაშორებით, რომელიც აღდამის სოფელ შელისთან მდებარეობდა. სწორედ აქ, 26 თებერვლის გამთენიისას, სომეხმა ბოევიკებმა მასობრივად მოკლეს აზერბაიჯანელი სამოქალაქო მოსახლეობა, რომელიც შემდეგში ცნობილი გახდა, როგორც ხოჯალის ხოცვა-ჟლეტა.[4]
სიკვდილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალიფ ჰაჯიევი, იმ რამდენიმე აზერბაიჯანელი მებრძოლისგან ერთ-ერთი იყო, რომლებიც ასობით მშვიდობიან აზერბაიჯანელ მოსახლეობას აცილებდნენ, ხოჯალიდან გაქცეულებს. გზის ჯგუფებით გადაკვეთისას, ჰაჯიევმა სამოქალაქო მოსახლეობა დაიცვა, რომლის მხრივ სომხეთის ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს. მესამე ჯგუფის გაცილებისას, როდესაც ჰაჯიევი ავტომატის მაღაზიას ცვლიდა, სომხებმა მოკლეს.[5] ტყვია მის თავში მოხვდა. ჰაჯიევი ქალაქის 40 პასუხისმგებლისგან ერთ-ერთი იყო. გადარჩა მხოლოდ 10 ადამიანი. 26 თებერვალს, 613 აზერბაიჯანელი მოკლეს.[6] ჰაჯიევი, ბაქოს გმირთა ხეივანშია დაკრძალული.[4]
1992 წელს, მას აზერბაიჯანის ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Mammadova, Havva (2005). {{{title}}} (ru). Dom skazki, გვ. 191. ციტირების თარიღი: 2010-04-27.
- ↑ Vüqar, Əsgərov. Qarabağ cəngavəri. www.anl.az. ციტირების თარიღი: 4 February 2016.
- ↑ Pope, Hugh (2005). Sons of the conquerors: the rise of the Turkic world. Michigan: Overlook Duckworth, გვ. 59. ISBN 1-58567-804-X. ციტირების თარიღი: 2010-04-27.
- ↑ 4.0 4.1 Goltz, Thomas (1999). Azerbaijan Diary: A Rogue Reporter's Adventures in an Oil-Rich, War-Torn, Post-Soviet Republic. Michigan: M.E. Sharpe, Inc, გვ. 122–129. ISBN 0-7656-0244-X. ციტირების თარიღი: 2010-04-27.
- ↑ The Independent (London), 12 June 1992. Justice for Khojaly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 April 2010. ციტირების თარიღი: April 27, 2010.
- ↑ Список жертв армянского террора в Ходжалы. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-26. ციტირების თარიღი: 2017-02-23.