ალექსანდრე I (შოტლანდია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე I
Alexander I
შოტლანდიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1107
მმართ. დასასრული: 23 აპრილი, 1124
წინამორბედი: ედგარი
მემკვიდრე: დეივიდ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1078
დაბ. ადგილი: დანფერმლინი, შოტლანდია
გარდ. თარიღი: 23 აპრილი, 1124
გარდ. ადგილი: სტირლინგი, შოტლანდია
მეუღლე: სიბილა ნორმანდიელი
დინასტია: დანკელდები
მამა: მალკოლმ III
დედა: მარგარეტ უესექსელი
რელიგია: კათოლიციზმი

ალექსანდრე I (ინგლ. Alexander I of Scotland; დ. 1078, დანფერმლინი — გ. 23 აპრილი, 1124, სტირლინგი) — შოტლანდიის მეფე 1107–1124 წლებში. დანკელდების დინასტიის წარმომადგენელი.

ალექსანდრე I 1078 წელს დანფერმლინში დაიბადა. მამამისი იყო მალკოლმ III, ხოლო დედა — მარგარეტ უესექსელი. იგი მალკოლმისთვის მეხუთე ვაჟი იყო, მაგრამ სამი მათგანი ადრეულ ასეკში გარდაიცვალა. მალკოლმ III-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ძმა დონალდ III ავიდა, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ შოტლანდიაში ალექსანდრეს უფროსი ძმა, ედგარი გამეფდა.

1107 წელს ედგარი გარდაიცვალა. მას მემკვიდრე არ დარჩენია, ამიტომ ტახტზე ალექსანდრე ავიდა ალექსანდრე I-ის სახელით. ტახტზე ასვლის შემდეგ, მან თავის ძმასა და მემკვიდრეს, პრინცა დეივიდს სამხრეთ შოტლანდიის მართვის ნება დართო.

ალექსანდრე I ფაქტობრივად, აღიარებდა ინგლისის მეფე ჰენრი I-ისადმი მორჩილებას. მან იქორწინა ჰენრის არალეგალურ შვილზე, სიბილაზე. 1114 წელს ალექსანდრე I პირადად მეთაურობდა შოტლანდიის არმიას, რომელიც მან ჰენრის მიერ მოწყობილ უელსის წინააღმდეგ განხორციელებული კამპანიისთვის დასახმარებლად შეკრიბა. მიუხედავად ასეთი მორჩილებისა, ალექსანდრე ცდილობდა შეენარჩუნებინა შოტლანდიის ეკლესიის დამოუკიდებლობა. ალექსანდრე I გარდაიცვალა 1124 წელს. ძმის მსგავსად, არც მას დარჩენია მემკვიდრე და ტახტზე მისი უმცროსი ძმა დეივიდ I ავიდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]