აფხაზეთის ხმა (გაზეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან საბჭოთა აფხაზეთი)
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აფხაზეთის ხმა.
გაზეთი „აფხაზეთის ხმა“, 1990

აფხაზეთის ხმა — ქართული გაზეთი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს ორგანო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაარსდა 1937 წელს სოხუმში „საბჭოთა აფხაზეთის“ სახელწოდებით, 1990 წლის N 232–დან გაზეთი აგრძელებს ნუმერაციას სახელწოდებით „აფხაზეთის ხმა“. გაზეთი აშუქებს აფხაზეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებას. სოხუმის ოკუპაციის შემდეგ 1993 წლის ოქტომბრიდან, დროებით, გამოიცემა თბილისში. სხვადასხვა დროს გაზეთის რედაქტორები იყვნენ: გ. მერკვილაძე, ხ. ახალაია, გ. წირღვავა, თ. ჩოჩია.

გაზეთი „საბჭოთა აფხაზეთი“ (1937-1990)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაზეთი „საბჭოთა აფხაზეთი“, 1938

საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) აფხაზეთის საოლქო კომიტეტის, სოხუმის ქალაქკომის, აფხაზეთის ასსრ ცაკისა და სოხუმის ქალაქის საბჭოს ორგანო.

თემატიკა: საზოგადოებრივ-პოლიტიკური
პერიოდულობა: ყოველდღიური
რედაქტორი: ვ. ხატიაშვილი (1938); ს. ჭოლოკავა (1938, 1939-43); კ. აქბარდია (1939); თ. ქუჩულორია (1939); გ.მერკვილაძე (1943 წლიდან)
დაბეჭდილია: აფხაზეთის სახელგამის სტამბა
ფიზიკური აღწერა: 4 გვ.
ენა: ქართული

გაზეთი „აფხაზეთის ხმა“ (1990-2005)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და მინისტრთა საბჭო.

თემატიკა: საზოგადოებრივ-პოლიტიკური
პერიოდულობა: ყოველკვირეული
რედაქტორი: ნოდარ მიქაძე
გამომცემლობა: სამშობლო
ენა: ქართული

გაზეთი „აფხაზეთის ხმა“ 2005 წელს გაუქმდა ადრე არსებული საინფორმაციო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის წარდგენით. ეს დეპარტამენტი კი იმავე წელს გადაკეთდა აფხაზეთის მედიაცენტრად. გაუქმებული „აფხაზეთის ხმის“ ბაზაზე შეიქმნა გაზეთი „აფხაზეთის ახალი ხმა“, მაგრამ 3-4 ნომრის გამოსვლის შემდეგ მან არსებობა შეწყვიტა[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 254, თბ., 1997.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]