აკიბის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აკიბის ქედი
კოორდინატები: 42°52′34″ ჩ. გ. 41°54′49″ ა. გ. / 42.876222° ჩ. გ. 41.913861° ა. გ. / 42.876222; 41.913861
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი
მესტიის მუნიციპალიტეტი
უმაღლესი წერტილი აკიბა
სიმაღლე 2811 
ამგებელი ქანები პორფირიტი
აკიბის ქედი — საქართველო
აკიბის ქედი
აკიბის ქედი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
აკიბის ქედი

აკიბის ქედი[1]ქედი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს მდ. ღალიძგის ზემო დინების და მდინარე ენგურის აუზების წყალგამყოფზე. ჩრდილოეთით გადაჭიმულია მდ. ლარაკვაკვამდე (ენგურის მარჯვენა შენაკადი), სამხრეთით - მდინარე ოქუმის სათავეებამდე. უმაღლესი მწვერვალია აკიბა (2811 მ). აგებულია ძირითადად იურული პორფირიტებით. რელიეფი ძლიერ დანაწევრებულია. თხემურ ზოლში ალპური, ქვემოთ კი სუბალპური მდელოებია, უფრო დაბლა წიწვიანი და ფართოფოთლიანი ტყეებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]