შინაარსზე გადასვლა

აისელ მამედოვა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აისელ მამედოვა

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი Aysel Məmmədova
დაბ. თარიღი 3 ივლისი, 1989 (1989-07-03) (35 წლის)
დაბ. ადგილი ბაქო, აზერბაიჯანის სსრ (დღეს აზერბაიჯანი)
წარმოშობა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანელი
ჟანრ(ებ)ი ჯაზი, სოული
საქმიანობა მომღერალი, კომპოზიტორი, პიანისტი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვიკალი, ფორტეპიანო
აისელ მამედოვა ვიკისაწყობში

აისელ მამედოვა (აზერ. Aysel Məmmədova; დ. 3 ივლისი, 1989, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ) — აზერბაიჯანელი მომღერალი. აზერბაიჯანის წარმომადგენელი 2018 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში.[1]

ცხოვრება და კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აისელ მამედოვა დაიბადა 1989 წლის 3 ივლისს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. მამედოვა მუსიკოსების ოჯახში დაიბადა, შესაბამისად იგი ბავშვობიდან მუსიკასთან იყო დაკავშირებული. 1995-2006 წლებში სწავლობდა ბიულბიულის სახელობის საშუალო პროფესიულ მუსიკალურ სკოლაში. 2010 წელს დაასრულა აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორია. მამედოვას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე, მათ შორის: „Caspian Jazz & Blues Festival“ (2002), „ბაქოს ჯაზის საერთაშორისო ფესტივალი“ (2005/2006), „MuzEnergo Festival of Music Improvisation“ (2007), „მონტე-კრაზის ფესტივალი“ (2009), „კავკასიის ჯაზის ფესტივალი“ (2012) და „ჟარა-2017“.[2]

მამედოვას, 2013 წელს ცნობილ მუსიკოს ალექსანდრე კოპალონისგან და 2015 წელს დებორა კარტერისგან სპეციალური გაკვეთილი აქვს მიღებული. მონაწილეობა აქვს მიღებული რუსეთის, საქართველოს, თურქეთის, უკრაინის, ისრაელის, შვედეთის, ნიდერლანდებისა და იტალიის მუსიკალურ ღონიზძიებებზე.[2]

  1. „ევროვიზიის“ წარმომადგენელი ცნობილი გახდა azərbaycanca (8 noyabr 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-08. ციტირების თარიღი: 8 noyabr 2017.
  2. 2.0 2.1 “Eurovision” təmsilçimiz Aysel Məmmədova kimdir? - VİDEO azərbaycanca (8 noyabr 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-08. ციტირების თარიღი: 8 noyabr 2017.