აზერბაიჯან-პორტუგალიის ურთიერთობები
აზერბაიჯანი |
პორტუგალია |
აზერბაიჯან-პორტუგალიის ურთიერთობები აღნიშნავს ორმხრივ ურთიერთობებს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და პორტუგალიას შორის. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წელს, მას შემდეგ, რაც პორტუგალიამ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა აღიარა.
მიმოხილვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პორტუგალიამ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა 1992 წლის 7 იანვარს აღიარა. იმავე წლის 4 აგვისტოს აზერბაიჯანსა და პორტუგალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა.[1] პრეზიდენტის 2012 წლის 12 დეკემბრის დეკრეტით, მაროკოში აზერბაიჯანის ელჩი, თარიქ ალიევი პორტუგალიაში ელჩადაც დაინიშნა.[2] ამავდროულად, პორტუგალიის ელჩი თურქეთში, აზერბაიჯანის ელჩადაც დაინიშნა.[3]
2015 წელს აზერბაიჯნაში პორტუგალიის მისია გაიგზავნა, რომლის ხელმძღვანელიც ხორხე გაბრიელ სილვა და ფონსეკაა.[4] [5] აზერბაიჯანში პორტუგალიის საპატიო კონსული 2011 წლის სექტემბრიდან მურად რაჰიმოვია.[2][6]
უმაღლესი დონის ვიზიტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1994 წელს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე ბუდაპეშტში, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ჰეიდარ ალიევი პორტუგალიის მთავრობის მეთაურს შეხვდა. 1995 წლის ოქტომბერში ჰეიდარ ალიევი ნიო-იორკში პორტუგალიის პრეზიდენტ მარიო სოარესს შეხვდა.[7]
1996 წლის 2-3 დეკემბერს ჰეიდარ ალიევი პორტუგალიაში ლისაბონში გამართულ ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზიის სამიტს დაესწრო. ამ ვიზიტის დროს აზერბაიჯანის პრეზიდენტი პორტუგალიის პრემიერ-მინისტრს, ანტონიუ გუტერეშს შეხვდა. პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხაიმე გამა აზერბაიჯანში 2001 წლის ივლისსა და 2002 წლის მარტში იმყოფებოდა. 2010 წლის ივლისში აზერბაიჯანს ლუის ამადო ეწვია.[1]
2001 წლის 26-30 ნოემბერს კულტურის მინისტრის მოადგილე, ს. მამედალიევამ საერთაშორისო კონფერენციაში „რეგიონული პროექტები: ეკოლოგია და ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“ მიიღო მონაწილეობა, რომლის ორგანიზატორიც პორტუგალიის ეკოლოგიის სამინისტრო და ევროპის საბჭო იყო.[7]
2008 წლის 27-28 აპრილს პორტუგალიის ელჩი აზერბაიჯანში, ხოსე მანუელ დე კარვალო ლამეირასი, ბაქოს ეწვია. 2010 წლის 20-21 ნოემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ლისაბონში გამართულ ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტს დაესწრო.[1] ვიზიტის დროს აზერბაიჯანსა და პორტუგალიას შორის დაიდო შეთანხმება დიპლომატიური პასპორტების მქონეთათვის სავიზო გამონაკლისებთან დაკავშირებით.
2012 წლის ივნისში აზერბაიჯანში ოცფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, პაულო პორტასი. მომდევნო წლის 24-29 ოქტომბერს რაფაელ ჰუსეინოვი, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის წევრი, ლისაბონში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის შეხვედრას დაესწრო. 2014 წლის 3-6 მარტს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდის აღმასრულებელი დირქტორის, შ. მოვსუმოვის დელეგაცია ლისაბონს ეწვია.[2]
საპარლამენტთაშორისო ურთიერთობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ორ ქვეყანას შორის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობას აზერბაიჯან-პორტგუალიის საპარლამენტთაშორისო სამუშაო ჯგუფი უძღვება, რომელიც აზერბაიჯანის მილი მეჯლისში 2000 წლის 5 დეკემბერს ჩამოყალიბდა.[8] მილი მეჯლისის 2016 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯან-პორტუგალიის საპარლამენტთაშორისო სამუშაო ჯგუფის მეთაურია აგია ნახჩივანლი.[9]
ეკონომიკური ურთიერთობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2017 წლის სექტემბერში ორმხრივი მერჩენდაიზული ვაჭრობის მაჩვენებელი აზერბაიჯანსა და პორტუგალიას შორის 352.62 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. აზერბაიჯანში იმპორტის მოცულობა 7.33, ხოლო აზერბაიჯანიდან პორტუგალიაში ექსპორტის მაჩვენებელი 345.29 მილიონი აშშ დოლარი იყო. იმავე პერიოდში (2017 წლის იანვარი-სექტემბერი) აზერბაიჯანის საგარეო ვაჭრობის მოცულობის 2.46% პორტუგალიაზე მოდიოდა, 0.12% იმპორტითა და 4.24% - ექსპორტით.[10] აზერბაიჯან-პორტუგალიის ბიზნეს-ფორუმი 2012 წლის ივნისში ჩატარდა ბაქოში, რომლის ორგანიზატორიც აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტირების პრომოუტირების ფონდი (AZPROMO) და აზერბაიჯანის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო იყო.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Azerbaijan - Portugal relations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-11. ციტირების თარიღი: 2018-03-27
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Bilateral relations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-19. ციტირების თარიღი: 2020-10-05.
- ↑ Ilham Aliyev accepted credentials of incoming Portuguese Ambassador en. ციტირების თარიღი: 2018-03-27
- ↑ „Portugal`s diplomatic mission opens in Azerbaijan“. AZERBAIJAN STATE NEWS AGENCY (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-03-27.
- ↑ Azerbeijão pt-pt. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-11. ციტირების თარიღი: 2020-10-05.
- ↑ „Azerbaijão“. Portal das Comunidades Portuguesas (პორტუგალიური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-09. ციტირების თარიღი: 2018-03-27.
- ↑ 7.0 7.1 İKİTƏRƏFLİ MÜNASİBƏTLƏR. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-29. ციტირების თარიღი: 2020-09-19
- ↑ "Law on the establishment of working groups on inter-parliamentary relations of Milli Majlis of the Republic of Azerbaijan".. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-27. ციტირების თარიღი: 2018-03-27
- ↑ "Law on the appointment of heads of working groups on inter-parliamentary relations of Milli Majlis of the Republic of Azerbaijan". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-25. ციტირების თარიღი: 2018-03-27
- ↑ "Trade relations of the Republic of Azerbaijan with the Republic of Portugal for 2017" az (2017-05-20). ციტირების თარიღი: 2018-03-30