აზერბაიჯანის სამედიცინო ტურიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დუზდაგის ფიზიოთერაპიული ცენტრი, აზერბაიჯანის სამედიცინო ტურიზმის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულების ადგილი

აზერბაიჯანის სამედცინო ტურიზმიაზერბაიჯანის ტურიზმის ინდუსტრიის მნიშვნელოვანი სექტორი. საბჭოთა კავშირის დაშლამდე აზერბაიჯანი სამედიცინო ტურიზმის პოპულარული დანიშნულების ადგილი იყო.

სამედიცინო ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაფტალანის აბანოების გამოსახულება საბჭოურ მარკაზე, 1969

ნაფთალანის აბაზანები 1980-იან წლებში წლის განმავლობაში საშუალოდ 75 000 ვიზიტორს იზიდავდა. შემდეგში სამედიცინო ტურიზმის ინდუსტრიას დიდი დარტყმა მიაყენა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა და საბჭოთა კავშირის დაშლამ.[1] 2008 წლიდან აზერბაიჯანმა სამედიცინო ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა განაახლა.[2] სამედიცინო ტურიზმის განვითარებისთვის მიღებული ეროვნული სამთავრობო პროგრამის წყალობით ბაქოში, ნახიჩევანში, ნაფთალანსა და რამდენიმე სხვა ქალაქში სამედიცინო ცენტრები გაიხსნა.

აზერბაიჯანის თერმული ტურიზმის ასოციაციის ხელმძღანელის, რუსლან გულიევის თქმით, აზერბაიჯანი სამკურნალო რესურსების სახლია, ისეთი რესურსებისა, როგორიცაა სამკურნალო ტალახები , მინერალური წლები და ნაფთალანის ზეთი.[3] აზერბაიჯანელ ექიმთა განცხადებით, ნაფთალანის ზეთს 70-ზე მეტი დაავადების გაკურნება შეუძლია, მათ შორის კანის, მყესებისა და ნევროლოგიური დარღვევების.[4] აღნიშნული მოსაზრება დასავლელი ექიმების მიერაცაა გაზიარებული. ისინი აღნიშნავენ, რომ ნედლი ნაფტალინი კარცენოგენურია. ნედლი ნაფტალინი, სუფთა ნაფტალინი, ფისისგან გაწმენდილი ნაფტალინი და ნაფტალინის ჰიდროკარბონატები სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. [5]

ნახიჩევანში მდებარე დუზდაგის სასტუმრო, Istisu Masalli, და შაბრანის რაიონში მდებარე Qalaalti Hotel & Spa მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სამედიცინო ტურისტულ დანიშნულების ადგილებად დასახელდა.[6][7]

ცნობილი დანიშნულების ადგილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის საავადმყოფო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტალახის ვულკანი გობუსტანის რაიონში

სააავადმყოფოს იმ რეგიონის შესაბამისად ეწოდა სახელი, სადაც იგი მდებარეობს. საავადმყოფო 2015 წლის 1 დეკემბერს გაიხსნა, რომელსაც პრეზიდენტი, ილჰამ ალიევიც დაესწრო.[8] საავადმყოფო რვაგანყოფილებიანი შენობაა, ორი აუდიტორიით, შვიდი საკლასო ოთახით, კომპიუტერების ოთახით, საკონფერენციო დარბაზით, სამედიცინო და სპორტული ცენტრით, სტუდენტთა სამედიცინო შემოწმების ოთახებით. საავადმყოფოში 14 სტაციონარული განყოფილება და 300 საწოლია და 130-ზე მეტი ექიმი მუშაობს.[8]

საავადმყოფოს აქვს ტრავმატოლოგიის, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, ზოგადი თერაპიის, ევროლოგიის, ჰემატოლოგიის, თვალის დაავადებების, ოტორინოლარინგოლოგიური, ენდოკრინული დაავადებების, პროქტოლოგიის, უროლოგიის, ქირურგიის, ნეიროქირურგიის, რეანიმაციისა და რეაბილიტაციის განყოფილებები.[8]

ჰალოთერაპია ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის მეორე ნახევრის დასაწყისიდან მსოფლიო მედიცინაში ბრონქული ასთმის დაავადებების სამკურნალოდ კარსტულ მღვიმეებსა და მარილის მაღაროებში მკურნალობის ახალი მეთოდები შეიმუშავეს. კვლევების შემდეგ ექიმებმა დაასკვნეს, რომ ნატრიუმისა და ქლორიდის იონებს ჰალოთერაპიის ან სპელეოთერაპიის გამოყენებისას ფილტვების ბრონქულ დაავადებებზე დადებითი ეფექტი აქვს.

დუზდაგის ფიზიოთერაპიულ ცენტრში პროფესიონალი სპეციალისტები მუშაობენ, სადაც ალერგიულ დაავადებებს, განსაკუთრებით ბრონქულ ასთმას მკურნალობენ. ცენტრს რეგულარულად სტუმრობენ არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

ტალახის ვულკანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის აღმოსავლეთ ნაწილსა და კასპიის ზღვის რეგიონში 350-ზე მეტი ტალახის ვულკანი მდებარეობს.[9] ვულკანურ ტალახს მინერალური მარილებისა და ორგანული ნივთიერებების შემცველობის გამო სამკურნალო თვისებები გაააჩნია.

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ტალახის ვულკანების მესამედი 16 000 კმ²-ის ფარგლებშია მოქცეული. ტალახის ვულკანები ძირითადად გავრცელებულია აფშერონის ნახევარკუნძულზე, ბაქოს არქიპელაგსა და საქართველოს საზღვართან.[10][11][9][12][13]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kramer, Andrew E. (4 December 2006). „Bathing in Black Gold for Health and Profit in Azerbaijan“. The New York Times. ციტირების თარიღი: 31 January 2018.[მკვდარი ბმული]
  2. Orujova, Nigar. Azerbaijan strives to become medical tourism destination. AZERNEWS. ციტირების თარიღი: 31 January 2018.
  3. Holodny, Elena. Taking a bath in warm crude oil is a popular spa treatment in some parts of the world. Business Insider. ციტირების თარიღი: 31 January 2018.
  4. Kramer, Andrew E. (4 December 2006). „Bathing in Black Gold for Health and Profit in Azerbaijan“. The New York Times. ციტირების თარიღი: 31 January 2018.
  5. Naftalan– a magical gift of nature.
  6. „Azerbaijan in Top 5 health tourism destinations“. AzerNews.az (ინგლისური). 2017-10-03. ციტირების თარიღი: 2018-08-01.
  7. Qalaalti Hotel & Spa. Medical center. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-02. ციტირების თარიღი: 2018-08-01
  8. 8.0 8.1 8.2 „President Ilham Aliyev attended the opening of Nakhchivan Autonomous Republic Hospital VIDEO“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-02-03.
  9. 9.0 9.1 Azeri mud volcanoes - facts & information. ციტირების თარიღი: 2018-08-01
  10. „Largest mud volcano“. Guinness World Records (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-08-01.
  11. Mud Volcanoes of Azerbaijan en. ციტირების თარიღი: 2018-08-01
  12. GOBUSTAN & MUD VOLCANOES. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-29. ციტირების თარიღი: 2019-10-27.
  13. Aria Medical Tour.