ბაქოს არქიპელაგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაქოს არქიპელაგი
მშობ. სახელი: Bakı arxipelaqı

ბაქოს არქიპელაგი
გეოგრაფია
მდებარეობა ბაქოს მიმდებარედ, ბაქოს ყურე
კოორდინატები 40°17′N 49°58′E
კუნძულთა რაოდენობა <30
აზერბაიჯანი

ბაქოს არქიპელაგი — ქალაქ ბაქოს (აზერბაიჯანი) ნაპირთან მდებარე კუნძულების ერთობლიობა. კუნძულების მიმდებარედ წყლის დონე დაბალია.

კუნძულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანული სახელების გარდა კუნძულებს რუსული დასახელებებიც აქვს. სახელების წარმოშობა მე- 18 საუკუნეში მოღვაწე კატოგრაფს, ფედორ სოიმონოვს უკავშირდება.[1] არქიპელაგი ქვემოთ ჩამოთვლილი კუნძულებისგან შედგება, რომელთა ნაწილასაც ქვიშის სანაპიროები გააჩნია.

ყურეში მდებარე კუნძულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესენია კუნძულები ბაქოს ყურის მიმდებარე ტერიტორიაზე:

ბოიუკ ზირა ან ნარგინი

დაშ ზირა ან ვულფი

ქუმ ან პესჩანნი

თავა ან პლიტა

ყურის გარეთ მდებარე კუნძულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაქოს ყურის გარეთ მდებარეობს შემდეგი კუნძულები:

ჩილოვი ან ჟილოი

სანგი-მუგანი ან სვინოი

ზანბილი ან დუვანნი

ჩიკილი ან ობლივნოი

ყარა სუ ან ლოს

ხარა ზირა ან ბულა

კუტანი და ბაბური (პოდვოდნიეს კუნძულები)

ადსიზ ადა ან ბეზიმიანნი

გილი ან გლინიანი

მტკვრის კუნძული ან კურინსკი

მტკვირის კლდე ან კურინსკი კამენი

ბაქოს არქიპელაგის მდებარეობა კასპიის ზღვაში

ეკოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაქოს არქიპელაგის კუნძულების მცენარეულობა საკმაოდ დაზიანებულია ამავე ყურეში ნავთობმომპოვებელი ჭაბურღილების არსებობის გამო. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, კუნძულები მეტწილად მცენარეული საფარით დაფარულები არ არიან.

წარსულში ამ კუნძულებზე კასპიის ზღვაზე ერთ-ერთი საუკეთესო ეკოლოგიური მდგომარეობა იყო. იმ ტერიტორიებში, სადაც წყალი ძალიან არ არის დაბინძურებული კიდევ ბინადრობენ ზუთხები. კუნძულებზე არიან ფრინველებიც, რომლებიც აქ გამოსაზამთრებლად მოდიან. ბაქოს არქიპელაგი დაუსახლებელია და მეტწილად მათზე ნავთობის მომპოვებელი ჭაბუღილები და შუქურებია განთავსებული. სვინოის კუნძულზე მდებარეობს წყლის დაბინძურების ავტომატური მონიტორინგის სადგური.[2]

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოლო პერიოდში ბაქოს არქიპელაგზე ინტენსიურად ვითარდება ტურიზმი. კუნძული ბოიუქ ზირა,რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს მიმდებარედ მდებარეობს, დიდი განვითარებისკენ მიდის. კუნძული დაიყოფა რამდენიმე ადგილად; პარკი, საცხოვრებელი ფართი, სამხედრო პორტი და ა.შ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პარკისთვის სპეციალური ტერიტორია იქნება გომოყოფილი, რადგან ამ ადგილებში ძალიან ხშირია ძლიერი ქარი. ბაქო ცნობილია თავისი ძველი ქალაქით და ამის აღსანიშნავად ქალაქის ციხესიმაგრის აშენებაა კუნძულზე დაგეგმილი. როდესაც საქმე რელიგიებს ეხება, აზერბაიჯანი ცნობილია, როგორც მსოფლიოს ტოლერანტი ქვეყნებიდან ერთ-ერთი. დაგეგმილია მეჩეთის, ეკლესიისა და სინაგოგის აშენება. საბჭოთა კავშირის დროს ბოიუკ ზირა ცნობილი იყო როგორც ტერიტორია, სადაც სტალინი პატიმრებს აგზავნიდა. ამ ფაქტის გამო კუნძულზე ბევრია საფლავები. დაგეგმილია, რომ კუნძულზე იმუშავებს სკოლა, სავაჭრო ცენტრი და საავადმყოფო. აქ გამოართება საზოგადოებრივი ღონისძიებები და სამიტები. ამ პროექტმა უამრავი უცხოელი ინვესტორი დააინტერესა და ამის განსახორციელებლად ორი-სამი მილიარდი მანეთია (255 000 000 - 382 000 000 აშშ დოლარი) გამოყოფილი. [3]

ხაზარის კუნძულების მომავალი მდებარეობა

კონსტრუქცია და მოდერნიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხაზარის კუნძულები არის ხელოვნური კუნძულები, რომელთა გაშენებაც ბაქოდან სამხრეთით, 24 კილომეტრით დაშორებით იგეგმება. [4][5]

ავესტას მენეჯმენტის თანახმად, აზერბაიჯანის ახალი კოშკი 200 მ-ით მაღალი იქნება, ვიდრე მსოფლიოში აშენებული ყველაზე მაღალი შენობა, ბურჯი ხალიფაა. გარდა ბიზნეს შენობებისა და სასტუმროებისა, პროექტი ასევე ითვალისწინებს 800 000 ტევადობის სახლებს აქაური მაცხოვრებლებისთვის. ავესტას ცნობით, პროექტის დასრულება იგეგმება 2020-2025 წლებში.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Fedor I. Soimonov". Encyclopædia Britannica. Retrieved 9 October 2015.
  2. "UNIDO Caspian Pollution Report (en)". Archived from the original on 2012-08-03. Retrieved 2008-09-09.
  3. Tourist town to appear on Boyuk Zira island of Baku archipelago[მკვდარი ბმული]
  4. liaifar, Amir (February 10, 2012)."$2 billion Azerbaijan Tower to usurp Saudi Arabia's Kingdom Tower as world's tallest". Digital Trends.
  5. Alexander, Anila (April 13, 2012)."Azerbaijan Plans World's Tallest Tower At 'New Venice' (PHOTOS)" . International Business Times.
  6. Azerbaijan Is Rich. Now It Wants to Be Famous