აზად ჰინდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თავისუფალი ინდოეთის დროებითი მთავრობა
ჰინ. आर्ज़ी हुक़ूमत-ए-आज़ाद हिन्द
ურდუ عارضی حکومت‌ِ آزاد ہند
ნეპ. आजाद हिन्द
ინგლ. Provisional Government of Free India

დროებითი მთავრობა იაპონიის იმპერიის მხარდაჭერით

21 ოქტომბერი 1943
18 აგვისტო 1945

დროშა გერბი

ღია მწვანე: ტერიტორია, რომელზეც პრეტენზიას აცხადებდა თავისუფალი ინდოეთი

მწვანე: დე ფაქტო კონტროლირებადი ტერიტორიები (იაპონიის დახმარებით)

დედაქალაქი პორტ ბლერი (დროებითი
ენა ჰინდი-ურდუ
ფულის ერთეული ინდური რუპია
სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური
 - 19431945 სუბჰას ჩანდრა ბოსი

თავისუფალი ინდოეთის დროებითი მთავრობა ( ჰინ. आर्ज़ी हुक़ूमत-ए-आज़ाद हिन्द ურდუ عارضی حکومت‌ِ آزاد ہند непальск. आजाद हिन्द ,ინგლ. Provisional Government of Free India ; ან უბრალოდ "თავისუფალი ინდოეთი", აზად ჰინდი ) — დროებითი მთავრობა, რომელიც შეიქმნა იაპონიის იმპერიის მხარდაჭერით. პრეტენზიას აცხადებდა ინდოეთის ტერიტორიის კონტროლზე ბრიტანეთის ადმინისტრაციის წინააღმდეგ.

ფაქტობრივად, იაპონური არმიის დახმარებით, "თავისუფალი ინდოეთის დროებითი მთავრობის" სუვერენიტეტი ვრცელდებოდა მხოლოდ რამდენიმე კუნძულზე და მცირე ტერიტორიაზე მატერიკული ინდოეთის აღმოსავლეთით. მას ხელმძღვანელობდა ცნობილი ნაციონალისტი და ინდოელი დამოუკიდებლობის მებრძოლი სუბჰას ჩანდრა ბოსი. ვინაიდან მთლიანად დამოკიდებული იყო იაპონიის იმპერიაზე, მის დამარცხებასთან ერთად, "თავისუფალი ინდოეთის დროებითმა მთავრობამ" 1945 წელს არსებობა შეწყვიტა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"აზად ჰინდი" შეიქმნა ინდოელი ნაციონალისტი პოლიტიკური ემიგრანტების მიერ, ვინაიდან მათ მიაჩნდათ, რომ ინდოეთის განთავისუფლება ბრიტანეთის მმართველობისგან, იაპონიის ფინანსური, სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერით იყო შესაძლებელი. სუბჰას ჩანდრა ბოსი გამოცხადდა 1943 წლის 21 ოქტომბერს ჩამოყალიბებული მთავრობის მეთაურად. "აზად ჰინდი" გამოსცემდა საკუთარ ვალუტას და საფოსტო მარკებს, გააჩნდა საკუთარი სასამართლო სისტემა, სამოქალაქო კოდექსი და მრავალი ინდოელის მიერ აღიქმებოდა, როგორც ინდოეთის დამოუკიდებლობის ლეგიტიმური მთავრობა. [1] "აზად ჰინდის" ბანერს ჰქონდა ინდოეთის ეროვნული ფერები ნარინჯისფერი, თეთრი და მწვანე, ვეფხვის გამოსახულებით.

მხარდაჭერის მიუხედავად, სინამდვილეში "აზად ჰინდი" აკონტროლებდა მხოლოდ მცირე ტერიტორიას — ანდამანისა და ნიკობარის კუნძულებს, ასევე მომავალი სახელმწიფოების მანიპურის და ნაგალანდის ნაწილს. არსებობის ბოლომდე "აზად ჰინდი" ძირითადად დამოკიდებული იყო იაპონიის დახმარებაზე. [2]

შექმნისთანავე "აზდ ჰინდმა" ომი გამოუცხადა ინგლის-ამერიკის მოკავშირე ძალებს ინდოეთ-ბირმის ფრონტზე. [3] შეიქმნა მათი შეიარაღებული ძალები, ინდოეთის ეროვნული არმია, რომელიც იბრძოდა ბრიტანელების წინააღმდეგ (სინამდვილეში, ინდოელების წინააღმდეგ, რომლებსაც ბრიტანული ფორმა ეცვათ) იმფალ-კოჰიმას ფრონტზე. მან მოახერხა ბრიტანეთის თავდაცვის გარღვევა კოჰიმაში და მიაღწია მოირანგს, მაგრამ ბრიტანული ძალების წარმატებული კონტრშეტევის შედეგად, იძულებული გახდა მოეხსნა ქალაქის ალყა.[4]

მას შემდეგ, რაც ბოსი 1945 წელს ავიაკატასტროფაში დაიღუპა, მთავრობამ არსებობა შეწყვიტა და ინდოეთის ეროვნულმა არმიამ კაპიტულაცია მოახდინა. მიუხედავად ამისა, ამ არმიის ჯარისკაცებს და ოფიცრებს ინდოეთში გმირებად დახვდნენ და ბრიტანელები იძულებულნი გახდნენ მათი უმეტესობა გაეთავისუფლებინათ. [5] ყოფილი "აზად ჰინდის" მთავრობის გამოჩენილმა ფიგურებმა, როგორებიც იყვნენ ლაქშმი საჰგალი და სხვები. , მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ინდოეთის პოლიტიკაში.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Borra R., Op. Cit.
  2. C. Bayly & T. Harper Forgotten Armies. The Fall of British Asia 1941-45 (London: Allen Lane) 2004 pp323-327
  3. Pandit, HN. Netaji Subhas Chandra Bose’’ Sterling Publishers, New Delhi, 1988, p.331
  4. Das S. Indian National Army in South East Asia. The Hindustan Times. Special Edition. http://www.hindustantimes.com/news/specials/Netaji/enlisting3.htm დაარქივებული 2013-08-27 საიტზე Wayback Machine. . URL Accessed on 13 Aug 06.
  5. Edwardes, Michael, The Last Years of British India, Cleveland, World Pub. Co.,1964, p. 93.