ლაქშმი საჰგალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლაქშმი საჰგალი
დაბადების თარიღი 24 ოქტომბერი, 1914
მადრასი, ინდოეთი
გარდაცვალების თარიღი 23 ივლისი, 2012 (97 წლის)
ინდოეთი
მოქალაქეობა ინდოეთის დროშა ინდოეთი
განათლება

მადრასის სამედიცინო კოლეჯი;

Queen Mary's College
პროფესია ექიმი, პოლიტიკოსი
პარტია ინდოეთის კომუნისტური პარტია (მარქსისტული)
რელიგია ათეისტი
შვილ(ებ)ი 2
ჯილდოები პადმა ვიბჰუშანი

ლაქშმი საჰგალი (ინგლ. Lakshmi Sahgal ან Sehgal, დაბად. სვამინათანი Swaminathan, ასევე ცნობილია კაპიტანი ლაქშმის სახელით, მალაიალ. ലക്ഷമി സൈഗാള്‍, ტამ. லக்ஷ்மி சேகள்; 24 ოქტომბერი 1914, მადრასი − 23 ივლისი 2012) — ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის აქტივისტი, მემარცხენე პოლიტიკოსი, პროფესიით ექიმი. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი იბრძოდა ბირმაში იაპონიის მხარეზე კაპიტნის წოდებით ეგრეთ წოდებული ინდოეთის ეროვნული არმიის ს.ჩ. ბოსეს რიგებში და მსახურობდა ქალთა საქმეთა მინისტრად პრო-იაპონურ "მთავრობაში". ინდოეთის. ომის შემდეგ — ინდოეთის კომუნისტური პარტიის აქტივისტი (მარქსისტი), ინდოეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრი.მისი ერთ-ერთი ქალიშვილია სუბჰაშინი ალი ცნობილი ინდოელი პოლიტიკური მოღვაწე და პროფკავშირული მოძრაობის აქტივისტი. მისი ქალიშვილის (რომელიც იზიარებს დედის შეხედულებებს და იმავე პარტიაშია) გადმოცემით, ლაქშმი საჰგალი ათეისტია.[1][2][3]

ახალგაზრდობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაბადებიდან გოგონას ერქვა ლაქშმი სვამინათჰანი. იგი გახლდათ სისხლის სამართლის ცნობილი სპეციალისტის,  თამილელი ს. სვამინათანის ქალიშვილი, რომელიც მუშაობდა მადრასის უზენაეს სასამართლოში. დედა —  ა. ვ. ამუკუთი, სოციალური მუშაკი, თავისი დროის ცნობილი უფლებადამცველი, გახლდათ ცნობილი ვადაკატუს ოჯახიდან.

დედის შეხედულებების გავლენით მან დაიწყო მედიცინის შესწავლა ღარიბების დასახმარებლად. მიიღო მაგისტრის ხარისხი მადრასის კოლეჯში 1938 წელს. ერთი წლის შემდეგ მან მიიღო დიპლომი მეანობა-გინეკოლოგიაში.

1940 წელს იგი გაემგზავრა სინგაპურში, სადაც დააარსა კლინიკა ღარიბებისთვის, ძირითადად ინდოეთიდან ემიგრირებული მუშაკებისთვის. მალე გახდა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მდიდარი გინეკოლოგი. ამავდროულად, მან აქტიური როლი შეასრულა ინდოეთის დამოუკიდებლობის ლიგაში.[4]

შეიარაღებული ბრძოლა იაპონიის მხარეს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1942 წელს, როდესაც ბრიტანელებმა სინგაპური იაპონელებს გადასცეს, ლაქშმის დიდი ძალისხმევა დასჭირდა ბრძოლის დროს დაჭრილ სამხედრო ტყვეთა დასახმარებლად. პატიმართა შორის მან ინდოეთის დამოუკიდებლობის კამპანია ჩაატარა (მოგვიანებით, ზოგიერთი პატიმარი შეუერთდა პრო-იაპონურ „ინდოეთის ეროვნულ არმიას“).

1943 წლის 2 ივლისს სუბჰას ჩანდრა ბოსი (ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის ცნობილი მებრძოლი, განდისა და ნერუს ყოფილი მოკავშირე) ჩავიდა სინგაპურში, რომელიც ნაცისტებთან თანამშრომლობის გზას დაადგა. რამდენიმე დღის შემდეგ, საჯარო გამოსვლაში, ბოსმა დააანონსა "ქალთა პოლკის" ფორმირების შესახებ  "ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის" იაპონელების მხარეზე საბრძოლველად. ამ კავშირში შევიდა ლაქშმი, რომელსაც ანალოგი არ ჰყავდა აზიაში. იგი ასევე დაინიშნა ქალების საქმეთა მინისტრად "აზად ჰინდის" კოლაბორაციონისტულ მთავრობაში.

ბრიტანელებმბირმაში დაატყვევეს და წაიყვანეს ინდოეთში 1946 წლის 4 მარტს, სადაც მას დახვდნენ როგორც გმირს. მასობრივი არეულობის შიშით, ბრიტანელები იძულებულნი გახდნენ გაეთავისუფლებინათ იგი ციხიდან.

ომის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრესკომფერენციაზე. 2005 წ.

ციხიდან გათავისუფლებიდან მალევე, 1947 წლის მარტში, ლაჰორში, იგი ცოლად გაჰყვა ინდოეთის ეროვნული არმიის ყოფილ პოლკოვნიკ პრემ კუმარ საჰგალს, რომელთანაც შეეძინა ორი ქალიშვილი, სუბჰაშინი ალი და ანისა პური (Anisa Puri). დაქორწინების შემდეგ ისინი კანპურში დასახლდნენ. იქ თავისი პროფესიით, ექიმად განაგრძო მუშაობა. დახმარებას უწევდა ლტოლვილებს, რომელთა რაოდენობა გაიზარდა ინდოეთის საკუთრივ ინდოეთად და პაკისტანად დაყოფის შემდეგ.[5]

კომუნისტი აქტივისტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1971 წელს იგი შეუერთდა ინდოეთის კომუნისტურ პარტიას (მარქსისტული) / KPI (M) /, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ინდოეთის ეროვნული არმიის და მისი ლიდერების მოწინააღმდეგე იყო. ლაქშმი საჰგალი ინდოეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრი გახდა.

ბანგლადეშის დამოუკიდებლობისთვის ომის დროს მან მოაწყო ლტოლვილთა ბანაკები და სამედიცინო ცენტრები კალკუტაში.

2002 წელს იგი დასახელდა კანდიდატად მემარცხენე პარტიების ბლოკიდან ინდოეთის საპრეზიდენტო არჩევნებში (მისი ერთადერთი ოპონენტი იყო აბდულ კალამი, რომელიც ინდოეთის პრეზიდენტი გახდა).[6][7][8]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lakshmi Sehgal: A life of struggle and sacrifice — by Sambhavika Sharma
  2. "She was a true Communist"". The Indian Express. 24 July 2012. Retrieved 12 January 2022.
  3. "Lakshmi Sahgal (1914-2012)". The Hindu. 23 July 2012.
  4. Menon, Parvathi (23 July 2012). "Captain Lakshmi Sahgal (1914 - 2012) - A life of struggle". The Hindu. Retrieved 23 October 2019.
  5. PTI (23 July 2012) Exemplary life: Capt Lakshmi Sehgal met patients till the end The Hindu. Retrieved 31 March 2014.
  6. Rediff interview 2002
  7. Lakshmi Sahgal: A life in service by Subhashini Ali
  8. "Captain Lakshmi Sahgal passes away". The Times Of India. 23 July 2012.