ავდიივკის ბრძოლა (2022-2024)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავდიივკის ბრძოლა
აღმოსავლეთ უკრაინის კამპანიისა და დონბასის ომის ნაწილი
თარიღი 20 თებერვალი, 2022 – 17 თებერვალი 2024
მდებარეობა ავდიივკა, დონეცკის ოლქი, უკრაინა
სტატუსი რუსეთის გამარჯვება
მხარეები
უკრაინის დროშა უკრაინა
მეთაურები
დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშა სერგეი აგრანოვიჩი  
დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშა დენის სინენკოვი[1]
უკრაინის დროშა ჯემილ იზმაილოვი[2]
უკრაინის დროშა არტემ მურახოვსკი [3][4]
სამხედრო ნაწილები
დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშა დონეცკის სახალხო მილიცია

რუსეთის დროშა რუსეთის შეიარაღებული ძალები

უკრაინის დროშა უკრაინის შეიარაღებული ძალები

უკრაინის ეროვნული გვარდია

დანაკარგები
უცნობია 5 დაღუპული[6]
9 დაღუპული[7][8][9][10] და 5 დაჭრილი მშვიდობიანი[8][10][9]
ავდიივკის ბრძოლა ვიკისაწყობში

ავდიივკის ბრძოლა — სამხედრო დაპირისპირება ერთი მხრივ რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და დონბასის სეპარატისტულ ძალებს და მეორე მხრივ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის. ბრძოლა მიმდინარეობდა დონბასის რეგიონში მდებარე ქალაქ ავდიივკის გამო.[11] საბრძოლო მოქმედებები დონბასში სიტუაციის კიდევ ერთხელ გამწვავების დროს დაიწყო. 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის აღიარებას მოაწერა ხელი.[12] ამ ადგილზე ბრძოლა 2017 წელსაც გაიმართა, სადაც უკრაინელებმა მასზე კონტროლი შეინარჩუნეს.[11] 2022 წელს კი, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ავდიივკა ერთ-ერთი პირველი ადგილი იყო, სადაც თავდასხმა წამოიწყეს.[13]

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიტუაციის გამწვავების დროს სეპარატისტებს ავდიივკის მიმართულებაზე რუსული ჯარები ეხმარებოდნენ,[13] მაგრამ რუსეთმა აღნიშნული უარყო. როდესაც უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, ავდიივკა მისი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახდა. 13 მარტს რუსეთის ძალებმა დაბომბეს ავდიივკის კოქსქიმიური ქარხანა.[14] 25 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავდიივკაში მოკლეს აზოვის პოლკის ერთ-ერთი მეთაური არტემ მურახოვსკი.[3] 8 აპრილს რუსული დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.[8]

18 აპრილს რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევა განაახლა, მათ შორის ცეცხლისა და შეტევების ქვეშ აღმოჩნდა ავდიივკაც.[15][16][17] 2000-მდე მცხოვრები იძულებული გახდა მიწისქვეშ შეეფარებინა თავი.[18][19][20] 20 აპრილს ავდიივკაში მოკლეს დონეცკის სეპარატისტების „სპარტის“ ბატალიონის მებრძოლი სერგეი აგრანოვიჩი.[5]

3 მაისს, ოლქის გუბერნატორის თქმით, კოქსქიმიურ ქარხანაზე თავდასხმის შედეგად არანაკლებ 10 ადამიანი დაიღუპა. მისივე ინფორმაციით, თავდასხმა სამუშაოს დასრულების შემდეგ მოხდა, როდესაც ხალხი ავტობუსს უცდიდა.[21] 2024 წლის 17 თებერვალს ქალაქი რუსებმა აიღეს.[22]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Russian Hybrid Threats Report: Despite debunking of false flags, Putin recognizes breakaway republics“. Atlantic Council. 22 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 5 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. Adler, Nils. 'There's always danger': Preparing for war on Ukraine's front line“. www.aljazeera.com (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-04-10.
  3. 3.0 3.1 „Leader of Neonazi Azov Battalion reportedly killed“. The Morning Star (ინგლისური). 25 March 2022. ციტირების თარიღი: 2022-04-10.
  4. Sweeney, Steve (March 28, 2022). „Leader of neo-nazi Azov Battalion reportedly killed in Ukraine“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-04-10.
  5. 5.0 5.1 NEXTA [nexta_tv]. (20 აპრილი, 2022) The separatists have lost again In the battles for #Avdeevka, the commander of the second company of the Sparta battalion, Sergey Agranovich, known under the call sign "Vodyanoy", died. t.co/mnB2XU2M0h en. ციტირების თარიღი: 24 აპრილი, 2022
  6. „5 killed in Russian strikes on eastern Ukraine’s Avdiivka“. www.timesofisrael.com (ინგლისური). ციტირების თარიღი: 5 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  7. „2 civilians killed by shelling in Avdiivka in Donetsk Oblast“. The Kyiv Independent (ინგლისური). 18 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2022-04-10. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  8. 8.0 8.1 8.2 „One person killed, one wounded in Russian shelling of Avdiivka community“. Ukrinform (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-04-10.
  9. 9.0 9.1 Russian aircraft hit Avdiivka and its outskirts, killing one, injuring two en. ციტირების თარიღი: 2022-05-05
  10. 10.0 10.1 2 civilians killed, 3 wounded in Russian shelling of Avdiivka en. ციტირების თარიღი: 2022-05-05
  11. 11.0 11.1 Crosbie, Jack (February 20, 2022). „Their Town Has Been on Ukraine's Front Line for 8 Years. But They Won't Give Up on It Yet“. Rolling Stone (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-04-10.
  12. Troianovski, Anton (21 თებერვალი, 2022). „Putin Orders Troops to Separatist Regions and Recognizes Their Independence“. The New York Times (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-04-10. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  13. 13.0 13.1 Sahuquillo, María R. (24 თებერვალი, 2022). „Ready for the worst: Life in the trenches of Ukraine's Donbas region“. EL PAÍS English Edition (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-04-10. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  14. „Ukraine's largest steel firm says shells hit Avdiivka coke plant“. Reuters (ინგლისური). March 13, 2022. ციტირების თარიღი: 2022-04-10.
  15. „Russian Military Fail To Take By Storming Popasna, Novotoshkivske, Avdiivka And Mariinka - Armed Forces“. Ukranews. 18 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 5 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  16. „Ukrainian defenders refuse to surrender“. Eagle-Tribune (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-04-20.
  17. Rousseau, Daphne. „Ukrainian president: Russia's large-scale offensive in eastern Ukraine has started“. www.timesofisrael.com (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-04-20.
  18. Landry, Carole (20 აპრილი, 2022). „On the Front Line in the East“. The New York Times. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  19. Schwirtz, Michael (20 აპრილი, 2022). „A Ukrainian Town Goes Underground as Russia Assaults the East“. The New York Times. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  20. „Ukrainian town Avdiivka goes underground as Russia assaults the East“. The Indian Express. 21 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  21. „Explosies en stroomuitval in Lviv • VN: eerste evacués uit Azovstal in Zaporizja“. nos.nl (ნიდერლანდური). ციტირების თარიღი: 5 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  22. Avdiivka, Longtime Stronghold for Ukraine, Falls to Russians